მუხლი 10 ვიბრაციული მგრძნობელობა. ვიბრაციული მგრძნობელობის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ხელსაწყო HB4-02 ან BT-2. მისი გამოყენება შეიძლება ვიბრაციული დაავადების დიაგნოსტიკის და პროფესიული შერჩევის დროს. ზღურბლის ცვლილებები საშუალებას იძლევა, ვიმსჯელოთ პროცესის გამოხატულობის ხარისხზე. ვიბრაციული მგრძნობელობის ზღურბლის დადგენა ხდება მარჯვენა და მარცხენა ხელის III თითის ბილო ფალანგის შიგნითა ზედაპირზე. ვიბრაციული დაავადების დროს აღინიშნება ზღურბლის გაზრდა ყველა სიხშირეზე, ვიბროდატვირთვის შემდეგ აღდგენის შენელებით. პალესთეზიომეტრიის არარსებობისას დასაშვებია ვიბრაციული მგრძნობელობის განსაზღვრა C- 128- კამერტონით🔗