გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/17698-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით - ს----------–-----------–---------------ო
წარმომადგენელი - გ--------–----ე
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’
წარმომადგენელი - ა------------------ი
წარმომადგენელი (დირექტორი) - დ-------------------–-–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
დავის საგანი შეგებებული სარჩელით - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 4 687 000 ლარის გადახდა.
2. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნები:
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-----------–---------------ოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მარტის წერილში და ამავე სამსახურის მომზადებულ N4--- აქტში ასახული გადაწყვეტილებები;
2.2. დაეკისროს ს----------–-----------–---------------ოს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 310 000 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ს----------–-----------–---------------ოს და სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მზღვეველს, დამზღვევსა და დაზღვეულს შორის წინამდებარე ხელშეკრულებით (მათ შორის დანართებით) განსაზღვრული პირობების შესრულების ვალდებულება და რეგულირება - მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული პირების უზრუნველყოფა და ხარჯების ანაზღაურება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 15 500 000 ლარით. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 თებერვლიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება, რომლის 3.1.3 ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი იღებდა ვალდებულებას დამზღვევის მიერ მიწოდებული დაზღვეულ პირთა სიის შესაბამისად, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაემზადებინა სადაზღვევო პოლის(ებ)ი (პლასტიკური ან ლამინირებული ბარათები) და მიეწოდებინა დამზღვევისათვის.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის თებერვლის თვეში გაეგზავნა #9----, #9----, #1-----, #1-----, #1-----, #1-----, #1------, #1-----, # 1-----, #1-----, #1-----, #1-----, #1-----, #1-----, #1-----, #1-----, #1-----, #1----- და #1----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 07 აპრილის #3----- და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის მარტის თვეში გაეგზავნა #1------ #2------, #2-----, #2-----, #2-----, #2-----, #2-----, #2-----, #2-----, #2-----, #2-----, #2----- და #3----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 07 აპრილის #3-----, 2017 წლის 19 ივლისის #5----- და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის აპრილის თვეში გაეგზავნა #3-----, #3-----, #3-----, #3-----, #3-----, #3-----. #3-----, #3-----, #3-----, #3-----, #3-----, #3-----, #3-----, #3----- და #3----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 19 ივნისის #5----- და 2017 წლის 06 ივლისის #6----- წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის მაისის თვეში გაეგზავნა #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4-----, #4----- და #5----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 06 ივლისის #6----- და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის ივნისის თვეში გაეგზავნა #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #5-----, #6-----, #6-----, #6-----, და #6----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 06 ივლისის #6-----, 2017 წლის 31 ივლისის #7----- და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის ივლისის თვეში გაეგზავნა #6-----, #6-----, #6-----, #6-----, #6-----, #6-----, #6-----, #7-----, #7-----, #7-----, #7-----, #7----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 31 ივლისის #7-----, 2017 წლის 29 აგვისტოს #8----- და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის აგვისტოს თვეში გაეგზავნა #6-----, #7-----, #7-----, #7-----, #7-----, #7-----, #7-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 25 სექტემბრის #9-----, 2017 წლის 29 აგვისტოს #8-----, 2017 წლის 27 დეკემბრის #8----- და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის სექტემბრის თვეში გაეგზავნა #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #8-----, #9-----, #9-----, #9-----, #9----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 25 სექტემბრის #9-----, 2017 წლის 09 ნოემბრის #1------, 2017 წლის 27 ნოემბრის #1------ და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს მიერ 2017 წლის ოქტომბრის თვეში გაეგზავნა #9-----, #9-----, #9-----, #9-----, #9-----, #9-----, #9-----, #9----- წერილები. აღნიშნული წერილებით წარდგენილ დაზღვეულ პირთა მიმართ მოპასუხემ სადაზღვევო პოლისები დაამზადა და სამინისტროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის დაგვიანებით - 2017 წლის 09 ნოემბრის #1------ და 2017 წლის 18 დეკემბრის #1------ წერილების საფუძველზე.
აღნიშნული წერილებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მიწოდებულ დაზღვეულ პირთა სიების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო 4 997 სადაზღვევო პოლისის მიწოდება ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად კი განსაზღვრულია, რომ მზღვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისას (სატენდერო დოკუმენტაციით/ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა) მზღვეველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან მოპასუხემ დაგვიანებით წარმოადგინა 4 997 დაზღვეულთა სადაზღვევო პირობები, შესაბამისად მან 4 997 შემთხვევაში დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მარტის #4--- აქტით ხელშეკრულების 13.3 პუნქტის მიხედვით თითოეულ შემთხვევაზე დაერიცხა 1 000 ლარის ოდენობის პირგსამტეხლო, რაც ჯამში შეადგენს 4 997 000 ლარს.
მოპასუხეს ს----------–-----------–---------------ოს 2018 წლის 07 მარტის #234137 წერილობითი მიმართვით მოპასუხეს გაეგზავნა 2018 წლის 07 მარტის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ #4--- აქტი თანხის ანაზღაურების მიზნით, თუმცა მოპასუხემ დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე განაცხადა უარი.
2018 წლის 04 აპრილს მოსარჩელემ #3----- წერილით მიმართა სს ,,ტე--------’’-ს, რომელმაც 207 წლის 24 იანვრის #4- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 17 იანვარს გასცა საბანკო გარანტია 310 000 ლარის ოდენობით. სს ,,ტე---------’’ შეასრულა საგარანტიო ვალდებულება და სამინისტროს ჩაურიცხა 310 000 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი დარჩა 4 687 000 ლარი.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ს----------–-----------–---------------ოს და სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს--------------------------------------–-----მა’’ ს----------–-----------–---------------ოს წარუდგინა 2017 წლის 17 იანვარს სს ,,ტე--------’’-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტია საგარანტიო თანხით 310 000 ლარის ოდენობით.
2018 წლის 09 მარტს სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ ჩაბარდა ს----------–-----------–---------------ოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მარტის წერილი და ამავე სამსახურის მიერ მომზადებული 4--- აქტი, რითაც სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ დაეკისრა 4 977 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, ამასთან, კომპანიას ეცნობა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობების უზრუნველსაყოფად წარდგენილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოსალოდნელი მოთხოვნის შესახებ.
სს ,,ს--------------------------------------–-----მა’’ უკანონოდ მიიჩნია ს----------–-----------–---------------ოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის გადაწყვეტილებები, თავდაპირველად მოითხოვა სადავო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომლებიც ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას მითითებული გადაწყვეტილების მომზადებასა და მიღებაში, ხოლო შემდგომში 2018 წლის 22 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ს----------–-----------–---------------ოს.
ს----------–-----------–---------------ოს 2018 წლის 30 მარტის წერილით სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ ეცნობა, რომ კომპანია უფლებამოსილია თავისი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით მიმართოს სასამართლოს. ამის შემდეგ კომპანიას ეცნობა, რომ სს ,,ტე--------’’-ს მიერ ს----------–-----------–---------------ოსთვის გადარიცხულია 310 000 ლარის ოდენობით საგარანტიო თანხა, რომელიც მოგვიანებით ბაკისთვის სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ იქნა ანაზღაურებული.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხისთვის 310 000 ლარის დაკისრების საფუძველი გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს პოზიცია ს----------–-----------–---------------ოს სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე სს ,,ს--------------------------------------–-----მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მის მიერ ვადის დარღვევასთან მიმართებით. მოპასუხის განმარტებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებზე დაყრდნობით მოსარჩელე ჯამში აპელირებს რა 1-6 წერილზე და მიუთითებს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე ისე, რომ აღნიშნული არ დასტურდება სარჩელზე დართული მტკიცებულებებით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო კომპანიის მიერ ჯეროვანი მომსახურების სისრულეზე შედგენილია და ხელმოწერილია ყოველთვიური მიღება-ჩაბარების აქტები. მზღვეველის მიერ 2017 წლის 24 იანვრის დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არ იყო დაკავშირებული ამავე ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1 პუნქტის 3.1.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო ხასიათის პლასტიკური/ლამინირებული ბარათის ქონასთან, ამავდროულად, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მომსახურების თაობაზე პრეტენზია. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ს----------–-----------–---------------ო აპელირებს ჯამში 1-6-ჯერ ვალდებულების დარღვევაზე, რაც მართალია უსაფუძვლოა, მაგრამ ხელშეკრულების ვალდებულების მაინც დარღვეულად მიჩნევის შემთხვევაში დარღვევის მაქსიმალური ოდენობაა 1-6 და არა მოსარჩელის მიერ მითითებული რიცხვი - 4 997.
მოპასუხემ წარმოდგენილ შესაგებელში დამატებით მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ს----------–-----------–---------------ო თანამშრომლის დაზღვევის პრემიის თვის შენატანის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 24.60 ლარს, ხოლო თანამშრომლის ოჯახის წევრის შენატანი შეადგენდა - 17.81 ლარს. ხელშეკრულების 13.4 პუნქტის შესაბამისად კი გათვალისწინებულია დამზღვევის პასუხისმგებლობა მზღვეველისათის ამავე მუხლის 13.2-13.3 პუნქტების საფუძველზე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს არაერთგზისის დარიცხვის შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
2.1.მოპასუხე ს----------–-----------–---------------ოს პოზიცია სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს შეგებებულ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხის განმარტებით წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. 2018 წლის 07 მარტს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს გაეგზავნა N4--- აქტი და ეცნობა რომ მის მიერ პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სამინისტროს მიერ გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ამგვარი ქმედება სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი საბანკო გარანტიის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით სს ,,ტე--------’’ კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 საბანკო დღის ვადაში გადაუხადოს ბენეფიციარს ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი თანხა, ან თანხები არაუმეტეს ამ საბანკო გარანტიაში მითითებული თანხისა. იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ არ განხორციელებულა 4--- აქტით კანონშესაბამისად და ხელშეკრულების პირობების თანახმად დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება, საბანკო გარანტიის ფარგლებში 310 000 ლარის ოდენობით მისი სამინისტროსთვის გადახდა განახორციელა გარანტორმა, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და მის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 24 იანვარს ს----------–-----------–---------------ოსა და სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #4- ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელმოწერის დღიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით. მომსახურების ვადად კი განისაზღვრა პერიოდი 2017 წლის 01 თებერვლიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის თანახმად განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება დამზღვევის მიერ მიწოდებული დაზღვეულ პირთა სიის შესაბამისად, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაამზადოს სადაზღვევო პოლის(ებ)ი (პლასტიკური ან ლამინირებული ბარათები) და მიაწოდოს დამზღვევს, გარდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მდგომარეობით მიწოდებული დაზღვეულ პირთა სიისა, რომელთა შესაბამისად სადაზღვევო პოლისები უნდა დამზადდეს და მიეწოდოს დამზღვევს ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, დანართები, შეთანხმების ოქმი (ტომი 1, ს.ფ.25-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 24 იანვარის ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, თუ დამზღვევი აღმოაჩენს მზღვეველის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (სატენდერო დოკუმენტაციით/ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა) მზღვეველს დაეკისრება პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, დანართები, შეთანხმების ოქმი (ტომი 1, ს.ფ.25-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 24 იანვარის ხელშეკრულების მე-14 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შეადგენს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2% და მისი მოქმედების ვადა 30 დღით აღემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი, როგორც საბანკო გარანტიის ბენეფიციარის უფლებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
აღნიშნულის გათვალისიწნებით, ს----------–-----------–---------------ოს და სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს შორის 2017 წლის 24 იანვარის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #4- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ტე--------’’-ს მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემულია ხელშეკრულების შესრულების შესახებ საბანკო გარანტია N1-.0------.0--.
საბანკო გარანტიის თანახმად, პრინციპალს წარმოადგენს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’, ხოლო ბენეფიციარს ს----------–-----------–---------------ო, საგარანტიო თანხად განისაზღვრა 310 000 ლარი, გარანტიის მოქმედების ვადად კი პერიოდი 2017 წლის 23 იანვრიდან 2018 წლის 02 მაისის ჩათვლით.
საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადები და პირობებით სს ,,ტე--------’’ კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 საბანკო დღის ვადაში გადაუხადოს ბენეფიციარს ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ფორმით მოთხოვნილი ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე გარანტიით გათვალისწინებული საგარანტიო თანხისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, დანართები, შეთანხმების ოქმი (ტომი 1, ს.ფ.25-56);
- საბანკო გარანტია (ტომი 4, ს.ფ.261);
- წერილი საბანკო გარანტიაში ცვლილების შეტანის შესახებ (ტომი 4, ს.ფ. 262)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მარტის აქტით N4--- პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის დარღვევის გამო, სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ ამავე ხელშეკრულების 13.3 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 4 997 000 ლარის გადახდა ამ აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ ს----------–-----------–---------------ოს მიერ ეცნობა დაკისრებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამოყენების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი (ტომი 4, ს.ფ.257);
- მიმართვა (ტომი 4, ს.ფ.258);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ პირგასამტეხლოს გადახდაზე უარის თქმის გამო, 2018 წლის 04 აპრილის მიმართვით ს----------–-----------–---------------ომ სს ,,ტე--------’’ მოსთხოვა მის მიერ საბანკო გარანტიით ნაკისრი საგარანტიო თანხის 310 000 ლარის ანაზღაურება.
2018 წლის 02 მაისს სს ,,ტე--------’’-ს მიერ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხულია 310 000 ლარი. ამავე თარიღში სს ,,ტე--------’’-ს მიერ მოხდა გადარიცხული თანხის რეგრესის წესით ანაზღაურება სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს კუთვნილი ანგარიშიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ტომი 4, ს.ფ.259-260);
- საგადახდო დავალება (ტომი 4, ს.ფ. 264);
- ცნობა (ტომი 4, ს.ფ.391);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2017 წლის 24 იანვარის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #4- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაზღვეულ პირთა სიების შესაბამისად სადაზღვევო ბარათების მოსარჩელისთვის მიწოდება მოპასუხის მიერ განხორციელებულია ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების 1.3.1. პუნქტის შესაბამისად, ს----------–-----------–---------------ო პერიოდულად აწვდიდა სს ,,ს--------------------------------------–-----’’-ს დაზღვეულთა დამატებით სიებს, რის შედეგადაც ეს პირები იღებდნენ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას შეუფერხებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეულ პირთა დაზღვევით უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების მთელი დროის განმავლობაში მოპასუხის მიერ შესრულებულია ჯეროვნად. მხარეთა შორის სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი სადავო არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ არ დარღვეულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების 1.3.1. პუნქტის პირობა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ დამატებით დამზადებული პლასტიკური ბარათების მიწოდება დაზღვეული პირებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღის ვადაგადაცილებით ხდებოდა, რაც თავის მხრივ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, თავდაპირველი მოსარჩელე თავის მოთხოვნას ძირითადად ამყარებს საქმეში წარმოდგენილ წერილობით კორესპონდენციაზე, რომლითაც მართლაც დასტურდება გარკვეული პერიოდულობით სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ დამზადებული პლასტიკური ბარათების მიწოდება, თუმცა არ დასტურდება მიწოდების თარიღი.
მოპასუხის მიერ პლასტიკური ბარათების მიწოდების თარიღის დასამტკიცებლად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომელებზეც მოცემულია შტრიხკოდი და თარიღი, თუმცა, ეს თარიღი ვის მიერ არის მითითებული ან რა მოვლენას უკავშირდება, არც დოკუმენტიდან და არც მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან არ გამომდინარეობს. მაგალითად, 2017 წლის 01 თებერვალის წერილით მოპასუხეს გადაეგზავნა დამატებით 42 პირის სია (ტომი 1. ს.ფ. 57-59; 64-65). ამ მიმართვებზე წარმოდგენილია მოპასუხეს წერილი საიდანაც დასტურდება, რომ მოპასუხე აწვდის შემკვეთს სადაზღვევო პოლისებს ჯამური რაოდენობით 1706 ერთეული. მოპასუხის წერილი არ არის დათარიღებული, ხოლო საქმეში წარმოდგენილი შტრიხკოდიან ფურცელზე მითითებულია მხოლოდ იმავე რაოდენობის პოლისები და თარიღი 07/04/2017, შემდგომ წარმოდგენილია 304 პლასტიკურ ბარათზე იმავე შინაარსის წერილი და შტრიხკოდიანი ფურცელი თარიღით 18/12/2017 (ტომი 1, ს.ფ. 60-63) და ა.შ. აღნიშნული წერილობითი კორესპონდენცია წარმოდგენილია ოთხ ტომად თუმცა, უდავოდ ვერ ადასტურებს დროის ინტერვალს გაგზავნილ მოთხოვნებსა და მიწოდებულ შესრულებას შორის. ასევე ყოველ ჯერზე გაგზავნილ პირთა სიის რაოდენობა არ ემთხვევა მოწოდებული პლასტიკური ბარათების ოდენობას.
შესაბამისად, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ვერ ადგენს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების 1.3.1. პუნქტის არაჯეროვან შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (ტომი 1 ს.ფ. 57-226; ტომი 2 ს.ფ. 1-302; ტომი 3 ს.ფ. 1-196; ტომი 4 ს.ფ. 1-54)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ს----------–-----------–---------------ოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 417-ე, 799-ე, 802-ე, 879-ე, 880-ე, 881-ე, 887-ე, 888-ე, 890-ე, 976-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ამავე კოდექსის 802-ე მუხლის თანახმად კი მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი).
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 24 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #4- ხელშეკრულება. ამასთან, დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის თანახმად განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება დამზღვევის მიერ მიწოდებული დაზღვეულ პირთა სიის შესაბამისად, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაამზადოს სადაზღვევო პოლის(ებ)ი (პლასტიკური ან ლამინირებული ბარათები) და მიაწოდოს დამზღვევს.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოპასუხის მიერ სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევას. სასამართლომ მიერ დადგენილია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების თანახმად დაზღვეულთა დამატებითი სიების მიწოდების თითოეულ შემთხვევაში რა ვადაში განახორციელა მოპასუხემ აღნიშნული სიით გათვალისწინებული პირებისათვის პლასტიკური ბარათების მოსარჩელისთვის გადაცემა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ვერ დასტურდება ის მთავარი ფაქტობრივი გარემოება რასაც ემყარება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი.
მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაშიც კი არ არსებობს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, მის მიერ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობას ზიანი არ გამოუწვევია. აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 417-ე მუხლების ერთობლიობაში განმარტება.
უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: 1) მართლწინააღმდეგობა 2) ბრალი 3) მიზეზობრივი კავშირი 4) ზიანი. ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მისი მიზანი კი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. ამიტომაცაა, რომ იგი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მართალია ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა მოპასუხის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისთვის, რომელიც განმარტებულია ამავე პუნქტის თანახმად როგორც სატენდერო დოკუმენტაციით/ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის შეუსრულებლობა იმ მოცემულობაში როდესაც უშუალოდ დაზღვეულ პირთათვის მოპასუხის მიერ გაწეული სადაზღვევო მომსახურების ხარისხთან მოსარჩელე პრეტენზიას არ გამოთქვას, არ იწვევს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად ან უხარისხო შესრულებად მიჩნევას. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციის გაზიარების და მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების მითითებული პუნქტის დარღვეულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, უდავოა, რომ აღნიშნული პუნქტის შეუსრულებლობით არ შეფერხებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და შესაბამისად არც ზიანი დამდგარა.
6.2. საქმეში წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნაა ს----------–-----------–---------------ოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მარტის წერილში და ამავე სამსახურის მომზადებულ N4--- აქტში ასახული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. ასევე, ს----------–-----------–---------------ოსათვის 310 000 ლარის დაკსირება.
დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მარტის აქტით N4--- პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 24 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.1.3 პუნქტის დარღვევის გამო, სს ,,ს--------------------------------------–-----ს’’ ამავე ხელშეკრულების 13.3 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 4 997 000 ლარის გადახდა ამ აქტის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 07 მარტის აქტი N4--- ადასტურებს მხოლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს----------–-----------–---------------ოს პოზიციას პირგასამტეხლოს დაანგარიშებასა და მოთხოვნის თაობაზე. ის არ წარმოადგენს აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტს და დამოუკიდებლად ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, თავისი არსით წერილობითი მტკიცებულებაა, რომლის ბათილად ცნობის სამართლებრივი წანამძღვრები არ იკვეთება.
6.3. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ს----------–-----------–---------------ოსა და სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს შორის 2017 წლის 24 იანვარის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #4- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ტე--------’’-ს მიერ 2017 წლის 17 იანვარს გაცემულია ხელშეკრულების შესრულების შესახებ საბანკო გარანტია N1-.0------.0--.
საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადები და პირობებით სს ,,ტე--------’’ კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 საბანკო დღის ვადაში გადაუხადოს ბენეფიციარს ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ფორმით მოთხოვნილი ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე გარანტიით გათვალისწინებული საგარანტიო თანხისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად მოპასუხემ მიიღო გარანტისგან საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა და მან აღნიშნული თანხა ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგრიშში. საბანკო გარანტმა კი თავის მხრივ თანხა რეგრესის წესით აინაზღაურა სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს ანგარიშიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. საბანკო გარანტიის სხვადასხვა სახე სამართალურთიერთობის სხვადასხვა მიზანს ემსახურება, შესაბამისად, საბანკო გარანტიის ფარგლებში გარანტის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ გაცემული ფულადი თანხა, ყოველთვის არ შეესაბამება იმ პირობებს, რომელიც პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. აღნიშნულ გარემოებას კი უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო გარანტიის სახით გაცემული თანხის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, რადგან თანხის გაცემის მართლზომიერება განსაზღვრავს, საბოლოო ჯამში, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა, რეგრესის წესით, პრინციპალისაგან უნდა იქნეს ანაზღაურებული, თუ მითითებული თანხა, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული, ბენეფიციარისაგან უნდა იქნეს გამოთხოვილი. მითითებულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით კი უნდა დადგინდეს, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის თანხის გადახდა ემსახურებოდა, თუ არა იმ მიზნებს, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის, 888-ე მუხლისა და 890-ე მუხლის ერთობლივი, სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნევს, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ გაცემული თანხა რეგრესის წესით პრინციპალისაგან ანაზღაურებას ექვემდებარება, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა, თანხის გაცემის თაობაზე, შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს, კერძოდ, იმ მიზნებსა და ამოცანებს, რისთვისაც საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დაიდო. ამ მიმართებით, საგულისხმოა, თავად გარანტის პასუხისმგებლობა, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეამოწმოს გაცემული თანხის მართლზომიერება და მისი შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნებთან.
განსახილველ შეთხვევაში მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია გარანტის ვალდებულება გადაუხადოს ბენეფიციარს ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ფორმით მოთხოვნილი ნებისმიერი თანხა ან თანხები. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, გარანტის მიერ ვალდებულების შესრულება განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით დადგენილი განმეორებითი შეტყობინების განხორციელების შემდეგ. შესაბამისად, გარანტის მიერ თანხის ანაზღაურება ბენეფიციარისთვის განხორციელებულია ხელშეკრულების მიზნის შესაბამისად, რაც პრინციპალს წარმოუშობს ბენეფიციარისაგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან გამოთხოვის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).
გარდა ამისა, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი კუმულატიური წინაპირობები. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ არ დარღვეულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 14 იანვრის ხელშეკრულების 1.3.1. პუნქტის პირობა, რის გამოც შეგებებული სარჩელი მოპასუხისთვის გარანტისგან მიღებული თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მეირ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში ს----------–-----------–---------------ო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 5 000 ლარი (ტომი 4, ს.ფ. 392). შეგებებული ნაწილი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, ს----------–-----------–---------------ოს უნდა დაეკისროს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს შეგებებული სარჩელი ს----------–-----------–---------------ოს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.1. დაეკისროს ს----------–-----------–---------------ოს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს სასარგებლოდ 310 000 ლარის გადახდა;
3. სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’ გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. დაეკისროს ს----------–-----------–---------------ოს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია