2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ექსკლუზიურ ნუმერაციას (არანაკლებ 6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას;

ბ) დამცავ საკონტროლო ნიშანს, რომელზედაც სპეციალური ფირის დადებისას იკითხება: „PAT“ , „GBP“ ან „MTA“;

გ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის დამცავი ბადე;

დ) გილიოშური ელემენტი „როზეტი“, რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი საღებავით;

ე) ხაზის ნაცვლად გამოყენებულია მიკროტექსტი, სადაც იკითხება: ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი‘‘, „შსს სასაზღვრო პოლიცია“ ან „შსს ტერიტორიული ორგანო“.

3. ოქმის ბოლო გვერდის უკანა მარჯვენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი