1. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის  გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით, დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს უფროსი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სახდელისა და საურავის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (წესის დანართი 6), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს