1. შრომის უნარიანობის ექსპერტიზის საკითხი ვიბრაციული დაავადების დროს დამოკიდებულია კლინიკურ სინდრომზე და მისი გამოყენების ხარისხზე, აგრეთვე თანმხლები დაავადების ხასიათზე.
ა) ვიბრაციული დაავადების I ხარისხის დროს სხვა სამუშაოზე მუდმივად გადასაყვანად (ვიბრაციის ზემოქმედების გარეშე) ჩვენებას წარმოადგენს ისეთი თანმხლები დაავადებები, რომლებიც ხელს უშლიან ვიბრაციასთან კონტაქტში მუშაობის შესრულებას;
ბ) ვიბრაციული დაავადების II ხარისხი მსუბუქ სამუშაოზე გადასაყვანად აუცილებელ ჩვენებას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოიწვევს ავადმყოფის კვალიფიკაციის დაქვეითებას, იგი გაგზავნილი უნდა იქნეს საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიაზე პროფესიული შრომის უნარის დაქვეითების ხარისხის განსაზღვრისათვის. ახალგაზრდა პირებს აუცილებლად უნდა შეეცვალოთ კვალიფიკაცია.
2. რაციონალური შრომითი მოწყობის შემდეგ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ვიბრაციული დაავადების I ხარისხი გართულებული ზოგადი დაავადებით, რაც ზღუდავს პროფესიულ შრომისუუნარობას, შესაძლებელია ვიბრაციული დაავადების ნიშნების უკუგანვითარება.
ა) ვიბრაციული დაავადების II ხარისხის დროს რაცინალური შრომითი მოწყობის შემდეგ, დაავადების ნიშნების რეგრესი (ტკივილის, პერიფერიული ანგიოსპაზმის შემცირება, ან გაქრობა) უნდა შეფასდეს, როგორც დაავადების გამოვლენის ნარჩენი მოვლენები. ვიბრაციული დაავადების III ხარისხის დროს აბსოლუტური გამოჯანმრთელება არ აღინიშნება;
ბ) წარსულში ვიბრაციული დაავადებით შეპყრობილ პირთა დაბრუნება ვიბრაციის ფაქტორთან კონტაქტში სამუშაოდ, არ არის მიზანშეწონილი.
3. ვიბრაციული დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფთა არასწორი შრომითი მოწყობის შემთხვევაში ვიბრაციული დაავადების უკუგანვითარება არ აღინიშნება, განსაკუთრებით თანმხლები გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების არსებობის დროს.
4. 1-ლ დანართში მოცემულია ვიბროსაშიში პროფესიის მუშების პროფესიული ვარგისიანობა ვიბრაციული დაავადების სინდრომების და მათი გამოხატვის ხარისხის გათვალისწინებით.
თავი V. მკურნალობ