1. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება:
ა ) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია;
ბ ) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა;
გ ) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.
2. გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე პრინციპალ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(17)
საქმე №ას-1391-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2022
…ფორმებს (იხ. სსსკ-ის 879-ე- 881-ე, 885-ე მუხლები), კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ ვლინდებოდა გარანტის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ან ასეთი ვალდებულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლები (იხ. სსკ-ის 887-ე, 889-ე მუხლები), მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარმა გარანტს 2014 წლის 22 დეკემბერს, განმეორებით მიმართა გარანტს საგარანტიო თანხის გადახდის…
საქმე №ას-415-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
…მითითება მასზედ, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარედგინა ვადაში, გაზრდილი მოთხოვნაც უნდა ჩათვლილიყო ვადაში წარდგენილად. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზი არ იძლეოდა ასეთი დასკვნის საფუძველს. 13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული…
საქმე №ას-1778-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2019
…თაობაზე დაუსაბუთებელია (გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში გარანტის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ან ასეთი ვალდებულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლები სახეზე არ არის; იხ. სსკ-ის 887-ე, 889-ე მუხლები)- შდრ. სუსგ-ებს: #ას-1900-2018, 12.03.2019წ; #ას-1511-2018, 26.03.2019წ. 20. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი…
…შინაარსი მისი გაფორმებისას გათვალისწინებული მხარეთა ნებიდან გამომდინარე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას საბანკო გარანტიის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების…
…სადაზღვევო კომპანიაში 2014 წლის 3 ივნისს არ შესულა. 18.6. ამრიგად, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მატარებელმა მოსარჩელემ დასაშვები მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა გარანტიის მოქმედების ვადაში გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა. სსკ-ის 889-ე მუხლი ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გარანტის პასუხისმგებლობა შეწყდება. საბანკო გარანტიაში…