1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.
3. თანამშრომელი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე და 1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
4. სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით თანამშრომელი უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენის პროცესი). ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. თანამშრომელი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 135–1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით, 1354 და 1355 მუხლებით. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელმა თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ადგენს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.
6. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადგენს თანამშრომელი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
7. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.
8. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (წესის დანართი 2) შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;
ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი № სახელი და გვარი, მისამართი და სხვა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და სხვა;
დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, ავტომობილის რეგისტრაციის № (არსებობის შემთხვევაში ავტობუსის მარშრუტის №), არსი;
ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––––––––––––––––––;
ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი;
ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300773259, 1352 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე - სახაზინო კოდი 300773238, 1353 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773240, ხოლო 1354 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – სახაზინო კოდი 300773241);
თ) მე-8 პუნქტში – მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;
ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;
კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;
ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.
9. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:
„ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება).
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სსიპ – ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 500 ლარის ოდენობით, ხოლო 1352 მუხლით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის − ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
10. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან სხვა მონაწილე, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას თანამშრომელი უფლებამოსილია იმოქმედოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (წესის დანართი 3).
13. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.
14. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შედგენილი საჯარიმო ქვითარი უქმდება. ამასთან, თანამშრომელი ადგენს მოხსენებით ბარათს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გაუქმების მიზეზების მითითებით, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
15. სააგენტო, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფ