2. პროცესის პროგრესირებასთან ერთად (II ხარისხი) პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი იზოლირებულად არ გვხვდება, მისი კლინიკურ-ფუნქციური ნიშნები აუცილებლად შედიან ზემო კიდურების (ან ზემო და ქვემო კიდურების) ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომის სტრუქტურაში, რომელიც დაავადების ზომიერად გამოხატული გამოვლინებისას ხშირად ერწყმის სხვა კლინიკურ სინდრომებსა და ფორმებს.
3. ანგიოდისტონური სინდრომის კლინიკურ ვარიანტს წარმოადგენს „თეთრი თითების” ან რეინოს სინდრომი. იგი ხასიათდება თითების გათეთრების შეტევებით, რომელიც ვლინდება ორგანიზმის ადგილობრივი, ან ზოგადი გადაცივებისას. შეტევები განსაკუთრებით აწუხებთ წელიწადის ცივ პერიოდში. გათეთრება თავდაპირველად იწყება იმ თითების ბოლო ფალანგებიდან, რომლებიც უშუალოდ იმყოფებიან ვიბრაციის მოქმედების ქვეშ. პროცესის პროგრესირებასთან ერთად (II ხარისხი), გათეთრება ვრცელდება ორივე ხელის თითებზე. ზოგიერთი პროფესიის (მხეხავები) მუშებში, რომლებიც მუშაობენ მაღალი სიხშირის ინტენსიური ვიბრაციის პირობებში. თითების ანგიოსპაზმი შეიძლება იყოს ვიბრაციული დაავადების ერთადერთი ძირითადი გამოვლენა.
4. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომის კლინიკური სურათი სისხლძარღვების აკროსპაზმის შეტევის გარეშე მცირედ განსხვავდება შეტევის დროს ამ სინდრომის კლინიკური გამოვლინებისაგან.
5. ვიბრაციული ეტიოლოგიის რეინოს სინდრომი, პირველ რიგში, უნდა იქნეს დიფერენცირებული რეინოს დაავადებასთან და ზოგადი წარმოშობის რეინოს სინდრომთან, რომელიც ვლინდება შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებებით. რეინოს დაავადების დროს, ვიბრაციული ეტიოლოგიის რეინოს სინდრომისაგან განსხვავებით, არ არის დამახასიათებელი მგრძნობელობის მოშლა, პროცესი ატარებს გენერალიზებულ ხასიათს და ხშირად გვხვდება ქალებში.
6. ვიბრაციული დაავადების გამოვლინების ადრეულ ეტაპზე (I ხარისხი) “თითების გათეთრების” შეტევები იშვიათია და შესაძლებელია, სიცივის ცდის ჩატარებისას არ გამოვლინდეს. მისი პროვოცირება ხდება ორგანიზმის საგრძნობი გადაცივებისას. შეტევა, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წუთს, მთავრდება თითების გამოხატული ციანოზით და ჩხვლეტის შეგრძნებით (ანგიოჰიპოტონიის სტადია).
7. დაავადების ზომიერი გამოვლინებისას (II-ხარისხი) აკროანგიოსპაზმი უფრო ხშირი და ხანგრძლივია. ზოგჯერ შეტევა სპონტანურ ხასიათს ატარებს, გრძელდება 1/2 საათი და მეტი. კანის გათეთრებას მოსდევს თითების ან მტევნების გამოხატული ციანოზი, “თეთრი თითების” შეტევის ნაცვლად შეიძლება განვითარდეს “ლურჯი თითების” შეტევ