გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2----17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ქ. თ---–--ის მ----–----–------ის მ---ია
წარმომადგენელი - თ----- ლ----------ა
მოპასუხე - სს „ა----- დ--------ა“
წარმომადგენელი - თ------- ბ-–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს "ა----- დ--------ას“ მოსარჩელე თ---–--ის მ----–----–------ის მ---იის სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 20 თებერვლის №ფ------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 3686,58 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე სს "ა----- დ--------ას“ მოსარჩელე თ---–--ის მ----–----–------ის მ---იის სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 20 თებერვლის №ფ------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 303,2 ლარის გადახდა.
სარჩელში განმარტებულია, რომ თ---–--ის მ----–----–------ის მ---იასა და სპს „ე-–---ას“ შორის 2013 წლის 25 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულება, ღირებულებით - 4--------- ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა თ---–--ში, ისანი-სამგორის რაიონში ისნის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----ის“ მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაიცა №ფ------------- საბანკო გარანტია 12 510,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–---ას“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, მ---იის პირველი მოთხოვნისთანავე.
მხარეთა შორის 2013 წლის 20 მარტს გაფორმდა მეორე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულება ღირებულებით - 449 999,94 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა თ---–--ში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----ის“ მიერ 2013 წლის 20 თებერვალს გაიცა №ფ------------- საბანკო გარანტია - 13 500,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–---ას“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, მ---იის პირველი მოთხოვნისთანავე.
სპს „ე-–---ამ“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, კერძოდ, გზის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები კონკრეტულ ობიექტებზე შესრულდა მოცემული დავალების გეგმა გრაფიკის ვადის დარღვევით. თ---–--ის მ---იამ წერილობით მიმართა შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----ს“ და მოითხოვა შპს „ე-–---ას“ მიერ ხელშეკრულებების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულებები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელეს გადაერიცხა 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებებით მოთხოვილი საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების ნაწილი 3375,9951 ლარი და 12157,548 ლარი.
2014 წლის 25 ივლისისა და 2016 წლის 03 ივნისის შეტყობინებებით მოსარჩელემ მოითხოვა გაზრდილი საგარანტიო თანხები, რაც არ დაკმაყოფილდა მათი საგარანტიო მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის გამო.
ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ ეცნობა პრინციპალს, რომელიც არ დაეთანხმა მოთხოვნას და აღძრა სარჩელი თ---–--ის მ---იის წინააღმდეგ. თ---–--ის საქალაქო სასმართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით სად--------ო კ-------ას აეკრძალა საბანკო გარანტიებიდან (№ფ-------------, №ფ-------------) თანხის გადახდა დავის დასრულებამდე.
2016 წლის 03 ივნისის შეტყობინებით სად--------ო კ-------ას ეცნობა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც გარანტმა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში გაცხადებული მოთხოვნა აანაზღაურა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 25 თებერვალს თ---–--ის მ----–----–------ის მ---იასა (შემსყიდველსა) და შპს „ე-–---ას“ (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა თ---–--ში, ისანი-სამგორის რაიონში, ისნის ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4--------- ლარით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მთლიანი სამუშაოები განხორციელდებოდა ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-8 პუნქტით თ---–--ის მ----–----–------ის მ---ია და შპს „ე-–---ა“ შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე. მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიაზე, გაცემული შპს „სად--------ო კ-------ის ა----- ჯ-----ის“ მიერ (№F------------), თანხით 12 510 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----მა“ 2013 წლის 20 თებერვალს გასცა №F------------ საბანკო გარანტია 12 510,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–---ას“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, თ---–--ის მ----–----–------ის მ---იის პირველი მოთხოვნისთანავე. მოთხოვნა გარანტს წარედგინებოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ითვლება მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. გარანტია ძალაში იყო 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
საბანკო გარანტია №F------------ (ს.ფ. 24).
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23).
3.1.2. 2013 წლის 20 მარტს თ---–--ის მ----–----–------ის მ---იასა (შემსყიდველსა) და შპს „ე-–---ას“ (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა თ---–--ში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 449 999,94 ლარით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მთლიანი სამუშაოები განხორციელდებოდა ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-8 პუნქტით თ---–--ის მ----–----–------ის მ---ია და შპს „ე-–---ა“ შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე. მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიაზე, გაცემული შპს „სად--------ო კ-------ის ა----- ჯ-----ის“ მიერ (№F------------), თანხით 13 500 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----მა“ 2013 წლის 20 მარტს გასცა №F------------ საბანკო გარანტია 13 500,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–---ას“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, თ---–--ის მ----–----–------ის მ---იის პირველი მოთხოვნისთანავე. მოთხოვნა გარანტს წარედგინებოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ითვლება მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. გარანტია ძალაში იყო 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
საბანკო გარანტია №F------------ (ს.ფ. 52).
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულება (ს.ფ. 45-51).
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ---–--ის მ---იის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 16 აპრილს №---------- წერილით შპს „ე-–---ას“ ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის, ისნის მეტროს უკან გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 30 აპრილამდე, თუმცა შპს „ე-–---ას“ მიერ ისნის მეტროს უკან მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 31 ივლისს და სამუშაოები დასრულდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
2013 წლის 16 აპრილს №---------- წერილი (ს.ფ. 25).
2013 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარება (ს.ფ. 39).
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ---–--ის მ---იის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 16 აპრილს №---------- წერილით შპს „ე-–---ას“ ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის, მ--------–---–ის ქუჩაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 15 მაისამდე, თუმცა შპს „ე-–---ას“ მიერ მ--------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის ივლისში და სამუშაოები დასრულდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
2013 წლის 16 აპრილს №---------- წერილი (ს.ფ. 53).
2013 წლის 03 ივლისის მიღება-ჩაბარება (ს.ფ 57).
3.1.5. 2014 წლის 31 იანვრის №----------- შეტყობინებით თ---–--ის მ---იამ წერილობით მიმართა შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----ს“ და მოითხოვა შპს „ე-–---ას“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 20 თებერვლის №F------------ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის 3375,9951 ლარის გადარიცხვა.
2014 წლის 31 იანვრის №----------- შეტყობინებით თ---–--ის მ---იამ წერილობით მიმართა შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----ს“ და მოითხოვა შპს „ე-–---ას“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 20 მარტის №F------------ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის 12157,548 ლარის გადარიცხვა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 114-115).
2014 წლის 31 იანვრის №----------- წერილი (ს.ფ. 89-90).
3.1.6. შპს „ე-–---ას“ განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით (სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნა) შპს „სად--------ო კ-------ა ა----- ჯ-----ს“ აეკრძალა საბანკო გარანტიებიდან №F------------ და №F------------ გამომდინარე თანხის გადახდა სასამართლო დავის დასრულებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-6).
2014 წლის 14 თებერვლის განჩინება (ს.ფ. 127-130).
3.1.7. სად--------ო კ-------ა „ა----- დ--------ამ“ რეორგანიზაციის შემდგომ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ნაცვლად შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებისა გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (28/12/2015).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომ---ციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 136-137).
3.1.8. 2016 წლის 14 ივნისს სს „ა----- დ--------ამ“ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კოდზე ჩარიცხა 2014 წლის 31 იანვრის №----------- შეტყობინებით მოთხოვნილი თანხა - 3376,00 ლარი №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე.
2016 წლის 14 ივნისს სს „ა----- დ--------ამ“ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კოდზე ჩარიცხა 2014 წლის 31 იანვრის №----------- შეტყობინებით მოთხოვნილი თანხა - 12157,55 ლარი №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 110-115).
საგადახდო დავალებები №- (ს.ფ. 95-96).
3.1.9. 2014 წლის 25 ივლისის №-------------- შეტყობინებით თ---–--ის მ---იის მიერ მოთხოვილი იქნა 2013 წლის 20 თებერვლის №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის 7062,58 ლარის გადახდა, რაც 3686.58 ლარით აღემატება 2014 წლის 31 იანვრის №----------- შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 3376,00 ლარს.
ამავე შეტყობინებით თ---–--ის მ---იის მიერ მოთხოვილი იქნა 2013 წლის 20 მარტის №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ჩასარიცხი თანხის 12460,75 ლარის გადახდა, რაც 303.2 ლარით აღემატება 2014 წლის 31 იანვრის №----------- შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 12157,55 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 110-115).
2014 წლის 25 ივლისის №-------------- წერილი (ს.ფ. 91-92).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ბენეფიციარის მოთხოვნები გაზრდილი ოდენობით (7062,58 ლარი და 12460,75 ლარი) საბანკო გარანტიიდან გამომდინარე საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ გარანტს წარედგინა საგარანტიო ვადების მოქმედების გასვლის შემდეგ.
სასამართლო მიუთითებს, რომ №F------------ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო №F------------ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნები თავდაპირველად წარედგინა გარანტიების მოქმედების ვადაში, 2014 წლის 31 იანვრის №----------- შეტყობინებით.
დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ივნისს სს „ა----- დ--------ამ“ თ---–--ის მ---იის მიერ 2014 წლის 31 იანვრს წარდგენილი მოთხოვნის (№----------- წერილის) შესაბამისად საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის კოდზე გადარიცხა 3376,00 ლარი №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე და 12157,55 ლარი №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე.
გაზრდილი თანხების გადარიცხვის შესახებ მოთხოვნები გარანტს წარედგინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის (2014 წლის 18 თებერვალი და 2014 წლის 20 თებერვალი) გასვლის შემდეგ, 2014 წლის 25 ივლისს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 110-115).
2014 წლის 25 ივლისის №-------------- წერილი (ს.ფ. 91-92).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 881-ე, 884-ე, 885-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სად--------ო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დადებულად ითვლება გარანტსა და პრინციპალს შორის შეთანხმების მიღწევის ანუ საბანკო გარანტიის გაცემის მომენტიდან. აქედან გამომდინარე, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება რეალურია. საბანკო გარანტიის ძირითადი სუბიექტები გარანტი და პრინციპალია, მაგრამ განსაზღვრული ურთიერთობები ყალიბდება აგრეთვე გარანტსა და ბენეფიციარს შორის. გარანტს მკვეთრად გამოყოფილი მოვალეობები აკისრია ბენეფიციარის წინაშე.
განსახილველ შემთხვევაში გარანტის, სს „ა----- დ--------ის“ მიერ ბენეფიციარის თ---–--ის მ---იის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიები უზრუნველყოფდა პრინციპალის შპს „ე-–---ას“ მიერ 2013 წლის 25 თებერვალსა და 2013 წლის 20 მარტს თ---–--ის მ---იასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მ---იის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში გარანტის მიერ გაცემული იყო შესრულების გარანტია, რაც ბენეფიციარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისაგან იცავდა და ძირითადი შესრულების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. განსახილველ შემთხვევაში ბენეფიციარს გარანტიის თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 884-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბანკო გარანტიისათვის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მისი მოქმედება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. გარანტიის მოქმედების ვადა აღნიშნული უნდა იყოს გარანტსა და პრინციპალს შორის შეთანხმებაში. მასზე მიეთითება თვით საბანკო გარანტიაშიც.
განსახილველ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის ძალაში შესვლის თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, საბანკო გარანტია ძალაში შევიდა მისი გაცემის დღიდან, ერთ შემთხვევაში 2013 წლის 20 თებერვლიდან და მეორე შემთხვევაში 2013 წლის 20 მარტიდან.
ბენეფიციარს ყოველთვის შეუძლია გარანტს მოსთხოვოს თავისი მოვალეობის შესრულება, თუ რა თქმა უნდა სახეზე არ არის ბენეფიციარის მხრიდან გარანტიის არსებითი პირობების დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლი განსაზღვრავს ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გარანტის მიერ უარის თქმის შემთხვევებს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.
ამავე კოდექსის 889-ე მუხლი განსაზღვრავს გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია; გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა; ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.
საბანკო გარანტიის გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
როგორც აღინიშნა, გარანტიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ თანხის გადახდის მოთხოვნა გარანტისაგან სკ-ის 887-ე და 889-ე მუხლების შესაბამისად, გამორიცხავს საგარანტიო თანხის ბენეფიციარისათვის გადახდას.
განსახილველ შემთხვევაში, საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში წარდგენილი ბენეფიციარის მოთხოვნების შესაბამისად, გარანტის მიერ ანაზღაურებული იქნა მოთხოვილი ოდენობის თანხები სრულად.
ბენეფიციარს, შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, საგარანტიო თანხების ოდენობის ფარგლებში, შეეძლო გაზრდილი ასანაზღაურებელი თანხების შესახებ მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ გარანტიების მოქმედების შეთანხმებულ ვადებში (არაუგვიანეს 2014 წლის 18 თებერვალი და ამავე წლის 20 თებერვალი). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას მასზედ, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარედგინა ვადაში, გაზრდილი მოთხოვნაც უნდა ჩაითვალოს ვადაში წარდგენილად. სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს.
თანხის დამატებით ჩარიცხვის შესახებ მოთხოვნები გარანტს წარედგინა გარანტიების მოქმედების შეთანხმებული ვადების გასვლის შედეგ, რაც სკ-ის 887-ე და 889-ე მუხლების შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გარანტის მიერ უარის თქმის საფუძველია. ამდენად, სს „ა----- დ--------ას“ უფლება აქვს უარი თქვას თ---–--ის მ---იისათვის გარანტიის თანხების გაზრდილი ოდენობით თანხების (3686.58 ლარი და 303.2 ლარი) ანაზღაურებაზე, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისგან.
მოპასუხე მხარეს ბაჟის გადახდა არ დაეკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---–--ის მ----–----–------ის მ---იის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე