განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002366702
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/293-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
პირველი სააპელაციო საჩივრის ავტორი – შ-- „ე-–---“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - პ----- ლ---–-----, კ--- ხ-–--------
მოწინააღმდეგე მხარე – ა----- „თ---–-------------–--------------“ ა----- „თ---–--------------–--------------“ ა----- „თ---–---------------–--------------“ ა----- „თ---–---------------–--------------“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-, ე------ ფ------–---–-
მეორე სააპელაციო საჩივრის ავტორი - ა----- „თ---–-------------–--------------“ ა----- „თ---–--------------–--------------“ ა----- „თ---–---------------–--------------“ ა----- „თ---–---------------–--------------“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ-- „ე-–---“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
პირველი აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით
1. შ-- „ე-–---ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
1.1. მოპასუხე ა--- ,,ქ.თ---–-------------–-------------ს“ მოსარჩელე შ-- ,,ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 16461.5 ლარისა და პირგასამტეხლოს 1280 ლარის გადახდა;
1.1.1. შ-- ,,ე-–---ს“ სარჩელი მოპასუხე ა--- ,,ქ.თ---–-------------–--------------ს“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2289 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.2. მოპასუხე ა--- ,,ქ.თ---–--------------–-------------ს“ მოსარჩელე შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 21166.35 ლარისა და პირგასამტეხლოს 1533 ლარის გადახდა;
1.2.1. შ-- „ე-–---ს“ სარჩელი მოპასუხე ა--- „ქ.თ---–--------------–--------------ს“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 3441 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.3. მოპასუხე ა--- „ქ.თ---–---------------–-------------ს“ მოსარჩელე შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 28243.7 ლარისა და პირგასამტეხლოს 1960 ლარის გადახდა;
1.3.1. შ-- „ე-–---ს“ სარჩელი მოპასუხე ა--- „ქ.თ---–---------------–--------------ს“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 5161 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.4. მოპასუხე ა--- „ქ.თ---–---------------–-------------ს“ მოსარჩელე შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურების ღირებულების 24407.55 ლარისა და პირგასამტეხლოს 2160 ლარის გადახდა;
1.4.1. შ-- „ე-–---“-ს სარჩელი მოპასუხე ა--- „ქ.თ---–---------------–--------------ს“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 5046 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2. ა--- „ქ.თ---–-------------–--------------ს“, ა--- „ქ------–--------------–--------------ის“, ა--- „ქ.თ---–---------------–--------------ს“ და ა--- ,,ქ.თ---–---------------–--------------ს“ შეგებებული სარჩელები მოპასუხე შ-- „ე-–---ს“ მიმართ ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- „თ---–-------------–-------------სა“ და შ-- „ე-–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანია 298 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 75051,30 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 298 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ა--- „თ---–-------------–--------------სა“ და ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად კი, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით, სს „ბ----------ს“ 2017 წლის 14 სექტემბრის №B----------, 2289.00 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება (საქმე №2/8898-18, ს.ფ. 18-23);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/8898-18, ს.ფ. 24-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. 2017 წლის 17 აგვისტოს ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- ,,თ---–---------------–-------------სა“ და შ-- „ე-–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანია 448 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 112 828,80 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 448 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ა--- „თ---–--------------–--------------სა’’ და ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით, სს „ბ----------ს“ 2017 წლის 14 სექტემბრის №B----------, 3441.00 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება (საქმე №2/7935-18, ს.ფ.19-24);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/7935-18, ს.ფ. 24-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. 2017 წლის 17 აგვისტოს ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- „თ---–----------------–-------------სა“ და შ-- ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანია 672 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 169 243,2 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 672 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ა--- „თ---–---------------–--------------სა“ და ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის კი თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით, სს „ბ----------ს“ 2017 წლის 14 სექტემბრის №B----------, 5161.00 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება (საქმე №2/7445-18, ს.ფ. 20-25);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/7445-18, ს.ფ. 26-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4. 2017 წლის 17 აგვისტოს ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის GEO170000502 საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- „თ---–----------------–-------------სა“ და შ-- ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანია 657 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 165 465,45 ლარს. ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 657 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ა--- „თ---–---------------–--------------სა“ და ა--- „თ---–----------–--------------------------------------ს“ შესაბამისი სამსახურები.
ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით, სს „ბ----------ს“ 2017 წლის 14 სექტემბრის №B-----------, 5046.00 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან
10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება (საქმე №2/10558-18, ს.ფ. 18-23);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/10558-18, ს.ფ. 24-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.5. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების №1 დანართების (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შ-- „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/10558-18, ს.ფ. 24-33);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/8898-18, ს.ფ. 24-33);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/7445-18, ს.ფ. 26-35);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/7935-18, ს.ფ. 24-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.6. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების №1 დანართების (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შ-- „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:
თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2015 წლის 3 აპრილი);
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);
მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/10558-18, ს.ფ. 24-33);
- პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/8898-18, ს.ფ. 24-33);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/7445-18, ს.ფ. 26-35);
- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1 (საქმე №2/7935-18, ს.ფ. 24-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.7. 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- „თ---–-----------------–--------------სა“ და შ-- „ე-–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ----------ს“ საბანკო გარანტია №B----------, რომლის თანახმად, პრინციპალია შ-- „ე-–---“, ბენეფიციარი - ა--- „თ---–-------------–--------------“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2289,00 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია №B---------- (საქმე №2/8898-18, ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.8. 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- „თ---–---------------–-------------სა“ და შ-- „ე-–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ----------ს“ საბანკო გარანტია №B----------, რომლის თანახმად, პრინციპალია შ-- „ე-–---“, ბენეფიციარი - ა--- „თ---–---------------–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 3441,00 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია №B----------- (საქმე №2/7935-18, ს.ფ. 39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.9. 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- „თ---–---------------–-------------სა“ და შ-- „ე-–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ----------ს“ საბანკო გარანტია №B----------, რომლის თანახმად, პრინციპალია შ-- „ე-–---“, ბენეფიციარი - ა--- „თ---–---------------–--------------“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 5161,00 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია №B---------- (საქმე №2/7445-18, ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.10. 2017 წლის 14 სექტემბერს ა--- „თ---–---------------–-------------სა“ და შ-- „ე-–--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბ----------ს“ საბანკო გარანტია №B-----------, რომლის თანახმად, პრინციპალია შ-- „ე-–---“, ბენეფიციარი - ა--- „თბილისის №128 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 5046,00 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია №B----------- (საქმე №2/10558-18, ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.11. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ-- „ე-–---ს“ მიერ ა--- „თ---–-------------–--------------სათვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 16 461,50 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ეა-09 1327995 (საქმე №2/8898-18, ს.ფ. 39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.12. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ-- „ე-–---ს“ მიერ ა--- „თ---–---------------–-------------ისათვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 21 166,35 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ეა-09 1328497 (საქმე №2/7935-18, ს.ფ.40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.13. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ-- „ე-–---ს“ მიერ ა--- „თ---–---------------–--------------სათვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 28 243,7 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ეა-09 1329247 (საქმე №2/7445-18, ს.ფ. 41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.14. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ-- „ე-–---ს“ მიერ ა--- „თ---–-------------------–--------------ისათვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 24 407,55 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ეა-09 1329525 (საქმე №2/10558-18, ს.ფ. 39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.15. 2.11 – 2.14 პუნქტებში მითითებული შ-- „ე-–---ს“ მიერ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებების ღირებულება (არც ერთ შემთხვევაში) არ არის სადავო.
2.16. შ-- „ე-–---ს“ მიერ მოპასუხედ დასახელებულმა თბილისის ბაგა-ბაღებმა უარი განაცხადეს შ-- „ე-–--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტები (საქმე №2/8898-18, ს. ფ. 40-41; საქმე №2/7935-18, ს. ფ. 41-42; საქმე №2/7445-18, ს.ფ. 42-43; საქმე №2/10558-18, ს.ფ. 40-41);
- მიმართვები (საქმე №2/8898-18, ს. ფ. 42-51; საქმე №2/7935-18, ს. ფ. 43-44; 48-56; საქმე №2/7445-18, ს.ფ. 49-57; საქმე №2/10558-18, ს.ფ. 43-51);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.17. თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ--–--------–---- საბავშვო ბაგა-ბაღებში შ-- „ე-–---ს“ მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის №0------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში.
შ-- „ე-–--ს“ აღნიშნული გარემოება სადაოდ არ გაუხდია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (საქმე №2/8898-18, ს. ფ. 42-51; საქმე №2/7935-18, ს. ფ. 43-44; 48-56; საქმე №2/7445-18, ს.ფ. 49-57; საქმე №2/10558-18, ს.ფ. 43-51);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.18. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შ-- „ე-–---ს“ მიერ მოპასუხეთათვის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ იყო ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სავალდებულო პარამეტრების შესაბამისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ--–--------–---- საბავშვო ბაგა-ბაღებში შ-- „ე-–---ს“ მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- წერილის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.“
სწორედ, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა შედგენილი თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნა ქ-------–---- საბავშვო ბაგა-ბაღების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახსაიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილზე, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
მოსარჩელე შ-- „ე-–---ს“ მიერ წარმოდგენილია შ-- „ა--------------–------–-------ის“ წერილი, სადაც განმარტებულია, რომ 80,0% ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა და ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენს 80,0%. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეთა მიერ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხეთა მიერ მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ შ-- „ე-–---ს“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქ--–--------–---- ბაგა ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა №0------- (საქმე №2/8898-18 ს.ფ. 49-51; საქმე №2/7935-18 ს.ფ. 54-56; საქმე №2/7445-18 ს.ფ. 38-40; საქმე №2/10558-18 ს.ფ. 49-51);
- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 22 მაისის დასკვნა (საქმე №2/8898-18 ს.ფ. 135-152).
- შ-- ,,ა--------------–------–-------ის’’ წერილი ((საქმე №2/8898-18 ს.ფ. 52)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-- „ე-–---ს“ სარჩელი მოპასუხეთა მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვება და კვებითი მომსახურება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლის მიერ მისაწოდებელი საკვები პროდუქტების ჩამონათვალზე.
სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას, მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.
განსახილველ შემთხვევაში, შეთანხმებული საკვები პროდუქტების მიწოდებისას მიმწოდებელი შემსყიდველს გადასცემდა საკუთრების უფლებას ამ პროდუქტებზე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო კვებითი მომსახურების გაწევისას მხარეთა შორის ურთიერთობა ექვემდებარებოდა სკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგულირებას.
მხარეთა შორის წარმოშობილი დავა პროდუქტების კარაქისა და ყველის მიწოდებასთან და მათ ხარისხთან დაკავშირებით ექვემდებარება ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმებით მოწესრიგებას.
მოპასუხე ბაგა-ბაღები სადავოდ ხდიან მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის ფაქტს.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, უდავოა შ-- „ე-–---ს“ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხე თბილისის ბაგა-ბაღების მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხეებმა მხოლოდ 2017 წლის დეკემბრის თვის მომსახურების ანაზღაურებაზე თქვეს უარი, თუმცა პროდუქცია ამ თვეშიც მიიღეს და მოიხმარეს.
2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების №1 დანართებით (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) განისაზღვრა შ-- „ე-–---ს“ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები.
შ-- „ე-–---ს“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“, ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში, ნაცვლად ნატურალური რძისა დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.
კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო მყიდველის უფლებების თაობაზე სსკ 491-494-ე მუხლებით. კერძოდ, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ 491-ე მუხლი). ასევე, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი (სსკ 492-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე. სასამართლომ ყურადღება გააამახვილა მასზედ, რომ ის ნაკლი, რაც დეკემბერში დააფიქსირა მყიდველმა დატანილია პროდუქციის ეტიკეტზე (მონაცემების სახით), შესაბამისად მისი დაფიქსირება შესაძლებელი იყო ხელშეკრულების მოქმედების პირველივე ეტაპზე, რაც მყიდველს მისცემდა შესაძლებლობას გამოეყენებინა 352-ე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები - იმთავითვე მოეშალა ხელშეკრულება, ან მიეცა გამყიდველისათვის დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, რაც ამ შემთხვევაში მყიდველს არ გამოუყენებია.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია მასზედ, რომ მიწოდებული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება პროდუქტი ჩაითვალოს იმგვარ არსებითად ნაკლის მქონედ, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, შ-- „ე-–---სათვის“ ყველის მიმწოდებლის შ-- „ნ---------–--“-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყველის ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ამ პროდუქტის აღდგენილი რძისაგან დამზადების შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან, იმ პირობებში როცა პროდუქცია მიღებულია და სრულად მოხმარებულია.
მოპასუხეთა მხრიდან სადავოა ასევე მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შ-- „ე-–---ს“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღებთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს შ-- „ე-–---სთვის“ მოპასუხედ დასახელებული ბაგა-ბაღების მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის მოპასუხე ბაგა-ბაღების მიერ შ-- „ე-–---სათვის“ ვალდებულების (დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულების) შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ბაგა-ბაღებს ასევე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით, ამასთან თოთოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და არ არსებობს მათი შემცირების საფუძველი სსკ-ის 420-ე მუხლის ფარგლებში.
3.1.3. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგნეილია, ის გარემოება, რომ შ-- „ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სს
„ბ----------ის“ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შ-- ,,ე-–---ს“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი - მიწოდებული ყველის შეუსაბამობა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან. სასამართლომ მიუთითა, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხეთათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
3.1.4. რაც შეეხება, მოპასუხეთა შეგებებულ სარჩელს, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის ბაგა-ბაღების მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელები ემყარება იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ საფუძვლებს, რომლის საფუძველზეც მათ მოთხოვნას თავდაპირველად წარმოადგენდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო დაზუსტებული შეგებებული სარჩელით - ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაკისრება.
ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ზოგადი ნორმის განმარტების შედეგად დადგენილი წინაპირობების თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს თავად ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მტკიცების ტვირთი აღნიშნულის დადასტურებისას კი სწორედ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ეკისრებოდათ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება რაში გამოიხატა შეგებებული სარჩელებით მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთათვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეს მიღებული და გახარჯული აქვს პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასევე დაუსაბუთებელია მსჯელობა ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე. ასევე დაუსაბუთებელია მსჯელობა მოთხოვნილი თანხების ოდენობის გაანგარიშების პრინციპზე.
3.2 შ-- „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.2.1. აპელანტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი „იმერული“ დამზადებული იყო არა ნატურალური, არამედ აღდგენილი რძისაგან, მაგრამ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხსენებული პროდუქტი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილი პროდუქტის - ყველის მახასიათებლებს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქტი თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით განსხვავდებოდა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით მისაწოდებელი პროდუქტისაგან, რისი გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე დაუსაბუთებელია.
3.2.2 იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან საბანკო გარანტიის გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობები. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არსებობა არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, რადგან მას ამ შემთხვევაში სკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მეორე მხარის ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოვლენა ეკისრებოდა
3.2.3. თუ დადგენილად იქნება მიჩნეული მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის სრული თანხის გადახდა ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს და იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას. საბანკო გარანტიის არააქცესორული ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარი უფლებამოსილია დაიტოვოს მსგავსი შესრულება. ასეთ შემთხვევაში დგება უსაფუძვლოდ გადახდილის უკან დაბრუნების საკითხი, რომლის მოთხოვნის უფლებაც პრინციპალს გააჩნია სკ-ის 976-ე მუხლის საფუძველზე.
ა----- ,,თ---–---------------------------------–-------------ების სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.2.4. გადაწყვეტილების დასაბუთებისას სასამართლომ გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც შემხებლობაში არ არის დავის არსთან. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა ისეთი უმნიშვნელოვანესი აქტები, როგორიც არის მაგალითად, კონვენცია ,,ბავშვთა უფლებების შესახებ’’. გარდა ამისა, სასამართლომ უგულებელყო მთელი რიგი მტკიცებულებები, ხოლო, სრულიად დაუსაბუთებლად რიგ დოკუმენტებს მიანიჭა მტკიცების უპირატესი ძალა. ყოველივე აღნიშნული კი, ერთობლიობაში ქმნის სრულიად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რაც გარდა კერძო სამართლებრივი ვალდებულებების დარღვევისა, ხელყოფს აპელანტის ინტერესს, იმოქმედოს ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად.
3.2.5. სასამართლომ, სადავო გადაწყვეტილების ფარგლებში არასწორად განმარტა დავის არსი, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას, რის გამოც შეილახა მხარეთა კანონიერი ინტერესები. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ორ გარემოებაზე, ერთი მხრივ დაადგინა, რომ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტი აკმაყოფილებდა უვნებლობის პარამეტრებს, ხოლო მეორე მხრივ, პროდუქტის შეუსაბამობა არ იყო არსებითი ხასიათის. შ-- „ე-–--სა“ და აპელანტს შორის არსებული დავა გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი მოცემულობიდან, რომ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებულმა კომპანიამ, მოწინააღმდეგე მხარემ, არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ყველისა და კარაქის ნაცვლად, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურებისას შემსყიდველს, ანუ აპელანტს მიაწოდა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე კარაქისა და ყველის მაგვარი მასა. შესაბამისად, ის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც არ არის ყველი და კარაქი, რომელიც პირდაპირ არღვევს ხელშეკრულების პარამეტრებს, აკმაყოფილებს თუ არა რაიმე სტანდარტს, ეს მოცემულ დავაში მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის, სხვა პროდუქტის მიწოდება ითვლება მიუწოდებლობად. თუმცა, თავად ყველისა და კარაქის და იმ პროდუქტის ერთმანეთთან შედარებით, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების გამოკვების მიზნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საუბარია უხარიხსო პროდუქტის მიწოდებაზე, რადგან, ფართო გაგებით უხარისხო გულისხმობს ისეთ პროდუქტს, რომლის გამოყენებითაც ვერ მიიღწევა იგივე შედეგი, რომელსაც მიაღწევდა დაინტერესებული მხარე ხარისხიანი პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში.
უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შ-- „ე-–---ს“ მიერ მიწოდებული ყველითა და კარაქით მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვება სრულიად განსხვავებული შედეგის მომტანია, თუნდაც მხოლოდ რძის კომპონენტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ამ ერთი კომპონენტის ისეთი მნიშვნელოვანი ხელყოფით, როგორიც განხორციელებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ, მთლიანად კვების მენიუს ხარისხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან საკითხი შეეხება მცირეწლოვანი ბავშვების კვების რეჟიმს, რომელიც შესყიდვის ეტაპზე დამუშავებულია სპეციალისტთა მიერ და გამოყვანილია იმ სავალდებულო მოთხოვნების დაცვით, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის. შესაბამისად, ნებისმიერი უმნიშვნელო კომპონენტის ცვლილებამაც კი შესაძლოა სრულიად შეცვალოს მენიუს არსი. სწორედ ამ რისკის გამორიცხვას ემსახურება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტით დადგენილი ვალდებულება, რომ მიმწოდებელმა არ განახორციელოს მენიუში თვითნებური ცვლილებები და ნებისმიერი ცვლილება შეათანხმოს შემსყიდველთან.
3.2.6. აპელანტს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვები მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლო კვლევის საგანი. ეს მსჯელობა ცალსახად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის არსი. აპელანტის მხრიდან, შ-- „ე-–---ს“ მიმართ წარმოშობილ პრეტენზიას საფუძვლად დაედო ქ. თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნა ქ-------–---- საბავშვო ბაგა-ბაღების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. შესამოწმებელი სურსათის ეტიკეტზე დატანილი იყო პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტების ჩამონათვალი. შესაბამისად, რაიმე დამატებითი კვლევის ჩატარება პროდუქტის შემადგენლობის დასადგენად საჭირო არ გამხდარა. მით უმეტეს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა პოზიციებითაც სადავო არაა ის ფაქტი, რომ ეტიკეტზე აღწერილი შემადგენლობა სრულად შეესაბამებოდა მიწოდებული პროდუქტის რეალურ შემადგენლობას. აღნიშნულ გარემოებას ასევე წერილობით ადასტურებს თავად მწარმოებელი კომპანია „ნ---------–-“, რომელიც განმარტავს, რომ შ-- „ე-–---სათვის“ მიწოდებული ე.წ. ყველი წლების განმავლობაში მზადდებოდა რძის ფხვნილისგან - აღდგენილი რძისაგან. თავის მხრივ, პროდუქტის შემადგენლობა რა თქმა უნდა წარმოადგენს საკვების მახასიათებელს. შესაბამისად, აპელანტის აზრით, სრულიად უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება“ სასამართლოს კვლევის საგანი არ ყოფილა. კიდევ უფრო უსაფუძვლოა ამ დასკვნის გამოტანა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს არ განუხორციელებიათ პროდუქტის ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევა და მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში. მთავრობის დადგენილება პირდაპირ ავალდებულებს მწარმოებელს ეტიკეტზე დაიტანოს პროდუქტის შემადგენლობა. რა უნდა ყოფილიყო ლაბორატორიული კვლევის მიზანი, რომ ეტიკეტში მითითებული აღდგენილი რძის, ანუ რძის ფხვნილის ნაცვლად ნატურალური რძე ხომ არ იყო გამოყენებული? მითუფრო, რომ თავად მწარმოებელი კომპანია ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ სწორედ აღდგენილ რძეზე, ანუ რძის ფხვნილზე მზადდებოდა პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებდა შ-- „ე-–---“ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების საკვებად. ასეთი მსჯელობით სასამართლო არა მხოლოდ არასწორად აღიქვამს დავის არსს, არამედ ხელყოფს მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპს და მტკიცებულებათა შეფასების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს.
3.2.7. დავა მდგომარეობს არა იმაში, რამდენად შეესაბამება პროდუქტის ეტიკეტი ეტიკეტირების მოთხოვნებს, არამედ იმაში, ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ, რამდენად შეესაბამება მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებს. შესაბამისად, პრობლემა მდგომარეობს არა ეტიკეტირების ტექნიკურ მახასიათებლებში, არამედ პროდუქტის შემადგენლობაში.
3.2.8. მთავრობის №441 დადგენილებით მწარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე დაიტანოს ნამდვილი და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. შესაბამისად, მესამე პირებისათვის და თუნდაც ხელშემკვრელი მხარისათვის, ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ითვლება ნამდვილად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. შესაბამისად, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევისას, ეტიკეტის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენება სრულიად ლეგიტიმური და კანონთან შესაბამისია, სასამართლოს მიერ განსხვავებული მიდგომა და მტკიცების ტვირთის სხვაგვარი გადანაწილება კი ცალსახად კანონსაწინააღმდეგოა. შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების საჭიროება უნდა დაეყენებინა მოწინააღმდეგე მხარეს და დაემტკიცებინა, რომ ეტიკეტზე არსებული ინფორამცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ არ იყო ნამდვილი და ხდებოდა ნატურალური რძის გამოყენება, ხოლო ეტიკეტზე მიეთითებოდა, როგორც რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი.
3.2.9. სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარეს შ-- „ე-–--ს“ არ დაუყენებია ეჭვქვეშ ის გარემოება, რომ მათ მიერ მიწოდებული ყველის მაგვარი მასა წარმოადგენდა აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტს.
3.2.10. სასამართლომ არათუ იმსჯელა ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არამედ, წაახალისა ის ხელყოფა, რომელიც განხორციელდა მოცემულ შემთხვევაში და მსჯელობა დაიყვანა მხოლოდ ეტიკეტირების პრობლემამდე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, არც არსებობდა. რეალურად, მიწოდების ნაკლი მდგომარეობდა იმ პროდუქტის შემადგენლობაში, რომელიც საკვებად მიეწოდათ ბავშვებს. მოსარჩელე აპელირებს და სასამართლო სრული საკანონმდებლო პრინციპების დარღვევით იზიარებს იმ მსჯელობას, რომ „იმერულის“ და არასათანადო შემადგენლობის კარაქი მოწმდებოდა შესაბამისი წესით და დადგენილი იყო მათი საკვებად ვარგისიანობის საკითხი. თუმცა ეს არ გულისხმობს რომ იგი ვარგისი, უსაფრთხო და სარგებლის მომტანი იყო ბავშვების ჯანმრთელობისათვის, ან სხვა პროდუქტთან ერთად მათი მიღება იგივე შედეგის მომტანი იყო, რომელ შედეგზეც ორიენტირებული იყო კვების მენიუ ერთიანობაში. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული კონკრეტული მახასიათებლის კარაქისა და ყველის შეძენა მოთხოვნილი იყო სპეციალისტთა მიერ, ბავშვების ჯანმრთელობაზე გავლენის და ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, წინასწარ რომ სცოდნოდა შემსყიდველს პროდუქტების ჩანაცვლების თაობაზე, სადავო ხელშეკრულება არ დაიდებოდა. ამ კუთხით, ხელშეკრულების მიზნისა და ინტერესის მნიშვნელოვანი, ნაკლიანი ნივთის მიწოდების შედეგზე მთლიანი ხელშეკრულების მიმართ არსებული ინტერესის ჭრილში სასამართლოს მსჯელობა საერთოდ არ აქვს მოცემული სადავო გადაწყვეტილებაში.
3.2.11. ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა და საკანონმდებლო ვალდებულებების გაუთვალისწინებლობამ განაპირობა ის გარემოებაც, რომ არ მოხდა აპელანტისათვის მოსარჩელე მხარის მიერ მიყენებული ზიანის სწორი შეფასება და შედეგად, შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.
3.2.12. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შ-- „ე-–--თან“ ანგარიშსწორების შეყოვნება განაპირობა ორმა გარემოებამ: შესრულების ნაკლის აღმოჩენამ და დათვლილი ზიანისა და გადასახდელი თანხის პროპორციამ.
3.2.13. აპელანტი აღიარებს, რომ გარდა კარაქისა და ყველის ღირებულებისა, დანარჩენ ნაწილში წარმოიშვა გადახდის ვალდებულება, თუმცა აღნიშნული ბევრად ნაკლები იყო შ-- „ე-–---ს“ მიერ უსაფუძვლოდ მიღებულ ანაზღაურებაზე. შესაბამისად, წარმოიშვა გაქვითვის უფლება და სამართლებრივი მოცემულობა, რაც გამორიცხავდა მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1 საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და მხარეთა მხრიდანაც სადავოდ არ ხდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებების სახით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასახულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1. – 3.1.16 პუნქტებში. შესაბამისად, ამ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატაც იზიარებს.
4.1.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შ-- „ე-–---ს“ მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შ-- „ე-–---ს“ მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით კი, კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.5. პუნქტში მითითებული ყველის ტექნიკური მახასიათებლები).
4.1.3. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუქნტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
4.1.4. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან დეკემბრის თვეში მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას მასზედ, რომ კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული კარაქი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე.
უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6 პუნქტში მითითებული კარაქის ტექნიკური მახასიათებლები). ასევე, უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5).
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 4.1, 102-103.1 მუხლებზე და განმარტავს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მხასიათებლებთან.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებზე, რომელთა თანახმად, თ---–----------–----–-------------იის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ--–--------–---- საბავშვო ბაგა-ბაღებში შ-- „ე-–---ს“ მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- მიმართვის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ „მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები“.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. ამდენად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილი არ არის უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები, მისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობა. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ აღნიშნული საფუძველია მითითებული. მიწოდებული პროდუქტის უშუალოდ ნიშან-თვისებების, მისი შემადგენლობის შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თვით მოსარჩელე შ-- „ე-–---მ“ წარმოადგინა და საქმის მასალებს ერთვის აღნიშნული პროდუქტის მიმწოდებლის - შ-- „ა--------------–------–--------ის“ მიმართვა, რომლის თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა და ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80.0%-ს.
შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
4.1.5. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი და მითითებულია ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, რაც შესაბამისი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი შესაბამისობაში არ იყო ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
4.1.6. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით პროდუქტ „ყველის“ რეგლამენტირება მოხდებოდა, მოსარჩელე მოპასუხე ბაგა-ბაღს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგივე პროდუქციას აწვდიდა, რაც სადავო პერიოდში მიაწოდა.
4.1.7. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „ყველის“ ნაწილში ვალდებულების ნაკლიანი შესრულებისა, გასაზიარებელია მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება მიჩნეულიყო იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხეს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა.
ამ კუთხით საგულისხმოა ასევე, შ-- „ე-–---სათვის“ ხსენებული პროდუქტის („იმერული“) მიმწოდებლის შ-- „ნ---------–--“-ის განმარტება, რომლის თანახმად, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
შესაბამისად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილი იყო მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს ისეთ არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
4.1.8. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია.
4.1.9. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულია პროდუქტი „იმერული“, ნაცვლად „ყველისა“, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებს.
4.1.10. სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. დადგენილია ისიც, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. ასევე, მოპასუხეს არ მოუთხოვია ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტიების დასკვნას და მიაჩნია, რომ მიწოდებული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება პროდუქტი ჩაითვალოს იმგვარ არსებითად ნაკლის მქონედ, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია (სუსგ 12/03/2019წლის განჩინება საქმეზე №ას-1900-2018).
განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ყველის ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ამ პროდუქტის აღდგენილი რძისაგან დამზადების შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეებს ანაზღაურების ვალდებულებისაგან, იმ პირობებში როცა პროდუქცია მიღებულია და სრულად მოხმარებულია.
რაც შეეხება „კარაქს“, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - „კარაქი“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარება ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
4.1.11. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე ბაგა-ბაღებს ასევე მართებულად დაეკისრათ მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ ანაზღაურებია 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს ეკისრება აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ბაგა-ბაღებს მართებულად დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოების გადახდა.
4.1.12. სააპელაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნებს საბანკო გარანტიის ნაწილში შ-- ე-–---ს“ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.
პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ბაგ-ბაღის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების გარანტიას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია ემსახურება დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაქტის არასათანადო შესრულებით, ის ასევე ფარავს იმ რისკს, რაც დაკავშირებულია მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის - სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, ბაღს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბაგა-ბაღი მიღებული საგარანტიო თანხით კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა, ზიანის არარსებობის გამო.
პალატის მოსაზრებით, მხოლოდ მოთხოვნის უფლების არსებობა იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორიც საბანკო გარანტიაა, არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას, უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, ამ შემთხვევაში მას ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა (სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
პალატა განმარტავს, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე.
განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი (ფულად გამოხატულებაში რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. შესაბამისად, პალატას არამართებულად მიაჩნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში საბანკო გარანტიის გამოყენება.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სწორედ სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლიდან გამომდინარეობს (სუსგ 12.03.2019, საქმე №ას-1900-2018).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე, რადგანაც ამ უკანასკნელმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა მოპასუხისათვის - (ბენეფიციარი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაზღაურებული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა (სკ-ის 890.1 მუხლი), რომელიც ა----- ,,თ---–-------------–--------------ს მიმართ შეადგენს 2289 ლარს; ა----- „თ---–--------------–--------------ს მიმართ - 3441 ლარს ა----- „თ---–---------------–--------------ს მიმართ 5161 ლარს და ა----- „თ---–---------------–--------------ს მიმართ 5046 ლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხები ექვემდებარება დაბრუნებას.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის საფუძველზე, რამდენადაც არსებობს შ-- „ე-–---ს“ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული გამორიცხავს ა--- „ქ.თ---–-------------–--------------ს“, ა--- „ქ------–--------------–--------------ის“, ა--- „ქ.თ---–---------------–--------------ს“ და ა--- ,,ქ.თ---–---------------–--------------ს“ შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, არ არსებობს ა--- „ქ.თ---–-------------–--------------ს“, ა--- „ქ------–--------------–--------------ის“, ა--- „ქ.თ---–---------------–--------------ს“ და ა--- ,,ქ.თ---–---------------–--------------ს“ სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისათვის საკამრისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----- „თ---–-------------–--------------ს“ ა----- „თ---–--------------–--------------ს“ ა----- „თ---–---------------–--------------ს“ და ა----- „თ---–---------------–--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; შ-- „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ-- „ე-–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად, ხოლო მოპასუხე მხარის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის
ვინაიდან, შ-- „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, გასაჩივრებულ ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, ა----- „თ---–-------------–-------------ს“, ა----- „თ---–--------------–-------------ს“, ა----- „თ---–---------------–-------------ს“ და ა----- „თ---–---------------–-------------ს“ შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 635.00 ლარის ოდენობით.
მოპასუხე მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა----- „თ---–-------------–--------------ს“ ა----- „თ---–--------------–--------------ს“ ა----- „თ---–---------------–--------------ს“ და ა----- „თ---–---------------–--------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. შ-- „ე-–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
4. გასაჩივრებულ ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, 1.1.1, 1.2.1, 1.3.1 და 1.4.1 პუნქტები) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
5. შ-- „ე-–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
5.1. ა----- „თ---–-------------–-------------ს შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2289 ლარის გადახდა;
5.2. ა----- ,,თ---–--------------–-------------ს შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 3441 ლარის გადახდა;
5.3. ა----- ,,თ---–---------------–-------------ს შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5161 ლარის გადახდა;
5.4. ა----- ,,თ---–---------------–-------------ს შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 5046 ლარის გადახდა;
6. ა----- „თ---–-------------–-------------ს“, ა----- „თ---–--------------–-------------ს“, ა----- „თ---–---------------–-------------ს“ და ა----- „თ---–---------------–-------------ს“ შ-- „ე-–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 635.00 ლარის ანაზღაურება;
7. ა----- „თ---–-------------–--------------ს“ ა----- „თ---–--------------–--------------ს“ ა----- „თ---–---------------–--------------ს“ ა----- „თ---–---------------–--------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
8. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /