2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

3. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეებისა და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე - აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმე ან დაზარალებული უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

4.  ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, გარდა ელექტრონული საჯარიმო ქვითრებისა. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ოქმის შემდგენელ თანამდებობის პირთან, ხოლო თუ საქმის განხილვა ადგილზე არ ხდება ან დარღვევა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. ოქმის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

5. საბანკო ან სხვა  დაწესებულება სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის სამართალდამრღვევის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება