1. სენსო-მოტორული პოლინევროპათიის სინდრომისათვის სიარულისას დამახასიათებელია ქვემო კიდურებში ტკივილისა და სისუსტის შეგრძნება, მამოძრავებელი ფუნქციის დაქვეითება, წვივის და ტერფის ცალკეული კუნთების მსუბუქი ჰიპოტროფია, ძალის შესუსტება, პოლინევროპათიის ტიპის მგრძნობელობის დაქვეითების ფონზე, ნერვული ღეროების მტკივნეულობა, მთელი რიგი ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები და სხვ. ვიბრაციის კომბინირებული (ზოგადი და ლოკალური) მოქმედებისას ანალოგიური ცვლილებები შეიძლება განვითარდეს ზედა კიდურებშიც.
2. აღნიშნულ ცვლილებებს ხშირად თან ერთვის ცერებრული ანგიოდისტონია, ზოგჯერ შეინიშნება სისხლძარღვოვანი გენეზის მიკროკეროვანი ცერებრული სომპტომატიკა (ენცეფალო-პოლინევროპათიის სინდრომი). ამავდროულად, პერიფერიული ნერვულ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები შეიძლება მკვეთრად არ იყოს გამოხატული, ვლინდებოდეს ზემო და ქვემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სახით.
3. უნდა აღინიშნოს, რომ ვიბრაციული დაავადების დიაგნოზის ფორმულირებისას შეიძლება “ვიბრაციული დაავადების ნარჩენი მოვლენების” განსაზღვრისას განსაკუთრებით ექიმ-ექსპერტებისათვის გაჩნდეს სიძნელეები ამა თუ იმ სინდრომის გამოხატულების ხარისხის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ამიტომ აუცილებელად მითითებულ უნდა იქნეს, რას წარმოადგენს “ნარჩენი მოვლენები”, როგორია შესაბამისი სინდრომების გამოხატულების ხარისხი.
4. ცნობილია, რომ ვიბრაციული დაავადების II ხარისხის მქონე ავადმყოფებში სრული გამოჯანმრთელობა არ აღინიშნება, თუმცა ვიბრაციასთან შემდგომი კონტაქტის შეწყვეტის შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი რეგრესირებს, ანალოგიურ პირობებში დაავადების I ხარისხის მქონე ავადმყოფებში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.
5. წინამდებარე კლასიფიკაციიდან გამომდინარე, ქვემოთ წარმოდგენილია ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების დიაგნოზის და სინდრომების ის ფორმულირება, რომელიც ხშირად გვხვდება პრაქტიკაში.
ა) ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება - I ხარისხი (ქვემო კიდურების პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი);
ბ) ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – I ხარისხი (ქვემო კიდურების სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი);
გ) კომბინირებული ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – I ხარისხი (პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი);
დ) კომბინირებული ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი);
ე) ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (პოლირადიკულო-ნევროპათიის სინდრომი);
ვ) ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, წელის მალების ოსტეოქონდროზი მეორადი წელ-გავის რადიკულიტით);
ზ) ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, ცერებრული ანგიოდისტონური სინდრომი);
თ) ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, ნევრასთენული სინდრომი);
ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – III ხარისხი (დისცირკულაციური ენცეფალოპათიის სინდრომი, ენცეფალო-პოლინევროპათიის სინდრომი);
თავი VI. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული
ვიბრაციული დაავადების ზოგადი დახასიათებ