განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210017001774002
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001774002

საქმე №2ბ/6984-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ქ-------–----------–----–--------------ა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ბ-------- ნ------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ა----------------ა’’ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - თ------- ბ-–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ქ-------–----------–----–--------------ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს ,,ა----------------ას’’ მიმართ და მოითხოვა: 1. 2----–-–--------------ლის №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 3 686,58 ლარის გადახდა; 2. 2----–-–--------------ლის №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე 303,2 ლარის გადახდა.

 

2. ქ-------–----------–----–--------------ა სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

2----–-–----------------–ს, თ---–----------–----–--------------ასა და შპს „ე-–----ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულება, ღირებულებით - 416 998,97 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა თბილისში, ი--------------- რაიონში ი---- ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ს--------------------------------------ის“ მიერ 2----–-–----------------–ს გაიცა №F------------ საბანკო გარანტია 12 510.00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–----ს“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, მერიის პირველი მოთხოვნისთანავე.

მხარეთა შორის 2----–-–------------ს ასევე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულება ღირებულებით - 449 999,94 ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, დ--------------------ის რაიონში გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესყიდვას. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ს--------------------------------------ის“ მიერ 2----–-–----------------–ს გაიცა №------------- საბანკო გარანტია - 13 500,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–----ს“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ქ-------–----------ის პირველი მოთხოვნისთანავე.

შპს „ე-–----მ“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, კერძოდ, გზის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები კონკრეტულ ობიექტებზე შესრულდა მიცემული დავალების გეგმა გრაფიკის ვადის დარღვევით. თ---–----------ამ წერილობით მიმართა შპს „ს--------------------------------------ს“ და მოითხოვა შპს „ე-–----ს“ მიერ ხელშეკრულებების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის გადახდა ბენეფიციარის სასარგებლოდ. მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სს ,,ა----------------ამ’’ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

შპს „ე-–----ს“ გადაერიცხა 2014 წლის 31 იანვრის შეტყობინებებით მოთხოვილი საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების ნაწილი 3 375,9951 ლარი და 12 157,548 ლარი. 2014 წლის 25 ივლისისა და 2016 წლის 03 ივნისის შეტყობინებებით მოსარჩელემ მოითხოვა გაზრდილი საგარანტიო თანხები, რაც არ დაკმაყოფილდა მათი საგარანტიო მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის გამო.

ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ ეცნობა პრინციპალს, რომელიც არ დაეთანხმა მოთხოვნას და აღძრა სარჩელი თ---–----------ის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასმართლოს 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით სადაზღვევო კომპანიას აეკრძალა საბანკო გარანტიებიდან (№-------------, №F------------) თანხის გადახდა დავის დასრულებამდე. 2016 წლის 03 ივნისის შეტყობინებით სადაზღვევო კომპანიას ეცნობა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რის შემდეგაც გარანტმა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში გაცხადებული მოთხოვნა აანაზღაურა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ-------–----------–----–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნები გაზრდილი ოდენობით, კერძოდ, ერთ შემთხვევაში 7 062,58 ლარის (2014 წლის 25 ივლისის №07 -14/14206412 შეტყობინებით თ---–----------ის მიერ მოთხოვილი იქნა 2----–-–--------------ლის №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის 7062,58 ლარის გადახდა, რაც 3686.58 ლარით აღემატებოდა2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 3 376,00 ლარს), ხოლო, მეორე შემთხვევაში, 12 460,75 ლარის (2014 წლის 25 ივლისის №07 -14/14206412 შეტყობინებით თ---–----------ის მიერ მოთხოვილი იქნა 2-----–-–--------------ის №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ჩასარიცხი თანხის 12 460,75 ლარის გადახდა, რაც 303.2 ლარით აღემატებოდა 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 12 157,55 ლარს) ოდენობით საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხების გადახდის შესახებ გარანტს წარედგინა საგარანტიო ვადების მოქმედების გასვლის შემდეგ.

სასამართლონ მიუთითა, რომ №------------- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო №F------------ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნები თავდაპირველად წარედგინა გარანტიების მოქმედების ვადაში, 2014 წლის 31 იანვრის №07-3/140314 შეტყობინებით. დადგენილი იყო ასევე, რომ 2016 წლის 14 ივნისს სს „ა----------------ამ“ თ---–----------ის მიერ 2014 წლის 31 იანვრს წარდგენილი მოთხოვნის (№07-3/140314 წერილის) შესაბამისად ს----------–----------------------------------------------------ის კოდზე გადარიცხა 3 376,00 ლარი №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე და 12 157,55 ლარი №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე. გაზრდილი თანხების გადარიცხვის შესახებ მოთხოვნები გარანტს წარედგინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის (2014 წლის 18 თებერვალი და 2014 წლის 20 თებერვალი) გასვლის შემდეგ, 2014 წლის 25 ივლისს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში წარდგენილი ბენეფიციარის მოთხოვნების შესაბამისად, გარანტის მიერ ანაზღაურებული იქნა მოთხოვილი ოდენობის თანხები სრულად. ბენეფიციარს, შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე, საგარანტიო თანხების ოდენობის ფარგლებში, შეეძლო გაზრდილი ასანაზღაურებელი თანხების შესახებ მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ გარანტიების მოქმედების შეთანხმებულ ვადებში (არაუგვიანეს 2014 წლის 18 თებერვალი და ამავე წლის 20 თებერვალი). სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება მასზედ, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარედგინა ვადაში, გაზრდილი მოთხოვნაც უნდა ჩათვლილიყო ვადაში წარდგენილად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლების სამართლებრივი ანალიზი არ იძლეოდა ასეთი დასკვნის საფუძველს.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თ---–----------–----–--------------ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

7. ქალაქ თ---–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ქ-------–----------ის მიერ გაზრდილი ოდენობით საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხების გადახდის შესახებ მოთხოვნები გარანტს წარედგინა საგარანტიო ვადების მოქმედების გასვლის შემდეგ. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ-------–----------–----–--------------ის მიერ ძირითადი მოთხოვნა წარდგენილი იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში, ხოლო, მოთხოვნის შემდგომი დაზუსტება არ ქმნიდა წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. 2--------- წ. თ---–----------–----–--------------ასა (შემსყიდველი) და შპს „ე-–----ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა თბილისში, ი--------------- რაიონში, ი---- ზონის გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 416 998,97 ლარით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მთლიანი სამუშაოები განხორციელდებოდა ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ამ ხელშეკრულების მე-8 პუნქტით, თ---–----------–----–--------------ა და შპს „ე-–----“ შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე. მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიაზე, გაცემული შპს „ს---------------------------------------ის“ მიერ (№F------------), თანხით 12 510 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 16-23).

 

9. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ს--------------------------------------მა“ 2----–-–----------------–ს გასცა №F------------ საბანკო გარანტია 12 510,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–----ს“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, თ---–----------–----–--------------ის პირველი მოთხოვნისთანავე.

მოთხოვნა გარანტს წარედგინებოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ითვლება მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. გარანტია ძალაში იყო 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 24).

 

10. 2---------- წ. თ---–----------–----–--------------ასა (შემსყიდველი) და შპს „ე-–----ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა თბილისში, დ--------------------ის რაიონში გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 449 999,94 ლარით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, მთლიანი სამუშაოები განხორციელდებოდა ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების მე-8 პუნქტით, თ---–----------–----–--------------ა და შპს „ე-–----“ შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე. მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიაზე, გაცემული შპს „ს---------------------------------------ის“ მიერ (№-------------), თანხით 13 500 ლარი, მოქმედების ვადა - 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 3%-ის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 45-51).

 

11. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ს--------------------------------------მა“ 2-----–-–------------ს გასცა №------------- საბანკო გარანტია 13 500,00 ლარის ოდენობით და გარანტმა ვალდებულება იკისრა გადაეხადა აღნიშნული თანხა შპს „ე-–----ს“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოთხოვნისთანავე.

მოთხოვნა გარანტს წარედგინებოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ითვლება მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. გარანტია ძალაში იყო 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 52).

 

12. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თ---–-----------ის კ-----–---–-------------–----------------ის 2-----–-–--------------–ის №0--------- წერილით შპს „ე-–----ს“ ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის, ი---- მეტროს უკან გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 30 აპრილამდე, თუმცა შპს „ე-–----ს“ მიერ ი---- მეტროს უკან მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 31 ივლისს და სამუშაოები დასრულდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით (ტომი 1, ს.ფ. 25, ს.ფ. 39).

 

13. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თ---–-----------ის კ-----–---–-------------–----------------ის 2-----–-–--------------–ის №0--------- წერილით შპს „ე-–----ს“ ეთხოვა კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის, მ--------–---–ის ქუჩაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება 2013 წლის 15 მაისამდე, თუმცა შპს „ე-–----ს“ მიერ მ--------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები განხორციელდა წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის ივლისში და სამუშაოები დასრულდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადის გადაცილებით (ტომი 1, ს.ფ. 53, ს.ფ. 57).

 

14. 2014 წლის 31 იანვრის №07-3/140314 შეტყობინებით თ---–----------ამ წერილობით მიმართა შპს „ს--------------------------------------ს“ და მოითხოვა, შპს „ე-–----ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2----–-–--------------ლის №F------------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის - 3 375,9951 ლარის გადარიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 89-90).

 

15. 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით თ---–-----------ამ წერილობით მიმართა შპს „ს--------------------------------------ს“ და მოითხოვა, შპს „ე-–----ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2------–-–--------------ის №F------------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის - 12 157,548 ლარის გადარიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 89-90).

 

16. შპს „ე-–----ს’’ განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „ს----------------------------------------ს“ აეკრძალა საბანკო გარანტიებიდან - №------------- და №F------------ გამომდინარე თანხის გადახდა სასამართლო დავის დასრულებამდე (ტომი 1, ს.ფ. 127-130).

 

17. სადაზღვევო კომპანია „ა----------------ამ“ რეორგანიზაციის შემდგომ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ნაცვლად შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებისა, გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად (28/12/2015წ.) (ტომი 1, ს.ფ. 136-137).

 

18. 14.06.2016 წ. სს „ა----------------ამ“ ს----------–-------------------------------------------------------ის კოდზე ჩარიცხა 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილი თანხა - 3 376,00 ლარი №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე (ტომი 1, ს.ფ. 95-96).

 

19. 14.06.2016 წ. სს „ა----------------ამ“ ს----------–----------------------------------------------------ის კოდზე ჩარიცხა 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილი თანხა - 12 157,55 ლარი №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე (ტომი 1, ს.ფ. 95-96).

 

20. 2-----–-–----------–--ის №07 -14/14206412 შეტყობინებით თ---–----------ის მიერ მოთხოვნილ იქნა 2----–-–--------------ლის №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის - 7 062,58 ლარის გადახდა, რაც 3 686.58 ლარით აღემატება 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 3 376,00 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 91-92).

 

21. 2-----–-–----------–--ის №07 -14/14206412 შეტყობინებით თ---–-----------ის მიერ მოთხოვნილ იქნა 2-----–-–--------------ის №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე გაზრდილი თანხის - 12460,75 ლარის გადახდა, რაც 303.2 ლარით აღემატება 2014 წლის 31 იანვრის №07 -3/140314 შეტყობინებით მოთხოვნილ თანხას - 12 157,55 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 91-92).

 

22. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებას მასზედ, რომ ბენეფიციარის მოთხოვნები გაზრდილი ოდენობით საბანკო გარანტიებიდან გამომდინარე საგარანტიო თანხების გადახდის შესახებ, გარანტს წარედგინა საგარანტიო ვადების მოქმედების გასვლის შემდეგ.

კერძოდ, როგორც აღინიშნა, №------------- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, ხოლო, №F------------ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა - 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. რაც შეეხება გაზრდილი თანხების გადარიცხვის შესახებ მოთხოვნებს, დადგენილია, რომ მოთხოვნები გარანტს წარედგინა 2014 წლის 25 ივლისს, ანუ საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

23. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქალაქ თ---–----------–----–--------------ის აპელირებას მასზედ, რომ ვინაიდან თავდაპირველი მოთხოვნა გარანტს წარედგინა ვადაში, გაზრდილი მოთხოვნაც უნდა ჩათვლილიყო ვადაში წარდგენილად.

ამ კუთხით, პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნები თავდაპირველად წარედგინა გარანტიების მოქმედების ვადაში, რაც გარანტმა აანაზღაურა სრულად (სს „ა----------------ამ“ ს----------–----------------------------------------------------ის კოდზე გადარიცხა 3376,00 ლარი №F------------ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე და 12157,55 ლარი №------------- საბანკო გარანტიიდან გამომდინარე), თუმცა, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმდაგვარად, რომ ყოველი შემდგომი (გაზრდილი) მოთხოვნა ჩაითვალოს ვადაში წარდგენილად.

პალატა განმარტავს, რომ ბენეფიციარს შეუძლია, საგარანტიო თანხების ოდენობის ფარგლებში, გაზრდილი ასანაზღაურებელი თანხების შესახებ მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ გარანტიების მოქმედების შეთანხმებულ ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარის მოთხოვნა მიჩნეული იქნება გარანტიით განსაზღვრული ვადის დარღვევით წარდგენილად. აღნიშნული დასკვნა შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე, 887-ე და 889-ე მუხლების დანაწესებთან.

 

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

სამოქალაქო კოდექსის 887.1 მუხლის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

ამავე კოდექსის 889.1 მუხლის თანახმად, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება: ა. ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია; ბ. გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა; გ. ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.

 

25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაში წარდგენილი ბენეფიციარის მოთხოვნების შესაბამისად, გარანტმა აანაზღაურა მოთხოვილი თანხები სრულად. თანხების დამატებით ჩარიცხვის შესახებ მოთხოვნები კი გარანტს წარედგინა გარანტიების მოქმედების შეთანხმებული ვადების გასვლის შედეგ, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე და 889-ე მუხლების შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გარანტის მიერ უარის თქმის საფუძველია.

 

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ქალაქ თ---–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

27. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თ---–----------–----–--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქალაქ თ---–----------–----–--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი