2. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებით ნებართვას ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი და მასში აღინიშნება: შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი) სამართალდარღვევის ოქმის ნომერი; მართვის უფლების შესაბამისი კატეგორია; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; მოქმედების ვადა; ნებართვის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის ფორმაში გადაიხაზება ის კატეგორია, რომელიც დამრღვევს არ აქვს მინიჭებული.

4. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.

5. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი რჩება იმ თანამდებობის პირთან, რომელმაც განახორციელა მისი შევსება, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევ