დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი (დანართი №2).
3.
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).
4.
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).
5.
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).
6.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.
7.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს