2.  სამედიცინო პროფილაქტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ღონისძიებაა სავალდებულო წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვების ჩატარება.
წინასწარი სამედიცინო შემოწმების მიზანს წარმოდგენს მავნე ფაქტორებთან კონტაქტში სამუშაოდ მიღების წინ იმ პირთა გამოვლენა, რომელთაც აქვთ წინააღმდეგ ჩვენებები. მსოფლიოს ყველა ქვეყანას გააჩნია დაავადების ნუსხა, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამის სამსახურებში მიღებისათვის წინააღმდეგ ჩვენებას და სპეციფიკურია კონკრეტული ქვეყნისათვის.
3.  პერიოდული სამედიცინო შემოწმების ძირითად ამოცანას წარმოდგენს დაავადების საწყისი, შექცევადი ნიშნების გამოვლენა, დროული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, პერიოდული სამედიცინო შემოწმების შედეგების ანალიზი და შრომითი-საექსპერტო საკითხების ინდივიდუალური სქემების შემუშავება თითოეული გამოვლენილი პროფესიული და საერთო ხასიათის დაავადების მიმართ.

თავი VII. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლასიფიკაცი