1. მანგანუმი მიეკუთვნება ბუნებაში ფართოდ გავრცელებულ ელემენტს. იგი შეადგენს დედამიწის ქერქის 0,1%-ს. მანგანუმის შემცველი ნაერთებიდან უფრო ხშირად გვხვდება მინერალური პიროლუზიტი (MnO2), ბრაუნიტი (Mn2O3), ჰაუსმანიტი (Mn3O4).
2. მანგანუმი შედის 100-ზე მეტი მინერალის შემადგენლობაში, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მის ოქსიდებს. მანგანუმის 90-95% გამოიყენება შავ მეტალურგიაში. იგი გამოყენებას პოულობს ქიმიურ, ელექტროტექნიკურ, ფარმაცევტულ, შუშის, კერამიკულ, პოლიგრაფიულ მრეწველობაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში.
3. შავ მეტალურგიაში მანგანუმს იყენებენ მაღალი ხარისხის ფოლადის და თუჯის მისაღებად. იგი დიდი რაოდენობით გამოიყენება სპეციალური ფოლადისა და სხვადასხვა შენადნობების, განსაკუთრებით ფერომანგანუმის, სარკისა და თუჯის წარმოებაში. ელექტროქიმიურ წარმოებაში მანგანუმი გამოიყენება მშრალი ელემენტების, აგრეთვე სხვადასხვა ძვირფასი საღებავების დასამზადებლად.
4. სოფლის მეურნეობაში მანგანუმი გამოიყენება სასუქების სახით. დადგენილია, რომ მანგანუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარეების ზრდაში და ხელს უწყობს ნაყოფში ნახშირწყლების დაგროვებას. მედიცინაში გამოიყენება მანგანუმის ოქსიდი და კალიუმის პერმანგანატი (KMnO4). ცოცხალი ორგანიზმისათვის მანგანუმს, როგორც მიკროელემენტს, აქვს დიდი მნიშვნელობა. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
5. ორგანიზმისათვის მანგანუმის სადღეღამისო მოთხოვნილება შეადგენს 0,3მგ.-ს 1კგ-ზე. მოზრდილი ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს 4,5მგ მანგანუმს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მანგანუმი ნაწილდება ყველა ორგანოსა და ქსოვილში, ზედმეტი კი დეპონირდება ღვიძლში, ფილტვებში, ელენთაში, ძვლებში წვრილი ნაწლავების კედლებში და თავის ტვინში. სისხლში მანგანუმი ცირკულირებს მცირედ ხსნადი ფოსფორმჟავას მარილების სახით, ხოლო ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან, განავალთან და ოფლთან ერთად.
6. წარმოების პირობებში მანგანუმი ორგანიზმში ძირითადად აეროზოლის სახით სასუნთქი სისტემებიდან, ხოლო მცირე რაოდენობით კუჭნაწლავის ტრაქტით ხვდება. შესაძლებელია მისი შეღწევა ორგანიზმში დაუზიანებელი კანიდანაც. დიდი რაოდენობით მანგანუმის მოხვედრის საშიშროება არსებობს მანგანუმის მოპოვების, გამდიდრების და მეტალურგიულ ქარხანაში გადამუშავების დროს.
7. მანგანუმი არ იწვევს მწვავე მოწამვლას. მისი ხანგრძლივი მოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს, ერთი მხრივ, ფილტვების პროფესიული დაავადება, ხოლო მეორე მხრივ – ცენტრალური ნერვული სისტემის, კერძოდ, სტრიოპალიდარული სისტემის მძიმე ინტოქსიკაცია, რომელიც თავისი კლინიკური გამოვლინებით მოგვაგონებს ენცეფალიტურ პარკინსონიზმს. წარმოადგენს რა კუმილაციური მოქმედების შხამს, მანგანუმი ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაავადებას, ქერქქვეშა სტრუქტურების უპირატესი დაზიანებით.
8. მანგანუმით ინტოქსიკაციის პათოგენეზში თანამედროვე წარმოდგენით ძირითადი მანიშვნელობა ენიჭება მედიატორების – დოფამინისა და აცეტილქოლინის ცვლისა და თანაფარდობის მოშლას განგლიებში. აღმოჩენილია დარღვევები სტრიალური ჰორმონების და ამინომჟავების ცვლაშიც.
9. ნევროლოგიური ცვლილებების და ექსტრაპირამიდული პათოლოგიის სუბკლინიკური ნიშნების დროულად გამოვლენას დიდი პრქტიკული მნიშვნელობა აქვს პათოლოგიური პროცესის პროგნოზირების და ეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების საქმეში
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 2. შესავალი
თავი II — ადამიანის ორგანიზმზე მანგანუმის ნაერთების მოქმედების თავისებურებანი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 0,1%
- განაკვეთი 95%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. 1. სამკურნალო კომპლექსის შერჩევისას აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა: დაავადების ფორმის და გამოხატვის ხარისხის გათვალისწინება. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაავადების ადრეულ სტადიაში
- მუხლი 22. 1. ვიბრაციული დაავადების მკურნალობის დროს ეფექტურია კომპლექსური თერაპია – მედიკამენტების გამოყენების შერწყმა მკუნალობის ფიზიკურ და რეფლექტორულ მეთოდებთან. ვიბრაციული დაავადების საწყისი ფორმის (I ხარის
- მუხლი 23. 1. ვიბრაციული დაავადების პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მომუშავეთა ორგანიზმზე არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედების გამორიცხვას, მათი სანიტარიული ნორმების დაცვას, შრომის სწორ ორგანიზაციას. მუშები
- მუხლი 25. ზომიერად გამოხატული (II ხარისხი)
- მუხლი 26. გამოხატული (III ხარისხი)
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია მანგანუმის ნაერთების მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები. პრევენციული ღონისძ
- მუხლი 3. კლინიკა
- მუხლი 4. 1. სისხლის საერთო ანალიზი;
- მუხლი 5. 1. პროფესიული მანგანუმისმიერი ბრონქიტის დიაგნოსტიკა უნდა დავიწყოთ შემდეგი საკითხების დაზუსტებით:
- მუხლი 6. 1. ყველა შემთხვევაში აუცილებელი და სავალდებულოა მანგანუმის ნაერთებთან ავადმყოფის კონტაქტის დროული შეწყვეტა. მანგანიზმის მკურნალობა გულისხმობს ეტიოლოგიური, პათოგენეზური და სიმპტომატური კომპლექსების გამ
- მუხლი 7. 1. მანგანუმისმიერი (კონიოგენური)ბრონქიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია აეროზოლ-ინჰალაცია. ამ დროს ხდება სამკურნალო ხსნარების ტრანსპორტირება არა მარტო რესპირაციული სისტემების ცალკეული უბნების მ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-2-3/