1. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.
2. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(21)
საქმე №ას-19-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
…შემცირდა 300 000 აშშ დოლარით და ამჯერად, 392 889.66 აშშ დოლარის ანაზღაურება მოსთხოვა, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა. 3.9 სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 879-ე, 885-ე, 886-ე და 887-ე მუხლების საფუძველზე, და მიიჩნია, რომ 05.08.2022წ. #OCB/21-000296-1 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრა ის წინაპირობები რასაც უნდა აკმაყოფილებდეს…
საქმე №ას-107-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…გარანტმა მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა საგარანტიო თანხის გადახდის საფუძველი. ამასთან, საქმეში უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ გარანტმა ბენეფიციარისგან მოთხოვნის მიღებისთანავე წერილობითი კომუნიკაცია დაამყარა პრინციპალთან და სსკ 886.1 მუხლის შესაბამისად აცნობა მიღებული მოთხოვნის შინაარსი, თუმცა ამ მოთხოვნას პრინციპალი არ შეწინააღმდეგებია. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია გარანტის…
საქმე №ას-1208-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი; სსკ-ის 405-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა. სსკ-ის 886-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და ა.შ. 86. გონივრული ვადის…
საქმე №ას-415-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2019
…დამთავრებამდე 2014 წლის 31 იანვარს. კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დროულად მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, რაც გარანტის მიერ არ შესრულებულა. კასატორი მიუთითებს სსკ-ის 885-ე, 886-ე და 879-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა დავის გადასაწყვეტად აღნიშნული ნორმები და ნაცვლად აღნიშნულისა, განჩინება დააფუძნა იმ ნორმებზე, რომლის…
…სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: 13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 879-ე, 885-ე მუხლებით, 886-ე მუხლის მეორე ნაწილით, 887-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას და მისი მიზანია…