განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001480778
საქმე №2ბ/6869-16
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ქ-------–----------–----–--------------ა
მოწინააღმდეგე მხარეები: სს ,,ა----------------ა“
წარმომადგენელი - ნ---- ლ-------ია
დავის საგანი - საგარანტიო თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 20.05.2013 წელს, ქ-------–----------ასა და შპს ,,ა-–----------“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს,,ა-–----------“-ს უნდა განეხორციელებინა ქ-------–--–---------------------------–---------------ს მხარეს მდებარე ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა მიმართეს გარანტირების მექანიზმს, საბანკო გარანტიას, რომელიც გაიცა სს ,,ს------------------------ ა-----ს“ მიერ 39 000 ლარის ოდენობით, 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.05.2013 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-----------1 (ს.ფ. 14-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. სს ,,ა----- დ----------“, ქ--------–-----------ას და შპს ,,ა-–----------“-ს შორის 20.05.2013 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იკისრა ვალდებულება ყოფილიყო გარანტი და პასუხისმგებელი ქ-------–----------ის წინაშე მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საერთო თანხის 39 000 ლარის ფარგლებში. გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 10 თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ა----------------ის“ ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, საბანკო გარანტია №FღI-13-024178 (ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქ-------–----------ის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №--------------- წერილით შპს ,,ა-–----------“-ს ეთხოვა კონკრეტულ ობიექტზე, კერძოდ, ხ------------ ქუჩის ტროტუარების მოასფალტების სამუშაოების დასრულებამ 2013 წლის 5 ნოემბრამდე, თუმცა შპს ,,ა-–----------“-ს მიერ ხ------------ ქუჩის ტროტუარების მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 11 და 27 დეკემბერს, ანუ გადაცილებულ იქნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი. 2013 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით, შპს ,,ა-–----------“-მა შეასრულა 421 287.03 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო №-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების თანხამ შეადგინა 888 710.79 ლარი, რომლის 3% შეადგენს 26 661.33 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №-------------- წერილი (ს.ფ. 23);
- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 24-46).
2.4. ქ-------–----------ამ 2014 წლის 31 იანვარს წერილობით მიმართა მოპასუხე სს ,,ა----------------ას“, შპს ,,ა-–----------“-თან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის, ვადაგადაცილების გამო, საგარანტიო თანხის - 25 115.7951 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა სს ,,ა----------------ამ“ დააკმაყოფილა, მოთხოვნილი თანხა 16/04/2014 წელს ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ-------–----------ის 2014 წლის 31 იანვრის №----------- წერილი (ს.ფ. 47-48);
- 16/04/2014 წლის საგადახდო დავალება №1397658597 (ს.ფ. 74);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.5. ქ-------–----------ამ 2014 წლის 25 ივლისს წერილობით მიმართა მოპასუხე სს ,,ა----------------ას“, შპს ,,ა-–----------“-თან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის, ვადაგადაცილების გამო, საგარანტიო თანხის - 26 661.33 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა სს ,,ა----- დ----------“ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ-------–----------ის 2014 წლის 25 ივლისის №-------------- წერილი (ს.ფ. 49-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების განხილვა-გამოკვლევის საფუძველზე, მიიჩნია, რომ სს ,,ა----------------ას“ ქ-------–----------ის მიმართ არ აქვს 1545.53 ლარის გადარიცხვის ვალდებულება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ-------–----------ამ 2014 წლის 31 იანვარს და განმეორებით 2014 წლის 25 ივლისს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შპს ,,ა-–----------“-ს მიერ ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 26 661.33 ლარის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 25 115.80 ლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხესთან განმეორებითი მიმართვა განხორციელდა დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას - მოსარჩელე პირველი წერილით ითხოვდა 25 115.80 ლარის და არა 26 661.33 ლარის ანაზღაურებას.
დადგენილია, რომ ქ-------–----------ის მიერ პირველი წერილით მოთხოვნილი თანხა მოპასუხე სს ,,ა----------------ამ“ სრულად აანაზღაურა. მოსარჩელემ მოპასუხე ს------------------------ს მეორე წერილით მიმართა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე რომლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან ს------------- ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
მოპასუხე სს ,,ა----------------ამ“ ბენეფიციარის - ქ-------–----------ის 31/01/2014 წლის წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, რომლითაც ბენეფიციარი ითხოვდა შპს ,,ა-–----------“-ს მიერ, 2013 წლის 20 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის საფუძველზე, საგარანტიო თანხის - 25 115.7951 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვას, 16/04/2014 წელს მოთხოვნილი თანხა - 25 115.80 ლარი, ჩარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი №1397658597 საგადახდო დავალებით.
2014 წლის 25 ივლისს, ქ-------–----------ამ კვლავ მიმართა ს------------- კომპანიას და იმავე გარანტიის ფარგლებში მოითხოვა 26 661.33 ლარის ანაზღაურება. ვინაიდან, გარანტმა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხა 25 115.80 ლარი, შესაბამისად, იმჯერად მოთხოვნას წარმოადგენდა 1545.53 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ს------------- კომპანიამ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა წარმოდგენილი იყო საგარანტიო ვადის დასრულების შემდეგ.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლზე რომლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
ამავე კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა.
როგორც აღინიშნა, ქ-------–----------ის მეორე მოთხოვნა, რომელიც თარიღდება 2014 წლის 25 ივლისით, სს ,,ა----------------ის“ მიერ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ბენეფიციარმა გარანტს წერილობითი მოთხოვნით მიმართა გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით რეგლამენტირებულია საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გარანტის გათავისუფლების პირობები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მოთხოვნის წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. კანონმდებელი ნების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს - გარანტის წინაშე მის გამოვლენას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით, ანუ ნების ნამდვილობა პირდაპირ კავშირშია ადრესატის მიერ მისი ვადაში მიღების ობიექტურ შესაძლებლობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ ქ-------–----------ამ სს ,,ა----------------ას“ მეორე წერილით მიმართა 2014 წლის 25 ივლისს, ხოლო გარანტია გაცემული იყო 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, დასტურდება, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნით მიმართა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს გარანტიის ფარგლებს, როგორიცაა, მისი უპირობო ხასიათი, ვალდებულების მოცულობა და ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს ვალდებულება. ვინაიდან ბენეფიციარმა გარანტს მიმართა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აპელანრი განმარტავს, რომ სასამართლომ ერთ-ერთ დადგენილ სადავო გარემოებად მიიჩნია, რომ ქ-------–----------–----–--------------ამ მოპასუხე ს------------- კომპანიას მეორე წერილით მიმართა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რასაც აპელანტი არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ-------–----------–----–--------------ის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ხოლო მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნის წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი.
ქ-------–----------–----–--------------ა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდგე გარემოებათა გამო:
აპელნტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ:
ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
გ) არასწორად განმარტა კანონი.
მოცემულ შემთხვევაში, ქ-------–----------–----–--------------ა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საქმეზე მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
დადგენილი გარემოებაა, რომ ქ-------–----------ასა და შპს „--–------------ს შორის 2013 წლის 20 მაისს დაიდო სახელწიფო შესყიდვის შესახებ №-------------- ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ს------------- კომპანია ა----- ჯგუფის“ მიერ 2013 წლის 20 მაისს გაცემულ იქნა №FRI/13-024178 საბანკო გარანტია - 39300 ლარის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ-------–----------ამ, 2014 წლის 31 იანვარს და განმეორებით 2014 წლის 25 ივლისს წერილობით მიმართა შპს „ს------------- კომპანია ა----- ჯგუფს“ და მოითხოვა შპს „--–------------ის მიერ ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის - 26 661.33 ლარის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ, თუმცა შპს „ს------------- კომპანია ა----- ჯგუფის“ მიერ მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა 2013 წლის 20 მაისს გაცემული საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ჩასარიცხი 26 661.33 ლარის ნაცვლად, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხა მხოლოდ 25 115.80 ლარი, დარჩენილი 1 545.53 ლარის ჩარიცხვა კი არ განხორციელებულა.
აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე და 889-ე მუხლებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმებით რეგლამენტირებულია საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან გარანტის გათავისუფლების პირობები, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მოთხოვნის წარდგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ქ-------–----------ამ სს "ა----------------ას" მეორე წერილით მიმართა 2014 წლის 25 ივლისს, ხოლო გარანტია გაცემული იყო 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, დასტურდება, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნით მიმართა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
როგორც უკვე აღინიშნა, საბანკო გარანტია გაცემული იყო 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. ქ-------–----------ამ გარანტს მოთხოვნა წაუყენა 2014 წლის 31 იანვარს, ანუ გარანტიის მოქმედების პერიოდში. რაც შეეხება 2014 წლის 25 ივლისის წერილს, აღნიშნული წარმოადგენს 2014 წლის 31 იანვრის წერილის დაზუსტებას.
ქ-------–----------–----–--------------ა იზიარებს სასამართლოს მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ გარანტს უნდა წარედგინოს საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, თუმცა სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემობა, რომ ქ-------–----------ამ სს "ა----------------ას" თავდაპირველად მიმართა საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე 2014 წლის 31 იანვარს. არსებით გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დროულად მოახდინა თავისი უფლების რეალიზება და მოითხოვა ვალდებულების შესრულება, რაც გარანტის მიერ არ შესრულებულა. ამდენად, სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კედექსის 887-ე და 889-ე მუხლებზე მითითებით მიიღო საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება. ქ-------–----------–----–--------------ის მიერ წარდგენილი მოთხოვნა აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც წარმოშობდა გარანტის ვალდებულებას ამავე კოდექსის 879-ე და 886-ე მუხლების საფუძველზე მოეხდინა ბენეფიციარისათვის ანგარიშსწორება მისივე მოთხოვნის ფარგლებში. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა მოცემული დავის მოსაწესრიგებლად შესაბამისი ნორმები და ნაცვლად აღნიშნულისა, გადაწყვეტილება დააფუძნა სამართლის იმ ნორმებს, რომლის გამოყენების შესაძლებლობას, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული გარემოება და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტის მიმართ წარდგენილ იქნა ვადაში, რაც დაზუსტებულ იქნა 2014 წლის 25 ივლისის წერილით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ-------–----------–----–--------------ა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.8. პუნქტები).
4.2. 20.05.2013 წელს, ქ-------–----------ასა და შპს ,,ა-–----------“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს ,,ა-–----------“-ს უნდა განეხორციელებინა ქ-------–--–---------------------------–---------------ს მხარეს მდებარე ქუჩების ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა მიმართეს გარანტირების მექანიზმს, საბანკო გარანტიას, რომელიც გაიცა სს ,,ს------------------------ ა-----ს“ მიერ 39 000 ლარის ოდენობით, 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
4.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქ-------–----------ის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №--------------- წერილით შპს ,,ა-–----------“-ს ეთხოვა კონკრეტულ ობიექტზე, კერძოდ, ხ------------ ქუჩის ტროტუარების მოასფალტების სამუშაოების დასრულება 2013 წლის 5 ნოემბრამდე, თუმცა შპს ,,ა-–----------“-ს მიერ ხ------------ ქუჩის ტროტუარების მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 11 და 27 დეკემბერს, ანუ გადაცილებულ იქნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი.
2013 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით, შპს ,,ა-–----------“-მა შეასრულა 421 287.03 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო №-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების თანხამ შეადგინა 888 710.79 ლარი, რომლის 3% შეადგენს 26 661.33 ლარს.
4.4. ქ-------–----------ამ 2014 წლის 31 იანვარს წერილობით მიმართა მოპასუხე სს ,,ა----------------ას“, შპს ,,ა-–----------“-თან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის, ვადაგადაცილების გამო, საგარანტიო თანხის - 25 115.7951 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა სს ,,ა----------------ამ“ დააკმაყოფილა, მოთხოვნილი თანხა 16/04/2014 წელს ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე.
4.5. ქ-------–----------ამ 2014 წლის 25 ივლისს წერილობით მიმართა მოპასუხე სს ,,ა----------------ას“, შპს ,,ა-–----------“-თან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის, ვადაგადაცილების გამო, საგარანტიო თანხის - 26 661.33 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნა სს ,,ა----- დ----------“ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი.
4.6. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების განხილვა-გამოკვლევის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სს ,,ა----------------ას“ ქ-------–----------ის მიმართ არ აქვს 1545.53 ლარის გადარიცხვის ვალდებულება.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერიამ 2014 წლის 31 იანვარს და განმეორებით 2014 წლის 25 ივლისს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შპს ,,ა-–----------“-ს მიერ ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 26 661.33 ლარის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ, თუმცა მოპასუხემ ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 25 115.80 ლარი.
4.7. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან ს------------- ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს.
საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ. სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. (იხ. სუსგ 17.03.2009წ. №ას-781-996-08, სუსგ 4.05.2015წ. №ას-161-151-2015).
პალატა მიიჩნევს, რომ კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, რა დროსაც უნდა უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.
საბანკო გარანტიის ავტონომიური, დამოუკიდებელი ხასიათი ვლიდება იმ გარემოებების განსაზღვრაში, რომელიც ათავისუფლებს გარანტს გადახდის შესრულების ვალდებულებისაგან გარანტიის მიხედვით. გარანტს შეუძლია უარი უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ის არ შეესაბამება გარანტიაში გათვალისწინებულ გარემოებებს. გარანტს უფლება არ აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მას არ გააჩნია უფლება კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ წამოაყენოს მოთხოვნები,რაც დაკავშირებული იქნება ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სს ,,ა----------------ამ“ ბენეფიციარის - ქ-------–----------ის 31/01/2014 წლის წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, რომლითაც ბენეფიციარი ითხოვდა შპს ,,ა-–----------“-ს მიერ, 2013 წლის 20 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის საფუძველზე, საგარანტიო თანხის - 25 115.7951 ლარის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვას, 16/04/2014 წელს მოთხოვნილი თანხა - 25 115.80 ლარი, ჩარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი №1397658597 საგადახდო დავალებით. 2014 წლის 25 ივლისს, ქ-------–----------ამ კვლავ მიმართა ს------------- კომპანიას და იმავე გარანტიის ფარგლებში მოითხოვა 26 661.33 ლარის ანაზღაურება. ამჯერად მოთხოვნას წარმოადგენდა 1545.53 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა ს------------- კომპანიამ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა წარმოდგენილი იყო საგარანტიო ვადის დასრულების შემდეგ.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ-------–----------ის 2014 წლის 25 ივლისის მეორე მოთხოვნა, სს ,,ა----------------ის“ მიერ არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ბენეფიციარმა გარანტს წერილობითი მოთხოვნით მიმართა გარანტიის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. გარანტია გაცემული იყო 2014 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიჩნევს, რომ ბენეფიციარმა გარანტს მოთხოვნით მიმართა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ-------–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
2. ქ-------–----------–----–--------------ა განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;
5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირები, რომლებიც ესწრებოდნენ სასამართლო განჩინების გამოცხადებას, ვალდებულნი არიან განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბარონ განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე