2. თამბაქოს ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების შესწავლის საკითხს დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ, ძირითადად, იგი ეხება თამბაქოს წევის და ნიკოტინის მოქმედების მავნეობას. თამბაქოს მტვერში კი, ნიკოტინის გარდა, შედის მთელი რიგი ტოქსიკური ნივთიერებები (ნოკოტეინი, ნიკოტოპლინი, პიროლიდინი, ამონიაკი, ფენოლი, ეთერზეთები და სხვა), რომლებიც ტოქსიკურობით არ ჩამოუვარდება ნიკოტინს და ერთობლივი მოქმედებით აძლიერებენ ტოქსიკურ ეფექტს. როგორც ცნობილია, თამბაქოს წარმოება მიეკუთვნება განსაკუთრებით მავნე დარგს, რამეთუ ტექნოლოგიური პროცესის დროს გამოყოფილი თამბაქოს მტვრისა და მისი შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების კომპლექსური მოქმედება, სხვა საწარმოო ფაქტორებთან ერთად, მავნე გავლენას ახდენს მომუშავეთა ორგანიზმზე.
3. თამბაქო მიეკუთვნება მცენარეული წარმოების მავნე ნივთიერებათა რიცხვს, რომელიც თავისი ხასიათით წარმოადგენს დაბალი ხვედრითი წონისა და მაღალი დისპერსობის მქონე ორგანულ მტვერს, რის გამოც ის მუდამ იმყოფება სამუშაო ზონის ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში. თამბაქოს მტვრის ორგანიზმზე ტოქსიკური მოქმედება, ძირითადად, განპირობებულია მასში ნიკოტინის შემცველობით (0,7-დან 3%-მდე), ხოლო თამბაქოს მტვრისა და მის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციების მაღალი დონე განსაზღვრავს თამბაქოს წარმოების ძირითად მავნეობას.
4. ნიკოტინი (ჩ10 14 2), რთული ნაერთი – პიროდილ-მეთილპიროლიდინი, უფერო, ზეთოვანი სითხეა, არასასიამოვნო სუნით, რომელიც მალე ორთქლდება, კარგად იხსნება წყალში, სპირტში, ეთერში, ნავთში და აზოტმჟავას ზემოქმედების დროს გადადის ნიკოტინის მჟავაში.
5. ნიკოტინი ორგანიზმში ხვდება სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და კანიდან. ის ადვილად იხსნება ბიოსუბსტრატში. ნიკოტინის ორგანიზმიდან გამოყოფა უცვლელი სახით ხდება ამოსუნთქული ჰაერის საშუალებით, ნაწილობრივ, თირკმელებიდან და სარძევე ჯირკვლებიდან
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 2. 1. მეთამბაქეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს წარმოების განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კონტინგენტი, რომელიც შეხებაშია თამბაქოს ნაწარმთან
თავი II — თამბაქოს მტვრის ორგანიზმზე მოქმედების პოლიმორფიზმი, ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 3%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. წინამდებარე მეთოდური მითითებები მოიცავს თამბაქოს მტვრის ორგანიზმზე მოქმედების ხასიათს, ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციული ღონისძიებების მონაცემებს
- მუხლი 3. თამბაქოს მტვრის ორგანიზმზე მოქმედების თავისებურებანი
- მუხლი 4. პირველადი დახმარება ნიკოტინით მწვავე მოწამვლისას
- მუხლი 6. პრევენციული ღონისძიებები
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები; პრევენციული ღონისძიე
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 3. ეტიოლოგია და პათოგენეზი
- მუხლი 4. კლინიკა
- მუხლი 5. სიცივის სინჯი. გამოსაკვლევი პირის ხელის მტევნები 10წთ-ის განმავლობაში მოთავსებულია წყალში (t 10-150C). სინჯი ითვლება დადებითად ხელის თითების გათეთერების, ან გალურჯების შემთხვევაში. იმ პირებში, რომლები
- მუხლი 6. კანის თერმომეტრია. კანის ტემპერატურას იკვლევენ ელექტროთერმომეტრით. რეკომენდებულია გამოკვლევა სიცივის სინჯთან ერთად ჩატარდეს, რაც გვეხმარება სისხლძარღვების დაზიანების სიღრმის და კომპენსაციის პროცესის ხ
- მუხლი 7. პროვოკაციული სინჯი. (შეტევის პროვოცირება) წამლების საშუალებით გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სიცივის სინჯის შედეგი ნეგატიური, ან საეჭვო, აგრეთვე ისეთი ჩივილების არსებობისას, რომლებიც მიუთითებენ რ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-2/