2. ექიმები და, განსაკუთრებით, ექსპერტები გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდებიან “ვიბრაციული დაავადების ნარჩენი მოვლენების” განსაზღვრისას. ამ დროს აუცილებელია იმის მინიშნება, თუ რაში მდგომარეობს “ნარჩენი მოვლენები”, როგორია შესაბამისი სინდრომების გამოხატულების ხარისხი.
3. ცნობილია, რომ ვიბრაციული დაავადების II და III ხარისხის მქონე ავადმყოფებში სრული გამოჯანმრთელება არ აღინიშნება. თუმცა ვიბრაციასთან შემდგომი კონტაქტის შეწყვეტისას შეიმჩნევა დაავადების ნიშნების გარკვეული რეგრესი. ავადმყოფებში კი დაავადების საწყისი გამოვლინებით (I ხარისხი), ანალოგიურ პირობებში, შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება. უნდა აღინიშნოს, რომ “ნარჩენი მოვლენების” პერიოდში დაავადების ზოგიერთი სინდრომი იშლება ან ქრება, ხოლო ზოგი მყარი ხასიათისაა: იშვიათდება ცერებრული და პერიფერიული ანგიოსპაზმის შეტევები; ტკივილითი და ფესობრივი სინდრომი; ნევროზისმაგვარი, მიოდისტროფიული და პერიფერიული მოშლილობანი. რეინოს სინდრომისაგან განსხვავებით პოლინევროპათიის ნიშნები უფრო მყარი ხასიათისაა. ვიბრაციასთან კონტაქტის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგაც აღინიშნება კანის მგრძნობელობის, განსაკუთრებით ტკივილითი მგრძნობელობის მოშლა ხელის დისტალურ ნაწილებში.
4. “ვიბრაციული დაავადების ნარჩენი მოვლენების” დიაგნოსტირება ხდება პროცესის მყარი დადებითი დინამიკისას იმ ავადმყოფებში, რომლებმაც ვიბრაციასთან კონტაქტი შეწყვიტეს. ამ დროს აღინიშნება დაავადების III ხარისხის გადასვლა II და II ხარისხის I ხარისხში. თუმცა არ იქნება მართებული ვიგულისხმოთ, რომ „ნარჩენი მოვლენები” შეესაბამება პროცესის გამოხატულების ხარისხის შემცირებას.
5. მაგალითად, ზემო კიდურების სენსორული პოლინევროპათიის სინდრომისას, ვიბრაციასთან კონტაქტის შეწყვეტიდან გარკვეული დროის შემდეგ აღინიშნება მთელი რიგი სიმპტომების დადებითი დინამიკა, მაგრამ ზემო კიდურების პარესთეზიული მოვლენები, რომლებიც განაპირობებენ პროცესის გამოხატულების ხარისხს, არ ქრება. აქედან გამომდინარე, ეს დარღვევები შეიძლება ჩაითვალოს როგორც: „ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების (III ხარისხი) ნარჩენი ან მყარი ნარჩენი მოვლენები (სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი ზემო კიდურების ფუნქციის მოშლით)”. ან: „ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების III ხარისხი (პოლინევროპათიის ნარჩენი მოვლენები, ზემო კიდურების ფუნქციის მოშლით)”.
6. ცნობილია, რომ ავადმყოფს შეიძლება ერთდროულად აღმოაჩნდეს რამდენიმე სინდრომი, რომელთა თანაარსებობა, ერთ შემთხვევაში, იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, მეორე შემთხვევაში კი – არა.
7. წინამდებარე კლასიფიკაციიდან გამომდინარე, ქვემოთ წარმოდგენილია ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების დიაგნოზის და სინდრომების ფორმულირების მაგალითები, რომლებიც ხშირად გვხვდება პრაქტიკაში და ხელს შეუწყობს შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხების სწორ გადაწყვეტას:
ა) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – I ხარისხი (ზემო კიდურების პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი);
ბ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – I ხარისხი (ზემო კიდურების პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი თითების იშვიათი ანგიოსპაზმით);
გ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – I ხარისხი (ზემო კიდურების სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი);
დ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – I ხარისხი (ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი თითების იშვიათი ანგიოსპაზმით);
ე) კომბინირებული ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება - I ხარისხი (ზემო და ქვემო კიდურების პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი);
ვ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ზემო კიდურების პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი ხშირი ანგიოსპაზმით);
ზ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, ზემო კიდურებში მყარი ვეგეტატურ-ტროფიკული დარღვევებით);
თ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, ზემო კიდურებში მყარი ვეგეტატურ-ტროფიკული დარღვევებით და თითების იშვიათი ანგიოსპაზმით);
ი) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, თითების ხშირი ანგიოსპაზმით);
კ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი, მტევნის გამშლელი კუნთების მიოფიბროზით);
ლ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი; მხრის, იდაყვის სხივ-მაჯის, ფალანგთაშორისი სახსრების პერიართროზი (ართროზი) (მარჯვნივ, მარცხნივ, ორმხრივი);
მ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათია, ცერებრული ანგიოდისტონური სინდრომით);
ნ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – II ხარისხი (ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათია, მხარ-კისრის პლექსოპათია (მარჯვნივ, მარცხნივ));
ო) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – III ხარისხი (ზემო კიდურების სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომი, ან ზემო კიდურების პოლინევროპათიის სინდრომი მარჯვენა (მარცხენა) ზემო კიდურის ფუნქციის მოშლით);
პ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – III ხარისხი (ენცეფალოპოლინევროპათიის სინდრომი);
ჟ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – III ხარისხი (პოლინევროპათიის სინდრომი გენერალიზებული ანგიოსპაზმით);
რ) ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება – III ხარისხი (ენცეფალოპოლინევროპათიის სინდრომი გენერალიზებული ანგიოსპაზმით);
დანართი 1

ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლასიფიკაცია
№
სინდრომი
გამოხატულების ხარისხი
შრომისუნარიანობის შეფასება

I
II
III

1
2
3
4
5
6
1

2

3.

4

5
ზემო კიდურების პერიფერიული ანგიოდისტონიური სინდრომი:
ა) თითების ანგიოსპაზმის შეტევების გარეშე;
ბ) თითების იშვიათი ანგიოსპაზმი;
გ) თითების ხშირი ანგიოსპაზმი
ზემო კიდურების სენსორული (ვეგეტატური სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი:
ა) მტევნების ვეგეტურ-ტროფიკული ცვლილებების გარეშე;
ბ)თითების ხშირი ანგიოსპაზმით;
გ) მტევნების მყარი ვეგეტატური – ტროფიკული ცვლილებებით;
დ) ხელების და მხარის სარტყლის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დისტროფირებული ცვლილებებით (მიოფიბროზი, პერიართროზი, ართროზი);
დ) მხარ-კისრის პლექსოპათიით;
ე) ცერბერულ-ანგიოდისტონური სინდრომით.

ზემო კიდურების სენსო-მოტორული პოლინევროპათიის სინდრომი
ენცეფალოპოლინევროპათიის სინდრომი;
პოლინევროპათიის სინდრომი გეერალიზებული აკროანგიოსპაზმით

+

+
–

+

–

–

–

–

–

-

-

-
+

-

+

+

+

+

-

-

-

-
-

-

-

-

-

-

-

-

შრომისუნარიანია, დინამიური დაკვირვება და მკურნალობა
-------------------
პროფესიული შრომისუნარიანობა დაქვეითებულია

შრომისუნარიანია, დინამიური დაკვირვება და მკურნალობა პროფესიული შრომისუნარიანობა დაქვეითებული
--------------------
1. შრომისუნარიანია ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში
2. როფესიული შრომისუნარიანობა დაქვეითებულია

-----------------
---------------
პროფესიული, ზოგჯერ საერთო, შრომისუნარიანობა დაქვეითებულია
---------------
--------------

2.2.9. მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარება საწარმოო გარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებით
პნევმოკონიოზების კლასიფიკაცია
მეთოდური მითითებები
მმ 2.2.9. 005 - 02
თავი I. გამოყენების სფერ