1. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის  გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით, დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის უფროსი/მოვალეობის შემსრულებელი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სახდელისა და საურავის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის/მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი 6), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს