1. თამბაქოს წარმოებაში შრომის პირობების გაჯანსაღების ფართო ღონისძიებების გატარება;
2. ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება (ნედლეულის ჩალაგებისას, დატვირთვის, პრესირების, დასატენ მანქანებში ჩატვირთვის მექანიზაცია, მტვერწარმომქმნელი მოწყობილობების ჰერმეტიზაცია, ავტომატიზაცია, შენობის ვენტილაცია);
3. წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმების სავალდებული ჩატარება. პერიოდული – წელიწადში ერთხელ თერაპევტის, ნევროპათოლოგის, გინეკოლოგის, დერმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის მონაწილეობით. მომუშავე ქალთა გასინჯვა წელიწადში 2-ჯერ, აუცილებელი კოლპოსკოპიური და ციტოლოგიური მეთოდების გამოყენებით.
4. გამოვლენილ ავადმყოფთა დისპანსერულ მეთვალყურეობაზე აყვანა.
5. პირადი ჰიგიენის მკაცრი დაცვა (სამუშაოს შემდეგ სავალდებული დაბანა, სპეცტანსაცმლის ხშირი გამოცვლა).
6. მომუშავეთა პროფილაქტიკური ვიტამინოთერაპია. თამბაქოსა და თუთუნის წარმოებაში მტვერთან კონტაქტში მყოფთათვის ყოველდღიურად 2მგ ვიტამინი და 150 მგ ასკორბინმჟავას მიღება.
7. წარმოებაში არ დაიშვებიან 18 წლამდე მოზარდები, ორსული და მეძუძური ქალები.
8. სამუშაოზე მიღების უკუჩვენებას წარმოადგენს გულ-სიხლძარღვთა, ენდოკრინული, სასქესო, ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები.
9. თამბაქოს მტვრის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო ზონის ჰაერში არის 3,0 მგ/მ3, ნიკოტინსულფანატის – 0,1მგ/მ3.
2.2.9. მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარება საწარმოო გარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებით
ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული დაავადების
დიაგნოსტიკა და პრევენცია
მეთოდური მითითებები
მ.მ. 2.2.9. 002-02
თავი I. გამოყენების სფერ