1. ვიბრაციული პათოლოგიის კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებანი, ძირითადად, განისაზღვრება მოქმედი ვიბრაციის პარამეტრებით. ვიბრაციის ინტენსივობა დამოკიდებულია იარაღის ტიპზე და მის ტექნიკურ მდგომარეობაზე. ვიბრაციული დაავადების განვითარების ვადებზე მოქმედებს სამუშაო დღის განმავლობაში ვიბრაციასთან კონტაქტის ხანგრძლივობა, იძულებითი პოზა, კუნთების ფიზიკური გადაძაბვის ხარისხი და ხელების გადაცივება.
2. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული დაავადების კლინიკური სურათი ხასიათდება ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, მგრძნობელობის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ცვლილებებით, რომელიც პირველ რიგში, ვითარდება ზემო კიდურებში, ვიბრაციის საშუალო და მაღალი სიხშირის ტალღების მოქმედება ხასიათდება ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით (ვეგეტატიური სინდრომი, ან პერივასკალური პოლინევროპათია), მაშინ, როდესაც დაბალი სიხშირის ვიბრაციის მოქმედებისას ჭარბობს ცვლილებები პერიფერიულ ნერვულ სისტემასა და ზემო კიდურების საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (სენსორული და სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომი, მათ შორის, მიოფიბროზით) ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედების დროს, როდესაც მომატებულია ზღვრულად დასაშვები დონეები ფართო დიაპაზონის სიხშირეებში, დაავადების კლინიკურ სურათებში აღინიშნება დაბალი და მაღალი სიხშირეებისათვის დამახასიათებელი ნიშნები (ვეგეტატიურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი).
3. ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დავადებისათვის ტიპურია ზემო კუდურების ტკივილი (მტევნები, სხივ-მაჯის სახსარი და წინამხარი), მოსვენებულ მდგომარეობაში ღამით მტევნის პარესთეზიები, ხელების გაცივება. ტკივილი თანდათან ძლიერდება, ღებულობს მუდმივ ხასიათს და იწვევს უძილობას. მაღალი და საშუალო სიხშირეებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების დამახასიათებელი ნიშანია თითების გათეთრება, რომელიც თავდაპირველად ვლინდება კიდურების ზოგადი და ადგილობრივი გადაცივებისას, ხოლო შემდეგ სპონტანური ხასიათისაა.
4. ვიბრაციული დაავადების კლასიფიკაციაში არჩევენ 3 ხარისხს: I სარისხი, ანუ საწყისი, II ხარისხი, ანუ ზომიერად გამოხატული და III ხარისხი, ანუ გამოხატული. ვიბრაციული დაადების I ხარისხი მიმდინარეობს ორი ძირითადი სინდრომით: ზემო კიდურების პერიფერიული ანგიოდისტონიური და ვეგეტატიურ-სენსორული (სენსორული) პოლინევროპათია.
5. პერიფერიული ანგიოდისტონიური სინდრომი გვხვდება სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად. კლინიკური სურათი მოსვენებულ მდგომარეობაში ხასიათდება ზემო კიდურების პარესთეზიებით და მსუბექად გამოხატული ტკივილებით. ობიექტურად აღინიშნება ჰიპოთერმია, ციანოზი და ჰიპერჰიდროზი, “თეთრი ლაქის” სინდრომი, ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითება. კაპილაროსკოპიით აღინიშნება კაპილარების სპასტიკურ-ატონური მდგომარეობა, იშვიათად მხოლოდ ატონია, ან სპაზმი. პერიფერიული რეოგრაფიული მონაცემებით აღინიშნება პულსური სისხლსავსეობის დაქვეითება, ოკლუზიური პლეტიზმოგრაფიით – ზემო კიდურების ვენების ტონუსის დაქვეითება და თითებში არტერიული სისხლის ნაკადის შემცირება. სიცივის ცდის დროს აღინიშნება თერმო-ასიმეტრია (10C->). შესაძლებელია, ზემო კიდურების კანის ტემპერატურა აღდგენის დროის გახანგრძლივება (20წთ. და >) საწყის სიდიდემდე.
6. ანგიოდისტონიური სინდრომის კლინიკურ ვარიანტს წარმოდგენს „თეთრი თითების”, ან რეინოს სინდრომი. გათეთრების შეტევები მეტად აწუხებთ წელიწადის ცივ პერიოდში. გათეთრება თავიდან იწყება იმ თითების ბოლო ფალანგებით, რომლებიც უშუალოდ იმყოფება ვიბრაციის მოქმედების ქვეშ. პროცესის წინსვლასთან ერთად გათეთრება ვრცელდება ორივე ხელის თითებზე. ზოგიერთი პროფესიის (მხეხავები) – მუშებში, რომლებიც მუშაობენ ზედმეტი გადაცივების პირობებში, თითების ანგიოსპაზმი შეიძლება იყოს ვიბრაციული. დაავადების ერთადერთი ძირითადი კლინიკური სურათი სისხლძარღვების აკროსპაზმის შეტევის გარეშე მცირედ განსხვავდება ამ სინდრომის კლინიკური გამოვლინებისაგან შეტევის დროს.
7. ვიბრაციული დაავადების გამოვლინების ადრეულ ეტაპზე „თითების გათეთრების” შეტევები იშვიათია და შესაძლებელია სიცივის ცდის ჩატარების დროს არ გამოვლინდეს. მისი პროვოცირება ხდება ორგანიზმის საგრძნობი გადაცივებისას. შეტევა, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წუთს და მთავრდება თითების გამოხატული ციანოზით და ჩხვლეტის შეგრძნებით.
8. ვიბრაციული დაავადების პროგრესირებისას (II ხარისხი) აკროანგიოსპაზმი უფრო ხშირი და ხანგრძლივია. ზოგჯერ შეტევა სპონტანურ ხასიათს ატარებს, გრძელდება 1/2 საათი და მეტი. კანის გათეთრებას მოსდევს თითების ან მტევნის გამოხატული ციანოზი, შეიძლება განვითარდეს „ლურჯი თითების” შეტევა.
9. პერიფერიული ანგიოდისტონიური სინდრომი ხშირი აკროანგიოსპაზმით გვხვდება მაღალი სტაჟის მქონე მუშებში, რომლებიც განიცდიან მაღალი და საშუალო სიხშირის ვიბრაციისა და გადაცივების ერთდროულ მოქმედებას. ამ დროს, არცთუ იშვიათად, აღინიშნება პოლინევროპათიის ნიშნები. ზოგიერთ შემთხვევაში, ხშირი აკროანგიოსპაზმი შეიძლება აღენიშნოს მცირე სტაჟის მქონე მუშებს, რომლებიც განიცდიან მაღალი სიხშირის ლოკალური ვიბრაციის ინტენსიურ გავლენას, რაც იწვევს მუშების პროფესიული შრომისუნარიანობის დაქვეითებას, საერთო შრომისუნარიანობის შენარჩუნებით.
10. ვიბრაციული ეტიოლოგიის რეინოს სინდრომი, პირველ რიგში, უნდა იქნეს დიფერენცირებული რეინოს დაავადებისაგან და ზოგადი წარმოშობის რეინოს სინდრომთან, რომელიც ვლინდება შემაერთებელი ქსოვილების სისტემური დაავადებით (რევმატიზმი, რევმატოიდური ართრიტი, წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი) დიფერენცირების მიზნით, მხედველობაში მისაღებია ანამნეზური მონაცემები, შესაბამისი იმუნოლოგიური და რეოლოგიური ტესტების შედეგები.
11. რეინოს დაავადების დროს, ვიბრაციული ეტიოლოგიის რეინოს სინდრომისაგან განსხვავებით, მგრძნობელობის მოშლა არ არის დამახასიათებელი, პროცესი ატარებს გენერალიზებულ ხასიათს და ხშირად გვხვდება ქალებში.
12. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ერთ-ერთი ძირითადი გამოვლინებაა ზემო კიდურების სენსორული (ვეგეტატიურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ტკივილი და პარესთეზიები ზემო კუდურებში მოსვენებულ მდგომარეობაში, პოლინევროპათიული ტიპის ტკივილით მგრძნობელობის დაქვეითება. ტკივილები ლოკალიზდება მტევნებში და წინამხარში, დიფუზური ხასიათისაა და ხშირად ვლინდება ართრალგიის სახით.
13. დაბალი სიხშირის ვიბრაციის მოქმედების დროს ჭარბობს ზერელე მგრძნობელობის მოშლა, განსაკუთრებით ტკივილის (სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი). ტემპერატურული, ტაქტილური და ვიბრაციული მგრძნობელობა ნაკლებად ქვეითდება. ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები გამოხატულია სუსტად. მაღალი და საშუალო სიხშირის ვიბრაციის მოქმედებისათვის დამახასიათებელია ვიბრაციული და ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება, რომელიც შერწყმულია პერიფერიულ-ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვან ცვლილებებთან (ციანოზი, ჰიპერჰიდროზი და მტევნების ჰიპოთერმია).
14. ვიბრაციული დაავადების II ხარისხის ზემო კიდურების ვეგეტატიურ-სენსორული პოლინევრიოპათია უფრო მკვეთრადაა გამოხატული და დიფუზური ხასიათისაა, პროცესი შიძლება გავრცელდეს ქვემო კიდურებზე. პერიფერიულ ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს არა მარტო ხშირი აკროანგიოსპაზმით, არამედ მყარი ვეგეტატიურ-ტროფიკული ცვლილებებით მტევანსა და თითებში. შეინიშნება თითების პასტოზურობა და შეშუპება, დილით წვრილ სახსრებში მაღალი სიხშირის ლოკალური ვიბრაცია, რომელსაც თან ერთვის ხელების გადაცივება და დასველება.
15. ვიბრაციული დაავადების II ხარისხს ასევე მიეკუთვნება ზემო კიდურების ვეგეტატიურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დისტროფიული ცვლილებებით, რომელიც ვლინდება მიოფიბროდისტროფიული (მიოფიბროზი, პერიართროზი) და ოსტეოდისტროფიული (ართროზი) პროცესებით. ეს მოვლენები ვითარდება მაღალი სტაჟის მქონე მუშებში, ზემო კიდურებზე, მხრის სარტყელზე ვიბრაციისა და სტატიკური გადაძაბვის მოქმედების დროს.
16. მიოდისტროფიული ცვლილებისათვის დამახასიათებელია ტკივილი კუნთებში და კიდურების გადაღლა. დასაწყისი პალპაციით აღინიშნება წინამხრის, მტევნების, თითების გამშლელი კუნთებისა და ბეჭზედა არის მტკივნეულობა (მიალგია), მოგვიანებით, ამავე კუნთებში ჩნდება მტკივნეული გამკვრივების კერები (მიოფიბროზი). ზოგიერთი კუნთი განლევას განიცდის, აღინიშნება ჰიპოტროფიის მოვლენები, ქვეითდება კუნთის გამძლეობა და ძალა სტატიკური დატვირთვისადმი. მუშაობის დროს აღინიშნება წვრილი კუნთების ტონური კრუნჩხვები, რაც მუშას აიძულებს შეწყვიტოს მუშაობა.
17. გამოხატული ლოკალური მიოფიბროზების (იდაყვის, სხივ-მაჯის, იშვიათად, მხარის და ფალანგთშორისი სახსრების პერიართროზი) შემთხვევებში აღინიშნება ტკივილი ხელის შესაბამის სახსრებში და მყესებში, ზოგჯერ მოძრაობის შეზღუდვით. შესაძლებელია იდაყვის, სხივ-მაჯის, იშვიათად მხრის სახსრის ართროზის განვითარება, კლინიკურად პროცესი ერთმხრივია, თუმცა რენტგენოლოგიურად ცვლილებები შეიძლება ორივე მხარეს გამოვლინდეს. ავადმყოფს აწუხებს დაზიანებული სახსრის ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვით. ზოგიერთ შემთხვევაში, ვითარდება მაჯის ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (ოსტროქონდროპათია), რომელიც სტატიკური დატვირთვის და მტევანზე ზეწოლის შედეგია.
18. ძვლების დისტროფიული ცვლილებები გვიჩვენებს ზოგჯერ დაავადების ნერვულ-სისხლძარღვოვანი სინდრომის გამოვლენის ხარისხს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სინდრომი არ ვლინდება კავშირის იზოლირებულ პერიართროზებს და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეულ ართროზებს შორის, საეჭვო ხდება.
19. ვიბრაციული დაავადება შეიძლება გამწვავდეს კისრისა და მხრის პლექსოპათიით, რომელიც ამძიმებს მიმდინარე ვეგეტატიურ-სენსორულ პოლინევროპათიას. კისრისა და მხრის პლექსოპათია ვითარდება თანდათან და, როგორც წესი, ატარებს ცალმხრივ ხასიათს. ვიბრაციული დაავადების და კისრის მალების ოსტეოქონდროზის დიფერენცირება ამ დაავადების თანაარსებობისას რთულია, ძნელია თითოეული დაავადების კლინიკური გამოვლენის ხარისხის განსაზღვრა, რომლებიც პრაქტიკაში არცთუ იშვიათად გვხვდება. დინამიკური დაკვირვება დაავადების ხასიაზე (ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითება), ლოკალიზაციაზე (ჰიპალგეზიის დისტალური ტიპი) და შემდგომ განვითარებაზე (ჰიპალგეზიის მომატება პროქსიმალური მიმართულებით) გვხვდება ვიბრაციული დაავადების დიაგნოსტიკაში.
20. ზემოთ ჩამოთვლილ პერიფერიულ ნერვულ-სისხლძარღვოვან ცვლილებებს შეიძლება მყარი ხასიათის ცერებრული სისხლძარღვოვანი ცვლილებებიც დაერთოს (ვიბრაციული დავადების II ხარისხი). ვითარდება ცერებრული ანგიოდისტონიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, არასისტემური ხასიათის თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა, აღგზნებადობა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ძილის დარღვევა, წნევის და პულსის ლაბილობა. რეოენცეფალოგრაფიით პულსური სისხლავსების ინტენსივობის დაქვეითება და ვენური სისხლძარღვების ტონუსის ცვლილებები ვლინდება.
21. ვიბრაციული დაავადების მკვეთრად გამოხატული ფორმა (III ხარისხი) ნაკლებად გვხვდება და უვითარდება იმ პროფესიული ჯგუფის მუშებს, რომლებიც განიცდიან ლოკალური ვიბრაციის და სხვა მავნე პროფესიული ფაქტორების ერთდროულ მოქმედებას (სამთამადნო წარმოების მუშები, შემომჭრელები და სხვა). დაავადების ეს ფორმა ვლინდება ზემო კიდურების სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომით, რომელიც მიმდინარეობს მტევნის, წინამხრის კუნთების ნაკლებად გამოხატული ჰიპოტროფიით, კუნთთა, პრიოსტალური რეფლექსების დაქვეითებით და გამოვარდნით. პოლინევროპათია შეიძლება შერწყმული იყოს დიფუზურ დისცირკულაციურ სისხლძარღვოვან დარღვევებთან, რომელიც ატარებს ცერებრულ და პერიფერიულ ხასიათს. უკანასკნელ შემთხვევაში ზემო და ქვემო კიდურების ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი და ნერვულ-კუნთოვანი ცვლილებების ფონზე შეიძლება აღინიშნოს მიკროკეროვანი, ცერებრული სიმპტომატიკა ასთენიით. შესაძლებელია გამოვლინდეს ვერტებრობაზილური სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები, ღეროვანი, ჰიპოთალამური, ან ვეგეტატიურ-ვესტიბულარული ხასიათის სიმპტომები. ეს მიუთითებს დისცირკულაციური ენცეფალოპათიის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ენცეფალოპოლინევროპათიის სინდრომის სახით ვითარდება პერიფერიული პოლინევროპათიის ფონზე.
22. ცალკეულ შემთხვევებში პროცესი პროგრესირებს რეინოს სინდრომის ტიპით. მიმდინარე გენერალიზებული ანგიოსპასტიკური მოვლენების ხარჯზე აკროანგიოსპაზმის შეტევები ვითარდება როგორც მტევნებზე, ასევე ტერფებზეც. განსხვავებით რეინოს დაავადებისაგან, ვიბრაციული გენეზის გენერალიზებული აკროსპაზმი ვითარდება ზემო კიდურებში უკვე კარგად გამოხატული პოლინევროპათიის ფონზე. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს მაღალი სიხშირის ინტენსიური ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად.
თავი III. პარაკლინიკური გამოკვლევებ
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 4. კლინიკა
თავი II — ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული დაავადების
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 19. 1. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი გვხვდება სხვადასხვა სიხშირის ლოკალური ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედებისას. მისი კლინიკური სურათი ხასიათდება ზემო კიდურების პარესთეზიებით და მსუბუქად გამოხატული ტკი
- მუხლი 14. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური თავისებურებები და სინდრომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მოქმედი ვიბრაციის ხასიათზე, მუშაობის სტაჟზე, სამუშაო ცვლის განმავლობა
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ზოგადი დახასიათება, კლასიფიკაცია, ძირითადი კლინიკური სინდრომები. ვიბრაციული დაავადების დიაგნოზის და სი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. თამბაქოს მტვრის ორგანიზმზე მოქმედების თავისებურებანი
- მუხლი 4. პირველადი დახმარება ნიკოტინით მწვავე მოწამვლისას
- მუხლი 6. პრევენციული ღონისძიებები
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები; პრევენციული ღონისძიე
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 3. ეტიოლოგია და პათოგენეზი
- მუხლი 5. სიცივის სინჯი. გამოსაკვლევი პირის ხელის მტევნები 10წთ-ის განმავლობაში მოთავსებულია წყალში (t 10-150C). სინჯი ითვლება დადებითად ხელის თითების გათეთერების, ან გალურჯების შემთხვევაში. იმ პირებში, რომლები
- მუხლი 6. კანის თერმომეტრია. კანის ტემპერატურას იკვლევენ ელექტროთერმომეტრით. რეკომენდებულია გამოკვლევა სიცივის სინჯთან ერთად ჩატარდეს, რაც გვეხმარება სისხლძარღვების დაზიანების სიღრმის და კომპენსაციის პროცესის ხ
- მუხლი 7. პროვოკაციული სინჯი. (შეტევის პროვოცირება) წამლების საშუალებით გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სიცივის სინჯის შედეგი ნეგატიური, ან საეჭვო, აგრეთვე ისეთი ჩივილების არსებობისას, რომლებიც მიუთითებენ რ
- მუხლი 8. კაპილაროსკოპია გვეხმარება შევაფასოთ წვრილ სისხლძარღვებში მიმდინარე ცვლილებები, მაგრამ დამოუკიდებლად საფრჩხილე ფალანგის კაპილარების ცვლილებებს არა აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და მისი გათვალისწინება
- მუხლი 9. ალგეზიმეტრია. ტკივილის შეგრძნების განსაზღვრისათვის, ჩვეულებრივი ნემსის გარდა, გამოიყენება ალგეზიმეტრი. პრაქტიკაში გავრცელებულ ალგეზიმეტრიის მეთოდს საფუძვლად უდევს ნემსის ჩხვლეტის სიღრმის განსაზღვრა (მ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-4-2/