1. ეს წესი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირში და სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – „სამსახურში“) თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირში და სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზ