გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
330210018002631985
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/26327-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბა

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

მოსარჩელე: რ------------ი

წარმომადგენელი: მ--–------–----ე

მოპასუხე: სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი: ვ-------------–-ვა

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სს ,,ს----------–--------ს“ დაეკისროს რ------------ის სასარგებლოდ 7 100 ლარის გადახდა,სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შემოსავლების სამსახურის 11.04.2016წ. №1------ ბრძანების საფუძველზე, შპს „ს-------–------ზე“ გაცემულ იქნა №--------- ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ტოტალიზატორის მომწყობს ევალება საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტიის მოპოვება. შესაბამისად, გარანტის სახით, კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიდა ს----------–--------ი.

2016 წლის აპრილის თვეში მოსარჩელე რ------------მა ტოტალიზატორში გაიარა ონლაინ რეგისტრაცია და ამავე წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ფსონებიდან მიღებულმა მოგებამ შეადგინა - 7 100 ლარი. თუმცა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ტოტალიზატორის მიერ მოსარჩელისათვის აღნიშნული თანხის გადახდა არ მომხდარა. მოსარჩელემ უკანასკნელად 15.02.2017წ. წერილობით მიმართა შპს ,,ს-------–------ს“ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.

 

2017 წლის 17 მაისს რ------------მა პრეტენზიით მიმართა ტოტალიზატორის გარანტს - სს ,,ს----------–--------ს“, რომლის 2017 წლის 23 მაისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნის განხილვისათვის უნდა წარედგინა სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

2018 წლის 05 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქმეზე №2-------17, მოსარჩელე რ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,ს-------–------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პრიზის გადახდა - 7 100 ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 213 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო ბიუროში, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხორციელდება, რადგან მოპასუხე მხარეს არ გააჩნია შესაბამისი სახსრები.

 

2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელე რ------------მა სს ,,ს----------–--------ს“ კვლავ მიმართა პრიზის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ბანკის 2018 წლის 13 მარტის №------- წერილით ეცნობა, რომ ტოტალიზატორის 2017 წლის 03 თებერვლის წერილის საფუძველზე, გაუქმებულ იქნა გარანტია და ბანკი აღარ არის ვალდებული აანაზღაუროს პრიზის თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს ,,ს----------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 08 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,ს-------–------ს“ შორის დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განისაზღვრა გარანტიის გაუქმების პირობები. კერძოდ, საბანკო გარანტია ავტომატურად უქმდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების დადგომის შემთხვევაში: საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრინციპალის სასარგებლოდ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, გარანტორის მიერ ბენეფიციარის თანხმობის გარეშე გარანტიის გამოთხოვით (გაუქმებით).

 

აღნიშნულის შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ს“ 2017 წლის 03 თებერვალს წარედგინა გარანტიის გაუქმების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის I-------- და I-------- წერილები, რომლითაც დასტურდება შპს ,,ს-------–------ზე“ გაცემული ტოტალიზატორისა და სამორინეს მოწყობის ნებართვების გაუქმება. ამდენად, იმავე დღეს, გარანტიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გაუქმდა საბანკო გარანტია.

 

ბენეფიციარის - რ------------ის მოთხოვნა, საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში - 7 100 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურების თაობაზე, სს „ს----------–--------ს“ წარდეგინა 2017 წლის 17 მაისსა და 2018 წლის 27 თებერვალს. თუმცა, აღნიშნული პერიოდისათვის გასული იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა. გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კი, ბენეფიციარს აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ გარანტს შესრულება მოსთხოვოს. შესაბამისად, არ არსებობს ბენეფიციარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების წინაპირობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 11 აპრილის №1------ ბრძანების საფუძველზე, შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა №---------, რომლის თანახმად შპს „ს-------–------ს“ მიეცა უფლება კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით, მოეწყო ტოტალიზატორი. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

 

ბრძანების საფუძველზე, შპს „ს-------–------მა“ მოაწყო ტოტალიზატორი და ახორციელებდა შესაბამის საქმიანობას.

 

3.1.2. 2016 წლის 08 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ (გარანტი) და შპს ,,ს-------–------ს“ (პრინციპალი) შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №P--------, რომლის საფუძველზეც, ამავე დღეს გარანტის მიერ გაცემულ იქნა ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტია №P--------, რომლითაც სს „ს----------–--------მა“, როგორც გარანტმა იკისრა გამოუთხოვადი ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში თუ პრინციპალი ვერ უზრუნველყოფდა ტოტალიზატორის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით, მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის სასარგებლოდ მოგების გაცემას, ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნის მიღების საფუძველზე, გადაეხადა მისთვის ნებისმიერი თანხა ან თანხები 10 000 ლარის ფარგლებში, რომლებიც ჯამში საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება აღემატებოდეს ამ საბანკო გარანტიაში მითითებულ თანხას. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 18 აპრილის ჩათვლით.

 

გარანტიის თანახმად, მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების/საოქმო ჩანაწერის ასლი, ბენეფიციარის სასარგებლოდ საპრიზო თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე. ამასთან, განისაზღვრა, რომ გარანტია ავტომატურად უქმდება ერთ ერთი შემდეგი გარემოების დადგომის შემთხვევაში:

-საბანკო გარანტიის ვადის გასვლით;

-აღნიშნული საბანკო გარანტიით, გარანტს უფლება აქვს გამოითხოვოს (გააუქმოს) გარანტია ბენეფიციარის თანხმობის გარეშე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული წერილის ორიგინალის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარდგენის საფუძველზე, პრინციპალის სასარგებლოდ გაცემული ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების ან მოქმედების ვადის გასვლის შესახებ.

 

2016 წლის 11 აპრილის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა შეიცვალა და განისაზღვრა - 2021 წლის 15 მაისი.

 

3.1.3 რ------------მა შპს „ს-------–------ში“ ონლაინ რეგისტრაცია გაიარა 2016 წლის აპრილში. ამასთან, მის მიერ 2016 წლის განმავლობაში დადებული ფსონებით მოგებულმა თანხამ შეადგინა - 7 100 ლარი.

 

რ------------მა არაერთხელ მიმართა შპს „ს-------–------ს“ მოგებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

 

3.1.4. 2017 წლის 17 მაისს რ------------მა წერილობით მიმართა შპს „ს-------–------ის“ გარანტს სს „ს----------–--------ს“ მოგებული თანხის - 7100 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.

 

აღნიშნულზე, სს “ს----------–--------ის“ 2017 წლის 23 მაისის წერილით, რ------------ს ეცნობა, რომ ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში მოთხოვნის განხილვისათვის, გარდა ბენეფიციარის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციისა, განცხადებაზე ასევე დართული უნდა ყოფილიყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების/საოქმო ჩანაწერის ასლი, ბენეფიციარის სასარგებლოდ საპრიზო თანხის გადახდის დაკისრების შესახებ, რომლის თანახმადაც, რ------------ი წარმოადგენს მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელს და საბანკო გარანტიაში ერთ-ერთ მხარეს, ანუ „ბენეფიციარს“ საქართველოს კანონის („ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“) თანახმად.

 

3.1.5. სს „ს----------–--------ის“ 23.05.2017წ. პასუხის შესაბამისად, რ------------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „ს-------–------ისათვის“ მოგებული თანხის დაკისრება. ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-------17), რ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „ს-------–------ს“ მოსარჩელე რ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა - 7 100 ლარის გადახდა; შპს „ს-------–------ს“, რ------------ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 213 ლარის ანაზღაურება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 09.02.2018წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარდგენილ იქნა აღსასრულებლად თბილისის სააღსრულებო ბიუროში, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა შპს „ს-------–------ის“ მიერ სახსრების უქონლობის გამო.

 

3.1.6. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 01.02.2017წ. №1------ ბრძანებით, 2017 წლის 01 თებერვლიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის №1------ ბრძანება და გაუქმდა შპს „ს-------–------ზე“ გაცემული სამორინეს მოწყობის №1------- ნებართვა.

 

აღნიშნულის საფუძველზე, სს „ს----------–--------ის“ მიერ გაუქმებულ იქნა შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 08 ნოემბერს გაცემული ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტია №P--------.

 

3.1.7. 2018 წლის 27 თებერვალს რ------------მა განმეორებით მიმართა წერილობით შპს „ს-------–------ის“ გარანტს - სს „ს----------–--------ს“ მოგებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთან, განცხადებას დაურთო სასამართლოს 05.01.2018წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს-------–------ს“ რ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა მოგებული თანხის - 7100 ლარის გადახდა. თუმცა, სს „ს----------–--------ის“ 2018 წლის 13 მარტის წერილით რ------------ს ეცნობა, რომ სს „ს----------–--------ის“ მიერ გაუქმებულ იქნა შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ გაცემული გარანტია. კერძოდ, 2017 წლის 03 თებერვალს სს „ს----------–--------ს“ მიმართა პრინციპალმა სსიპ შემოსავლების სამსახურის №ID:4------ და №ID:4------ წერილებით, რითაც ადასტურებდა ლიცენზიის გაუქმებას და რაც კონკრეტული ტიპის გარანტიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, სს „ს----------–--------ის“ მიერ მოხდა საბანკო გარანტიის გაუქმება იმავე თარიღში (2017 წლის 03 თებერვალი).

 

ამდენად, ვინაიდან გაუქმდა აღნიშნული საბანკო გარანტია, სს „ს----------–--------მა“ რ------------ს უარი განუცხადა მოგებული თანხის ანაზღაურებაზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 879-ე, 885-886-ე, 887-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

საბანკო გარანტია არის ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება პრინციპალსა და გარანტს შორის. საბანკო გარანტიისათვის, ისევე როგორც ყველა ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი), რომლებიც შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით ან კანონით. ჩვეულებრივ, მხარეები ჯერ თანხმდებიან, მაგალითად: გარანტიით უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე; გარანტიის მოქმედების ვადაზე; გარანტიის საზღაურზე; დოკუმენტების ჩამონათვალზე, რაც უნდა ბენეფიციარმა წარუდგინოს გარანტს საგარანტიო თანხის მოთხოვნის დროს, რის შემდეგაც გარანტი საგარანტიო წერილით აცნობებს ბენეფიაციარს უკვე შეთანხმებული გარანტიის მოქმედების პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 08 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ (გარანტი) და შპს ,,ს-------–------ს“ (პრინციპალი) შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №P--------, რომლის საფუძველზეც, გარანტის მიერ გაცემულ იქნა ტოტალიზატორის საპრიზო ფონდის უზრუნველყოფის გარანტია №P--------, რომლითაც სს „ს----------–--------მა“, როგორც გარანტმა იკისრა გამოუთხოვადი ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ პრინციპალი ვერ უზრუნველყოფდა ტოტალიზატორის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად გათვალისწინებული ფორმითა და ოდენობით, მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის სასარგებლოდ მოგების გაცემას, ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნის მიღების საფუძველზე, გადაეხადა მისთვის ნებისმიერი თანხა ან თანხები 10 000 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 15 მაისი.

 

ამდენად, სს „ს----------–--------სა“ და შპს „ს-------–------ს“ შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლითაც სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.2. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში განსახილველ საკითხს წარმოადგენს - აქვს თუ არა სს „ს----------–--------ს“ რ------------ისათვის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ს-------–------ის“ მიერ გადაუხდელი მოგების ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის აპრილის თვეში რ------------მა შპს „------–------–-“ გაიარა ონლაინ რეგისტრაცია და ამავე წელს, დადებული ფსონებით მოიგო - 7100 ლარი. დადგენილია, ასევე რომ მოგებული თანხა შპს „ს-------–------ს“ მოსარჩელისათვის არ გადაუხდია. ამდენად, საბანკო გარანტიის შესაბამისად, რ------------მა მოგების გადახდევინების მიზნით, მიმართა გარანტს სს „ს----------–--------ს“. კერძოდ, რ------------მა თავდაპირველად სს „ს----------–--------ს“ წერილობითი მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 17 მაისს. შესაბამისად, ვინაიდან გარანტიის მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო - 2021 წლის 15 მაისი, რ------------მა სს „ს----------–--------ს“ მიმართა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე. აღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელემ სს „ს----------–--------ისაგან“ მიიღო პასუხი, რომ გარანტიის ფარგლებში მოგებული თანხის მიღებისათვის უნდა წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საპრიზო თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა, რომ რ------------ი წარმოადგენს საპრიზო ბილეთის მფლობელს და საბანკო გარანტიაში ერთ-ერთ მხარეს „ბენეფიციარს“.

 

შესაბამისად, რ------------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ს-------–------ის“ მიმართ, მოგებული თანხის - 7100 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ს-------–------ს“ მოსარჩელე რ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 7100 ლარის გადახდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სს „ს----------–--------ის“ 23.05.2017წ. პასუხის შესაბამისად, 2018 წლის 27 თებერვალს რ------------მა კვლავ მიმართა გარანტს სს „----------–---------“ მოგებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ამჯერად სს „ს----------–--------მა“ აცნობა, რომ 2017 წლის 03 თებერვალს პრინციპალის მიმართვის საფუძველზე, გაუქმდა შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ გაცემული გარანტია და აღნიშნულის გამო სს „ს----------–--------ს“ აღარ ეკისრებოდა გარანტიის ფარგლებში თანხის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, რ------------ის მიერ წერილობითი მოთხოვნები სს „ს----------–--------ს“ წარედგინა 2017 წლის 17 მაისსა და 2018 წლის 27 თებერვალს. აღნიშნული პერიოდისათვის, კი საბანკო გარანტია გაუქმებული იყო და შესაბამისად გასული იყო მისი მოქმედების ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის თანახმად, გარანტის მიერ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ ერთ საფუძველს წარმოადგენს - თუ ეს მოთხოვნა წარდგენილ იქნება გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. ამდენად, საბანკო გარანტიის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ გარანტის მიერ პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის გასვლა, კი წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სსკ-ის 889-ე მუხლის შესაბამისად, გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა, კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-1338-1376-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ს-------–------ის“ სასარგებლოდ სს „ს----------–--------ის“ მიერ გაცემული გარანტია გაუქმებულ იქნა 2017 წლის 03 თებერვალს. ამასთან, მოგებული თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა სს „ს----------–--------ს“ რ------------ის მიერ თავდაპირველად წარედგინა 2017 წლის 15 მაისს. შესაბამისად, ამ დროისათვის სს „ს----------–--------ისათვის“ უკვე ცნობილი იყო გარანტიის გაუქმების თაობაზე. თუმცა, მან ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა მოსარჩელისათვის, მიუთითა, რომ მოგებული თანხის ანაზღაურებისათვის წარედგინა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თანხის დაკისრების თაობაზე. ამდენად, სს „ს----------–--------მა“ მიუთითა რა რ------------ს ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე, აღნიშნული გარემოება გახდა მოსარჩელის სამართლებრივი ქმედებების მაპროვოცირებელი. კერძოდ, მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით შპს „ს-------–------ის“ წინააღმდეგ მოგებული თანხის დაკმაყოფილების მოთხოვნით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებით სს „ს----------–--------მა“ ფაქტობრივად დაადასტურა მისი ვალდებულება და გამოხატა თანხმობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში, რ------------ისათვის აენაზღაურებინა მოგებული თანხა.

 

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლი გარანტიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლას და არა გარანტიის ვადამდე მის გაუქმებას. შესაბამისად, ვინაიდან სს „ს----------–--------სა“ და შპს „ს-------–------ს“ შორის დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გარანტიის მოქმედების ვადად განსაზღვრულ იქნა 2021 წლის 15 მაისი, რ------------ს გონივრული ვარაუდი უნდა ჰქონოდა იმისა, რომ გარანტი სწორედ ამ ვადამდე განახორციელებდა მოგებული თანხის ანაზღაურებას. აღნიშნული მოლოდინი, ასევე დადასტურებულ იქნა სს „ს----------–--------ის“ 2017 წლის 23 მაისის წერილით. ამასთან, სს „ს----------–--------ს“ რ------------ისათვის არ უცნობებია გარანტიის გაუქმების თაობაზე.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 886-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს. ხოლო, ამავე კოდექსის 887-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, კი გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

გარანტის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით. შესაბამისად, სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს გარანტს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება - ბენეფიციარის მოთხოვნა განიხილოს გონივრულ ვადაში, გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს და დაუყოვნებლივ აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში, სს „ს----------–--------მა“ რ------------ს არა დაუყოვნებლივ, არამედ თითქმის ერთი წლის შემდგომ აცნობა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ პირობებში, როდესაც მისთვის რ------------ის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარდგენის დროისათვის უკვე ცნობილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის თაობაზე. რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ გარანტმა, მისი ქმედებიდან გამომდინარე, დაკარგა ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომ რ------------მა შპს „ს-------–------ში“ თანხა მოიგო 2016 წელს. ამ დროისათვის, კი სს „ს----------–--------ის“ მიერ გაცემული გარანტია იყო მოქმედი. ამასთან, გარანტია მოქმედებდა 2021 წლის 15 მაისამდე, ხოლო სს „ს----------–--------ს“ რ------------ისათვის არ უცნობებია მისი გაუქმების თაობაზე. არამედ 2017 წლის 23 მაისის წერილით დაეთანხმა მოგების ანაზღაურების ვალდებულებას და აღნიშნული პირობის განხორციელების წინაპირობად ბენეფიციარს მოსთხოვა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენა.

 

სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. (იხ. სუსგ. №ას-1708-1602-2012; 09 ოქტომბერი, 2013 წელი)

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ------------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სს „ს----------–--------ს“ რ------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7100 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 223 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს „ს----------–--------ს“ მოსარჩელე რ------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად -213 ლარის გადახდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის სააღსრულებო ბიუროში გადახდილი მოსაკრებლის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან აღნიშნული ხარჯი არ წარმოადგენს მოცემულ დავასთან დაკავშირებულ საპროცესო ხარჯს. ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 223 ლარი. თუმცა, ვინაიდან დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 213 ლარს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 10 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ------------ის სარჩელი სს „ს----------–--------ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე სს „ს----------–--------ს“ მოსარჩელე რ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 7 100 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე სს „ს----------–--------ს“ მოსარჩელე რ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 213 ლარის გადახდა.

 

3. რ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 223 ლარიდან - 10 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №-.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე № 2/26327-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

 

13 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: რ------------ი

წარმომადგენელი: მ--–------–----ე

 

მოპასუხე: სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი: ვ-------------–-ვა

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ------------ის სარჩელი სს „ს----------–--------ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე სს „ს----------–--------ს“ მოსარჩელე რ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 7 100 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე სს „ს----------–--------ს“ მოსარჩელე რ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 213 ლარის გადახდა.

 

3. რ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 223 ლარიდან - 10 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №-.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი