1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების წარმოების ორგანიზებისა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირის მიერ სათანადო წესით უფლებამოსილი პირი.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი/სათანადოდ უფლებამოსილი პირი წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების (წერილის) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ;

გ) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნას მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშის (პროექტების) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;

ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმაზე აღნიშნული უნდა იყოს ფორმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები ,, სემგს-ს რეგისტრაციის №”.

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები)  ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.

5. სათანადო წესით უფლებამოსილი პირის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება შესაბამის ჟურნალშ