მუხლი 7 პროვოკაციული სინჯი. (შეტევის პროვოცირება) წამლების საშუალებით გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სიცივის სინჯის შედეგი ნეგატიური, ან საეჭვო, აგრეთვე ისეთი ჩივილების არსებობისას, რომლებიც მიუთითებენ რეინოს სინდრომზე. წამლისმიერი სინჯი სიცივის სინჯთან შედარებით დიაგნოსტიკურ ინფორმაციულობას ზრდის 20%-ით. რეინოს სინდრიომის გამოსაწვევად გამოიყენება ადრენალინის სინჯი (0,1% ადრენალინი კანქვეშა ინექციის სახით 0,1მლ.). ის კეთდება იმ თითის ბოლო ფალანგის გვერდით ზედაპირზე, რომელშიც, ავადმყოფის გადმოცემით, აღინიშნება გათეთრების შეტევები, ნორმაში ინექციის ადგილზე ხდება თეთრი ლაქა🔗