1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას მოქმედებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904–2906 მუხლები.

2. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი საჯაროდ ქვეყნდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) ოფიციალურ ვებგვერდზე „www.kutaisi.zs.gov.ge“.

3. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი საჯაროდ ქვეყნდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) ოფიციალურ ვებგვერდზე www.parkingservice.ge“.

4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრების სრული სია, რომლებიც მითითებულია შესაბამის ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებში − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში.

6. ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან ერთად, ასევე, თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.

7. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, ხოლო ამ პერიოდის გასვლამდე ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.

8. შესაბამისი სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვის წესი და ვადები რეგულირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისა“ (ს/კ: 412767830) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) მიერ.

9. ჩაუბარებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრების საჯარო გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ (ს/კ: 412767830) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისი“ (ს/კ: 412711230