2. თავის განვითარების პროცესში ორივე ფორმა გაივლის 2 პერიოდს: პირველი პერიოდი – ანთებად-დისტროფიული ცვლილებები; მეორე პერიოდი - პროდუქციულ-სკლეროზული ცვლილებები.
ა) პირველი პერიოდი, როგორც წესი, რენტგენოლოგიურად არ გამოისახება. იგი ხასიათდება სხვადასხვა მორფოლოფიური ფორმის ანთების პათოჰისტოლოგიური სიმპტომატიკით. აგრეთვე, ფილტვების სურფაკტანტური სისტემის დისტროფიული ცვლილებებით. სხვადასხვა სახის მტვრის შესუნთქვისას ქსოვილოვანი ცვლილებები მორფოგენეზის ოთხ სტადიას გადიან:
I სტადია: ალვეოლური ლიპოპროტეინოზი.
II სტადია: სეროზულ-დესქვამაციური ალვეოლიტი კატარალური ენდობტრონქიტით.
III სტადია: კონიოგენური ლიმფანგოიტი გრანულომატოზური ხასიათის ანთებადი რეაქციის შესაძლო ფორმირებით.
IV სტადია: კონიოგენური პნევმოსკლეროზი.
დ) გრანულომების ტიპის წარმოქმნა დამოკიდებულია მოქმედი მტვრის ხასიათზე. კვარცის 10%-ზე მეტი შემცველობის, მაღალი ფიბროგენობის მტვრის ზემოქმედება იწვევს, უპირატესად, მაკროფაგული (მტვერ-უჯრედოვანი) გრანულომების გაჩენას. მასენსიბილიზებელი ნივთიერებების შემცველი მტვრის მოქმედებისას ვითარდება ეპითელურ უჯრედოვანი გრანულომები, რომლებიც განვითარდებიან არა მარტო ფილტვის პარენქიმაში, არამედ, არცთუ იშვიათად, ბრონქების ლორწოვან გარსშიც. პნევმოკონიოზის მეორე პერიოდი, პნევმოფიბროზის განვითარების გამო, უკვე რენტგენოლოგიურად გამოვლინდება და მოიცავს რენტგენოლოგიური სიმპტომების მრავალფეროვნებას.
თავი VI. პნევმოკონიოზების კლინიკო-ფუნქციური დახასაითებ
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 6. 1. პათომორფოლოგიური მონაცემების მიხედვით ყველა სახის პნევმოკონიოზი იყოფა ორ მორფოლოგიურ ფორმად: 1. პნევმოკონიოზის ინტერსტიციალური ფორმა. 2 პნევმოკონიოზის ინტერსტიციულ-გრანულომატოზური ფორმა
თავი V — პნევმოკონიოზების პათომორფოლოგიური დახასიათება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 10%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. 1. ვიბრაციული დაავადების III ხარისხისათვის დამახასიათებელი ნეირო-სისხლძარღვოვანი სინდრომი პრაქტიკაში შეიძლება შერწყმული იყოს თითქმის ყველა სხვა სინდრომთან. იგი მოცემულია კლასიფიკაციაში, ახასიათებს დაა
- მუხლი 1. 1. წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში წარმოდგენილია პნევმოკონიოზების პათოგენეზის, კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხები
- მუხლი 2. 1. ამჟამად საქართველოში პნევმოკონიოზების დიაგნოსტიკაში გამოიყენება 1976 წლის კლასიფიკაცია, რომელშიც მხოლოდ ნაწილობრივ არის შეტანილი პნევმოკონიოზების საერთაშორისო კლასიფიკაციით გათვალისწინებული რენტგენ
- მუხლი 3. 1. პნევმოკონიოზების ახალი კლასიფიკაცია დაფუძნებულია, უპირატესად, საწარმოო მტვრის მოქმედებაზე და ორგანიზმის საპასუხო რეაქციაზე. იგი შეიცავს არა ექვს ჯგუფს, როგორც იყო ძველ კლასიფიკაციაში, არამედ – სამ
- მუხლი 4. 1. დაკვირვებებმა დაგვანახა, რომ მოქმედი მტვრის ერთგვაროვნების მიუხედავად, ვითარდება მეტ-ნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებული პნევმოკონიოზი, როგორც კლინიკურ-რენტგენოლოგიური სურათის, ასევე პათომორფოლოგ
- მუხლი 5. 1. პნევმოკონიოზები რენტგენოლოგიურად ხასიათდებიან ფილტვის ქსოვილის დიფუზური ფიბროზის, პლევრისა და ფილტვის კარში მიმდინარე ფიბროზული ცვლილებების მიხედვით. პნევმოკონიოზების თანამედროვე რენტგენოლოგიური და
- მუხლი 7. 1. პნევმოკონიოზების კლინიკო-ფუნქციური დახასიათება ითვალსწინებს დაავადების კლინიკურ და ფუნქციურ სიმპტომებს: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ფილტვების ემფიზემა, სუნთქვის ფუნქციის უკმარისობის (I, II, III ხარისხი)
- მუხლი 8. 1. კვანძოვანი სილიკოზი (გრანულომატოზური ფორმა) (2p) სუნთქვის უკმარისობის 0 ხარისხი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-6-2/