ალგეზიმეტრია. ტკივილის შეგრძნების განსაზღვრისათვის, ჩვეულებრივი ნემსის გარდა, გამოიყენება ალგეზიმეტრი. პრაქტიკაში გავრცელებულ ალგეზიმეტრიის მეთოდს საფუძვლად უდევს ნემსის ჩხვლეტის სიღრმის განსაზღვრა (მმ-ში), რომელზეც აღინიშნება ტკივილის შეგრძნება. ალგეზიმეტრს ათავსებენ ვერტიკალურად და გრადუირებული სკალის ბრუნვით პოულობენ ტკივილის ზღვარს – ტკივილის შეგრძნების მინიმალურ სიდიდეს. ნორმის ფარგლებში ტკივილის მგრძნობელობის ზღვარი ხელის მტევნის ზურგის ზედაპირზე არ აღემატება ნემსის ჩხვლეტას 0,5მმ-ზე. ვიბრაციული დაავადების მქონე პირებს აღენიშნებათ ამ ზღვრის გაზრდა.
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 9
თავი III — პარაკლინიკური გამოკვლევები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002. გამოქვეყნება: სსმ, 97, 30/09/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-9/