1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების №1 დანართის მე-17 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრის აღრიცხვის ფორმა.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) მოსამსახურე ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) მოსამსახურე ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
5. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება მის შემდგენელ იურიდიულ პირთან, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისთან“ (ს/კ: 412711230) ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციასთან“ (ს/კ: 412767830), ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის პირველ გვერდზე შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;
ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და სხვა ინფორმაცია;
დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის _ _ _ _ ნაწილით ან პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლის _ _ _ _ ნაწილით;
ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა _ _ _ _ ლარი;
ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მე-8 პუნქტში – მოწმე, ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;
ი) მე-9 პუნქტში – ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა;
კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;
ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.
7. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე შეიტანება შემდეგი ტექსტი:
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
სამართალდამრღვევს მიეცა განმარტება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის შემდგენელ იურიდიულ პირს.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგება უნდა განხორციელდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისათვის“ (ს/კ: 412767830) სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
9. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისისათვის“ (ს/კ: 412711230) სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობი