საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2022 წლის 15 ივნისი ქ. ოზურგეთი |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის საჯარო მოსამსახურეები – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 465, 466, 1728 და 1729 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომლები – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 533, 55-ე, 552, მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 150-ე, 1501 , 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1726, 1735 და 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
|
წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირში და სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირის მიერ სათანადო წესით უფლებამოსილი პირი.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი/სათანადოდ უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;
ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ;
გ) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;
ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები ,, სემგს-ს რეგისტრაციის №”.
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები) ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
5. სათანადო წესით უფლებამოსილი პირის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და ერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;
ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას;
გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.
3. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
4. ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება-მოვალეობანი, რაც აღინიშნება ოქმში.
5. ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში მისი დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, ნორმატიული აქტის დასახელება, რომელიც იქნა დარღვეული;
ე) ნორმატიული აქტი (ნორმაზე მითითებით), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან;
ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
6. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს ხელი შეიძლება მოაწერონ ამ პირებმაც.
7. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმის შემდგენის მიერ ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
8. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
9. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
10. ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებული არიან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
2. რეგისტრაციის ჟურნალი იწარმოება სამსახურში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ექვემდებარება აუცილებელ რეგისტრაციას რეგისტრაციის ჟურნალში მათი შედგენიდან (გამოტანიდან) სამი სამუშაო დღის ვადაში.
2. მე-3-მე-10 გრაფებში მიეთითება მონაცემები სამართალდარღვევის ჩამდენი პირის შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში – გვარი, სახელი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ნომერი და მოქალაქეობა.
3. მე-11-მე-14 გრაფებში მიეთითება მონაცემები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
4. მე-15-21-ე გრაფებში მიეთითება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების თაობაზე.
5. 22-ე გრაფაში მიეთითება მონაცემები გადახდილი ჯარიმის თაობაზე.
6. 23-ე გრაფაში მიეთითება ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების არსებობის თაობაზე.
7. თუ ოქმი იგზავნება სასამართლოში განსახილველად, 24-ე გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო მე-15-23-ე გრაფები არ ივსება.
ა) ოქმის შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო;
2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩამოწერის შესახებ აქტის (დანართი 5) (შემდგომში – ჩამოწერის აქტი) შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი (ჩამოწერილი) ოქმის ფორმების ინდივიდუალური ნუმერაცია.
3. ჩამოწერილი ოქმის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების შესაბამისად.
დანართი №2
სერია № 000000
------------------------------------
1. ------------ ------------------------------- 20 ----წ. 2. -------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) ოქმის შედგენის ადგილი
3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი
4. დავადგინე, რომ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------
დასახელება ნორმატიული აქტისა, რომელიც დაირღვა
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული დარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----------------- მუხლით / მუხლის –––––------- ნაწილით.
6. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № და სხვა პირადი მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით.
7. მოწმე ან/და დაზარალებული: ----------------------------- --------------------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი, მისამართი
8. ოქმის შემდგენელი პირი: -------------------------------- -------------------------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი
9. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------ -------------------------------------
ხელმოწერა სახელი, გვარი
10. ჩავიბარე ოქმი: -------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევის ხელმოწერა
11. დამრღვევის ახსნა-განმარტება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
12. საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
13. შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი: ––––––––––––––––––––––––––
ჯარიმის თანხა (ციფრებით და სიტყვიერად)
14. შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალი
გაგრძელება
გაგრძელება
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტი №
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის _________________________________________________ (აქტის შედგენის ადგილი)
________ ____________________ 20--- წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმის ფორმების ჩამოწერის სისწორეს:
სამსახურის
უფროსი / -----------------------------------/
ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი / -----------------------------------/ |