მუხლი 8 კაპილაროსკოპია გვეხმარება შევაფასოთ წვრილ სისხლძარღვებში მიმდინარე ცვლილებები, მაგრამ დამოუკიდებლად საფრჩხილე ფალანგის კაპილარების ცვლილებებს არა აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და მისი გათვალისწინება ხდება ვიბრაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების არსებობისას. რეკომენდებულია გამოკვლეული იქნეს ორივე ხელის IV თითის საფრჩხილე ფალანგის კაპილარები. გამოკვლევისას ყურადღება ექცევა ფონს და შეფერილობას (ნორმის შემთხვევაში, ფონი არის ღია ვარდისფერი, მკაფიო, კაპილარების მარყუჟის რაოდენობა – არა უმცირეს 8 კაპილარისა 1მმ-ში), ყოველი მარყუჟი მოხრილია და აქვს თმის სარჭის ფორმა. არტერიული ნაწილი ვენოზურთან შედარებით მოკლეა, სისხლის დინება ჰომოგენურია, კაპილარების მდგომარეობა, ძირითადად, ნორმალურია. ვიბრაციული დაავადების შემთხვევაში კი კაპილარები სპასტიკური, სპასტიკურ-ატონიური, ან ატონიურია🔗