1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად.

2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად.

3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) უფროსი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.

4. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-15 ნაწილითა და 1254 მუხლით შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) დირექტორი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.

5. ჯარიმის ან/და საურავის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შემთხვევაში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის“ (ს/კ: 412767830) უფროსის ან/და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ (ს/კ: 412711230) დირექტორის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „აღსრულების ეროვნულ ბიუროს