1. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ამ ვადის გასვლის შემდეგ დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სახდელისა და საურავის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №7), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიურო