1. ვიბროსაშიში პროფესიის მუშები, რომლებსაც პერიოდული სამედიცინო გასინჯვების დროს გამოუვლინდებათ ვიბრაციის მოქმედების ცალკეული ნიშნები, ექვემდებარებიან დისპანსერულ აღრიცხვას, პროფილაქტიკური ხასიათის ამბულატორიულ მკურნალობას წელიწადში ორჯერ, წარმოებისაგან მოუწყვეტლად (ჯანპუნქტში, ან სამედიცინო-სანიტარიულ ნაწილში).
2. ვიბრაციულ დაავადებაზე საეჭვო პირების დიაგნოზის დაზუსტების, დაავადებასა და პროფესიას შორის კავშირის დასადგენად საჭირო დოკუმენტაციით იგზავნებიან პროფპათოლოგიურ კლინიკაში, შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში.
3. ვიბრაციული დაავადების I ხარისხის დროს, როდესაც დასნებოვნებული პირი მუშაობას აგრძელებს ვიბრაციასთან კონტაქტში, სტაციონარული მკურნალობა უტარდება წელიწადში ერთჯერ სპეციალიზებულ დაწესებულებაში – შრომის უუნარობის ფურცლის გაცემით.
4. სტაციონარში ყოფნის ვადა, საექსპერტოდ ვიბრაციულ დაავადებაზე საეჭვო პირების გამოკვლევისას, არ უნდა აღემატებოდეს 10-12 დღეს, ხოლო მკურნალობის კურსის ჩატარებისას – 23-25 დღეს. გართულებული ფორმების (მხარ-კისრის პლექსოპათია, კისრისა და გულ-მკერდის რადიკულოპათია და სხვ.) და ასევე თანმხლები დაავადებების, სტაციონარში დაყოვნების პერიოდი შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი, რომლებიც ვიბრაციული დაავადების განვითარებისათვის რისკის-ფაქტორს წარმოადგენენ (კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ჰიპერტონიული დაავადება, გულის იშემიური დაავადება, სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევროპათია და სხვ.).
5. დროებითი გადაყვანა სხვა სამუშაოზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ვიბრაციის, გადაცივების და სხვა მავნე პროფესიული ფაქტორების მოქმედებასთან, ხორციელდება პროფესიული შრომის უუნარობის ფურცლის გაცემით. ეს უკანასკნელი გაიცემა მხოლოდ დადგენილი დიაგნოზის დროს, წელიწადში არა უმეტეს 2 თვისა. იგი გაიცემა ამბულატორიული მკურნალობისათვის და ასევე სტაციონარიდან გაწერის შემდეგ მკურნალობის დასამთავრებლად სამედიცინო-სოციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის შედეგად. ამბულატორიული მკურნალობის კურსის ჩატარება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ, ჯანპუნქტის, პოლიკლინიკის, სამედიცინო-სანიტარიული ნაწილის პირობებში