2.პერიფერიული ანგიოდისტონიური სინდრომის დროს, რომელსაც ახლავს ხელის თითების ანგიოსპაზმი, ინიშნება სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებები: ჰალიდორი 0,1გ ნო-შპა 0,02გ (დღეში 3-ჯერ ორ-ორი აბი 15-20 დღის განმავლობაში), ნიკოტინის მჟავა (0,05-0,1გ 2-ჯერ დღეში 10-12 დღე, ან ინიექციების სახით 0,1% ხსნარის 1მლ კუნთებში 10-12 დღე) და მისი წარმოებული (ნიკოშპანი, თეონიკოლი და სხვ.), ტრენტალი (0,1-0,2გ დღეში 3-ჯერ, კურსი 3 კვირა). ნაჩვენებია აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის პრეპარატები: ადრენალინი (20-40 ერთ. 2 დღეში ერთხელ, 10-12 ინიექცია). სისხლძარღვების მიკროცირკულაციის და განვლადობის გაუმჯობესების მიზნით: ჰეპარინი, ვენორუტონი (ტროქსევაზინი) –20 დღე. პარმიდინი (პროდექტინი) 0,25 გ დღეში 3-ჯერ (კურსი – 20 დღე) და სხვ. პათოგენეზური თერაპიის საშუალებები, ან გამოიყენება განგლიობლოკატორები: პახიკარპინი 0,05-0,1გ დღეში 2-ჯერ) კურსი – 20 დღე, ბენზოჰექსონიუმი (ჰექსამეტაზონი) 0,1 გ დღეში 3-ჯერ (კურსი – 20 დღე), ამიზილი 0,001გ დღეში 2-ჯერ, (კურსი 20 დღე), აგრეთვე ანტიადრენერგიული საშუალებები, მაგალითად, მეთილდოფა (დოპეგიტი) 0,25გ დღეში 2-ჯერ, კურსი – 15-20 დღე (არტერიული წნევის კონტროლით).
3. ვიბრაციული დაავადების საშუალოდ გამოხატული ფორმის (II ხარისხი) დროს ზემო კიდურების ვეგეტატიურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომის შემთხვევაში ინიშნება შემდეგი მკურნალობა: ატფ 1% 1-2 მლ. კუნთებში ყოველდღიურად – 20 დღე; თეონიკოლი (კომპალანი) 0,15 გ დღეში 3-ჯერ (3 კვირა); ვიტამინი B12 500 მკგ კუნთებში ყოველდღიურად, 10 დღე; ხელის მტევნებისათვის ნაფთალინის ნავთობის ემულსიით ორკამერიანი, ან ოთხკამერიანი აბაზანები დღეგამოშვებით. მტევნების და მხრის სარტყლის დიადინამოთერაპია (10-12 პროცედურა); მხრის სარტყლის მასაჟი (10-12 პროცედურა); მხრის სარტყლის მასაჟი (15 დღის განმავლობაში); სამკურნალო ფიზკულტურა.
4. კიდურების ვეგეტატიურ-სენსორული პოლინევროპათიის დროს, რომელსაც ახლავს მიოფიბროდისტროფიული დარღვევები, ინიშნება ფოსფადენი 2% 2 მლ კუნთებში ყოველდღიურად 20 დღე; ჰალიდორი 0,1გ დღეში 3-ჯერ (3 კვირა); ინდომეტაცინი 0,025გ დღეში 3-ჯერ (კურსი 7-10 დღე); დღეგამოშვებით ხერხემლის კისრისა და გულმკერდის ნაწილზე დიადინამიკური დენები (10 დღე), აგრეთვე მონაცვლეობით კეთდება ჰიდროკორტიზონის ფონოფორეზი (მტკივნეულ ნაწილზე) 6-8 დღე; ზოგადი იოდოვან-ბრომიანი აბაზანები ყოველდღიურად (15 დღე); ხელისა და მხრის სარტყლის კუნთების მასაჟი (15 დღე); მხარ-კისრის პლექსოპათიის და ოსტეოქონდროზის არსებობის დროს ინიშნება რეოპირინი (პირაბუტოლი) 5,0მლ კუნთებში (5-6 ინექცია). ტაბლეტები: ბუტადიონი, ინდომეტაცინი, ბრუფენი. იბუპროფენი 2-3ჯერ დღეში (10 დღე). ასევე ფიზიოთერაპიული მკურნალობა, რადონის და იოდოვან-ბრომიანი აბაზანები, ტალახის აპლიკაციები, სამკურნალო ფიზკულტურა.
5. კიდურების ვეგეტატიურ-სენსორულ პოლინევროპათიის დროს, რომელსაც თან ახლავს რეინოს სინდრომი, კარგ ეფექტს იძლევა განგლიობლოკატორების (პახიკარპინი და სხვა) და ამინაზილის (0,001 დღეში 2-ჯერ) ერთობლივი მოქმედება; განგლერონი 0,04 2-ჯერ დღეში, ან 1,5% 1-2 მლ. კუნთებში 20 დღე. ანდეკალინი 40 ერთეული კუნთებში დღეგამოშვებით 10 ინიექცია.
6. II ხარისხის ვიბრაციული დაავადების კლინიკურ სურათში ცერებრული ანგიოდისტონიური სინდრომის არსებობისას თავის ტვინის ჰემოდინამიკის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდებულია ცინარიზინი (სტუგერონი) 0,025გ დღეში 3-ჯერ (კურსი 1-2 თვე). თეონიკოლი (კომპალანი) 0,15გ დღეში 3-ჯერ (კურსი 1 თვე), კავინტონი 0,005გ 3-ჯერ დღეში (კურსი 1-2 თვე).
7. ვიბრაციული პათოლოგიის მქონე პირებს, რომელთაც გამოხატული აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, ენიშნებათ დასამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანის, შავბალახას პრეპარატები) და ტრანკვილიზატორები: ნოზეპამი (ტაზეპამი), სიბაზონი (სედუქსენი), მედაზეპამი (რუდოტელი), ქლოზეპიდი (ელენიუმი) 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ.
8. მხედველობის ორგანოში განვითარებული ორგანული ხასიათის ცვლილებების დროს (კატარაქტა, ბადურა გარსის დეგენერაცია) მოწოდებულია სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებების ხმარება (ცინარიზინი, ფეზამი, ნოოტროპილი). ადგილობრივად წვეთების სახით ვიტამინები (კატაქრომი, ვიტა-იოდუროლი, ვიტა-ფაკოლი).
9. ვიბრაციული დაავადების სხვადასხა ფორმის და ხარისხის დროს დადებით ეფექტს იძლევა ბალნეოთერაპია: ზოგადი სულფიდური, წიწვოვანი, ზღვის წყლის და სხვა სახის აბაზანები, მკურნალობის კურსი 12-15 პროცედურა.
10. კარგ თერაპიულ ეფექტს იძლევა რეფლექსოთერაპიის მეთოდი, იყენებენ რეფლექსოთერაპიას ნემსით, ელექტრო აკუპუნქტურას, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ლაზერული სხივის მოქმედებას (ლაზეროთერაპია). ზოგ შემთხვევაში (ტკივილის სინდრომის დროს) რეკომენდებულია კორპორალური აკუპუნქტურა.
11. ვიბრაციული დაავადების ფორმირების ძირითადი მექანიზმის გათვალისწინებით იყენებენ ლოკალურ ოქსიგენოთერაპიას, რომელიც აუმჯობესებს ხელის სისხლმომარაგებას, იწვევს სენსორული აპარატის ფუნქციის აღდგენას, კუნთური ძალისა და გამძლეობის მომატებას.
12. დიდი ყურადღება ექცევა ვიბრაციული დაავადების მკურნალობას მინერლური წყლებითა და ტალახის აპლიკაციებით. რეკომენდებულია მინერალური აბაზანები (თბილისი, მენჯი, წყალტუბო, ბორჯომი, საირმე, ახტალა).
თავი VI. პროფილაქტიკ
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 22. 1. ვიბრაციული დაავადების მკურნალობის დროს ეფექტურია კომპლექსური თერაპია – მედიკამენტების გამოყენების შერწყმა მკუნალობის ფიზიკურ და რეფლექტორულ მეთოდებთან. ვიბრაციული დაავადების საწყისი ფორმის (I ხარის
თავი V — მკურნალობა
მთავარი მონაცემები
- ვადა 20 დღის განმავლობაში
- ვადა 15 დღის განმავლობაში
- განაკვეთი 0,1%
- განაკვეთი 1%
- განაკვეთი 2%
- განაკვეთი 1,5%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. სტიმულაციური ელექტრომიოგრაფია („მედიკორი”, „დიზას” ფირმის ელექტრომიოგრაფი) საშუალებას იძლევა განისაზღვროს ნერვულ ბოჭკოებში აგზნების გავრცელების სიჩქარე. რეკომენდებულია აგზნების გავრცელების სიჩქარის გა
- მუხლი 14. რეოგრაფია საშუალებას იძლევა შევაფასოთ სისხლძარღვთა ტონუსი და პულსური სისხლსავსეობის ინტენსივობა. რეოგრაფიულ მრუდში გათვალისწინებულია რეოგრაფიული ტალღის ფორმა, მისი მწვერვალების ხასიათი, დიკროტიკული კბ
- მუხლი 18. კამპიმეტრია - მხედველობის ველის განსაზღვრა, ბრმა ლაქის ზომების შესწავლა საშუალებას იძლევა ანგიოსპაზმის გენერალიზაციის ხარისხის დასადგენად. ოფთალმოსკოპია და ბიომიკროსკოპია: გამოიყენება ბროლში შემღვრევე
- მუხლი 19. დროებითი შრომის უუნარობის ექსპერტიზა
- მუხლი 20. შრომის უნარის მყარი დაქვეითების ექსპერტიზა
- მუხლი 21. 1. სამკურნალო კომპლექსის შერჩევისას აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა: დაავადების ფორმის და გამოხატვის ხარისხის გათვალისწინება. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაავადების ადრეულ სტადიაში
- მუხლი 23. 1. ვიბრაციული დაავადების პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მომუშავეთა ორგანიზმზე არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედების გამორიცხვას, მათი სანიტარიული ნორმების დაცვას, შრომის სწორ ორგანიზაციას. მუშები
- მუხლი 25. ზომიერად გამოხატული (II ხარისხი)
- მუხლი 26. გამოხატული (III ხარისხი)
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია მანგანუმის ნაერთების მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები. პრევენციული ღონისძ
- მუხლი 2. შესავალი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-22/