2.  ვიბრაციული დაავადების მკურნალობის ძირითადი პრინციპებია: ეტიოლოგიური, პათოგენეზური და სიმპტომური თერაპია. ეტიოლოგიური პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ვიბრაციული პათოლოგიის ნებისმიერი ხარისხის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ორგანიზმზე ვიბრაციის და სხვა არახელსაყრელი პროფესიული ფაქტორების (კიდურების მნიშვნელოვანი ფიზიკური დაძაბვა და გადაცივება) მოქმედება.
3.  პათოგენეზური თერაპია მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების კლინიკური ნიშნების ნორმალიზაციისაკენ, როგორიცაა მიკროცირკულაციის და პერიფერიული სისხლმომარაგების გაუმჯობესება,ტროფიკული დარღვევების აღდგენა, ნეიროდინამიკური დარღვევების ნორმალიზაცის, სენსომოტორული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება