1. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი ავადმყოფების ამბულატორიული გამოკვლევებისას წარმოადგენს ზოგადი ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების საწყისი გამოვლინების დიაგნოსტიკის საფუძველს.
2. ანგიოდისტონიას საფუძვლად, უპირატესად, პერივასკულური დაზიანება უძევს. ამ დროს მნიშვნელობა აქვს იმპულსების სინაპტიკური გადაცემის, ვეგეტატური და მგრძნობიარე განგლიების ინერვაციის მოშლას.
3. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომის კლინიკურ სურათს ახასიათებს: ქვემო კიდურების ტკივილი, პარესთეზია, ზოგჯერ წვივის კუნთების და ტერფების „crampi“-ის ტიპის კრუნჩხვები, რომელიც ხშირად მოსვენების მდგომარეობაში. მტევნებისა და ტერფების ჰიპოთერმია, ციანოზი და ჰიპერჰიდროზი ვითარდება. ფრჩხილის ფალანგის კაპილაროსკოპიისას შეინიშნება კაპილარების სპასტიკო-ატონია, იშვიათად მათი სპაზმი ან ატონია, ტერფის დორზალური და ზოგჯერ წვივის არტერიების პულსაციის დაქვეითება. შესაბამისი არტერიის სისხლსავსეობის ასიმეტრიულობა შეიძლება ობიექტურად შეფასდეს რეოგრაფიის, კიდურების ვენების ტონუსის შემცირება კი ოკლუზიური პლეტიზმოგრაფიის მეთოდით. კიდურების პროქსიმალურ-დისტალური, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, ასევე მხარეების ასიმეტრიულობა შეიძლება კანის ელექტროთერმომეტრიის, თერმოგრაფიის და სხვა მეთოდების საშუალებით გამოვავლინოთ.
4.მითითებული მეთოდების ინფორმატიულობა იზრდება, როდესაც პროცესის შესწავლა გარკვეულ დოზირებულ დატვირთვამდე და დატვირთვის შემდეგ დინამიკაში ხდება. ამ უკანასკნელთა შორის სხვადასხვა მოდიფიკაციით დიდი გამოყენება ჰპოვა “სიცივის ცდამ”. ამ დროს ამა თუ იმ ვეგეტატიური, ან სისხლძარღვოვანი მაჩვენებლების აღდგენის პროცესის შენელება (სიცივის ცდის შემდეგ დროის გარკვეული შუალედი) მიუთითებს საწყისი დაზიანებების არსებობაზე