1. მძიმე შემთხვევაში – ჟანგბადისა და კარბოგენის ინჰალაცია (მორიგეობით), ხანგრძლივი ხელოვნური სუნთქვა. კანქვეშ 1,0 მლ 01,%-იანი ატროპინი, გულის გაჩერების შემთხვევაში ადრენალინის (0,5 – 1% ხსნარი) შეყვანა. თუ მოწამვლა მოხდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გზით, აუცილებელია ღებინების გამოწვევა (ამ მიზნით კანქვეშ შეჰყავთ 2 მლ 1%-იანი აპომორფინის ხსნარი), კუჭის ამორეცხვა 0,1-0,2%-იანი ახლად მომზადებული კალიუმის  პერმანგანატის ხსნარით, შემდეგ ყოველ 10-15 წუთში ერთხელ სუფრის კოვზით იოდის ნაყენის მიღება (ორი ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალში) და შერეული შხამსაწინააღმდეგოს (TXM) მიღება, რომელიც შედგება: 2გ ტანინისა, 50გ გააქტივებული ნახშირისა და 25გ დამწვარი მაგნეზიისაგან, კარგად გახსნილი 0,5 1 ჭიქა წყალში, გამხსნელი მარილები, ძლიერი კუჭისაშლილობის შემთხვევაში – მორფინი კანქვეშ, მუცელზე სათბურის დადება, აგზნებისას – დამამშვიდებლები (ვალერიანის წვეთები, ბრომიდები) და გულის საშუალებები (კარდამინი, ქაფური და სხვ.), კანკალის შემთხვევაში – კუნთში ჰექსანოლი (10მლ 10%-იანი ხსნარი), ან ბარბამილი (5-10მლ 5%-იანი ხსნარი)