1. ვიბრაცია, როგორც ჰიგიენური პრობლება, აღმოცენდა XIX საუკუნის დასასრულს (erisman F.F. 1877 წ. და სხვ.). თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ინტენსიფიკაციის პირობებში ვიბრაციული ფაქტორის მნიშვნელობა არა თუ კლებულობს, არამედ იზრდება. ამიტომაც ვიბრაციასთან ბრძოლის პრობლემა დღემდე აქტუალური რჩება. იზრდება მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, რაც გამოწვეულია ვიბრაციული ფაქტორის მოქმედების პირობებში, მომუშავეთა რიცხვის ზრდით და მისი უარყოფითი ბიოლოგიური მოქმედების მკვეთრად გამოხატული ეფექტით, რაც იწვევს შრომის უნარის, საწარმოო ტრავმატიზმის და პროფესიული დაავადების განვითარებას.
2. ადამიანს ვიბრაცია გადაეცემა დეტალის დამუშავებისას, ხელის მექანიზებული ინსტრუმენტებიდან ფუნდამენტიდან და მოწყობილობებიდან, რომლებიც ახდენენ ვიბრაციის გენერალიზებას. ორგანიზმზე ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედება იწვევს ვიბრაციულ დაავადებას – პროფესიული დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მძიმედ მიმდინარე ფორმას, რომელც მსოფლიოში “მკვდარი ხელის”, “თეთრი თითების”, ან რეინოს სინდრომის სახელწოდებით არის ცნობილი