მუხლი 3🔗
თუ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვას არ მიაკუთვნებს საერთო სასამართლოების განსჯადობას, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) და იმ იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი (დირექტორი), სადაც მუშაობს წინამდებარე დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი