1. თამბაქოს მტვერს ახასიათებს პოლიმორფული და ორფაზიანი მოქმედება. ის, უპირატესად, აზიანებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამასთანავე, პირველად ვითარდება აღგზნება, ხოლო შემდგომში – პარალიზება. ადამიანისთვის ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა 60მგ/კგ., თეთრი ვირთაგვებისათვის – 125მგ/კგ, ცხოველები საერთო დეპრესიის ფონზე იღუპებიან 1-2 სთ-ის შემდეგ.
2.  ნიკოტინი იწვევს მწვავე და ქრონიკულ მოწამვლას.
ა) ნიკოტინით მწვავე მოწამვლის სურათი შემდეგია: მსუბუქ შემთხვევებში აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულის რევა, ღებინება, ფაღარათი, პულსის შენელება, არითმია, ტკივილი გული არეში, სუნთქვის გაძნელება, ცივი ოფლი, ჭარბი ნერწყვდენა, გუგების შევიწროება, სხეულის ტემპერატურის დაწევა, კანის ქავილი.
აა) შედარებით მძიმე შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული მოვლენების გარდა, აღინიშნება უგონო მდგომარეობა, ბოდვა, ქოშინი, კრუნჩხვები, გულისა და სუნთქვის დამბლისაგან ვითარდება სიკვდილი.
აბ)     გადატანილი მოწამვლის შედეგად რჩება ძილიანობა, სიცივის შეგრძნება, ცალკეული კუნთების კონტრაქტურები, გაშეშება, სუნთქვის დარღვევა, ზოგჯერ მხედველობის დასუსტება.
ბ)  თამბაქოს მტვრითა და ნიკოტინით ადამიანის ქრონიკული მოწმავლის დროს თამბაქოს წარმეობაში მომუშავეებს აღენიშნებათ შემდეგი ჩივილები: თავის ტკივილი, ადვილად აღგზნებადონბა, ემოციური ლაბილობა, უმიზეზოდ ტირილი, უძილობა, ზედაპირული ძილი, საერთო სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, გულის არეში ტკივილი (მჩხვლეტავი და მოჭერითი ხასიათის), ლოკალიზებული, უმეტეს შემთხვევაში, მკერდის ძვლის უკან, იშვიათად, გულის მწვერვალზე ირადიაციით. მარცხენა ბეჭში და წინა მხარეში ტკივილები ვითარდება, ძირითადად, მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ხასიათდება სხვადასხვა ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. ხშირად ვითარდება მარცხენა ხელის თითების დაბუჟება და სიმძიმის შეგრძნება გულის არეში. ტკივილის გავლის შემდეგ დიდი ხნით რჩება დაღლილობა და სისუსტე.
ბა)     აღინიშნება აგრეთვე ცხვირ-ხახაში სიმშრალის შეგრძნება, ღრძილებიდან სისხლდენა, მხედველობის დაქვეითება, ეგზემატოზური გამონაყარი კანზე, მენსტრუალური ციკლის ნაადრევი დაწყება და მისი დარღვევა. ხშირია აგრეთვე უნებლიე აბორტები, მკვდრადშობადობის შემთხვევები, ბავშვთა სიკვდილიანობა ადრეულ ასაკში სპაზმოფილიის გამო, მამაკაცებში სქესობრივი აქტის დაქვეითება.
3.  გამოკვლევებით დადგინდა, რომ თამბაქოს მტვერი წარმოადგენს სუსტ ალერგენს, რისი მოქმედების შედეგადაც შეიძლება განვითარდეს პროფესიული ბრონქიალური ასთმა და ასთმური ბრონქიტი.
ა)  დამახასიათებელია მშრალი ხველა, ძირითადად, დილაობით და ნახველით, არაიშვიათად სუნთქვის გაძნელება, დროებითი ძლიერი ხველა, სულის ხუთვის შეტევებით დაავადების ეტაპობრივი და თანდათანობითი დაწყება, შრომის პირობებთან გამოკვეთილი კორელაცია, გადატანილი მწვავე რესპირატორული დაავადებების გამორიცხვა, სულის ხუთვის შეტევების განვითარება.
ბ)  ობიექტურად: ცხვირ-ხახის ლორწოვანის ატროფია, ღრძილების ანთებითი ცვლილებები. ფილტვებში – სხვადასხვა სიმაღლის და კალიბრის მშრალი ხიხინი. ფილტვის ქვედა წილებში კოლოფისებური ხმიანობა. რენტგენოლოგიურად ბრონქების და სისხლ-ძარღვთა სურათის გაძლიერება, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დარღვევა, ძირითადად, შერეული ობსტრუქციულ-რესტრუქციული ტიპით.
გ)  გულის მხრივ – ყრუ ტონები, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, ელექტროკარდიოგრაფიულად – გულის ელექტრული ღერძის გადახრა მარცხნივ. დაბალი ვოლტაჟი, ატრიოვენტრიკულარული გამტარებლობის შეფერხება, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.
დ)     დოზირებული ფიზიკური დატვირთვის შემდგომ ზემოთ აღწერილი ცვლილებები ღრმავდება, რაც მიუთითებს გული-კუნთის ფუნქციურ უკმარისობაზე;
ე) მხედველობის ორგანოს მხრივ აღინიშნება მხედველობის არის შემცირება, სასქესო სისტემის მხრივ აღწერილია გარეგანი სასქესო ორგანოების ანთება, საშოს კედლების დაწევა, საშვილოსნოს ყელის ეროზია, საკვერცხეების ანთება, ფარისებრი ჯირკვლის ტოტალური, ან რომელიმე წილის ჰიპერპალზია, არაიშვიათად თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის მომატებაც, სისხლში – ტრანსამინაზების შემცველობის ზომიერი მომატება, საერთო ცილის მომატება, გლობულინის ყველა ფრაქციის მომატების ფონზე ალბუმინის ფრაქციის დაქვეითება;
ვ)  თამბაქოს მტვერთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს, შარდში მომატებული რადიოაქტიური იოდის შემცველობა. დამახასაითებელია რადიოაქტიური იოდის სწრაფი დაგროვება ჯირკვალში, რაც დგინდება სკანირების მეთოდით