გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2-2624-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - სს ,, ს--------------------------------------–-----ი’’
წარმომადგენელი - ჯ--- ა---–-–---–-, ნ---- კ--------
მოპასუხე - ,, ბ---- კ-------–-’’, კ-------- კ--–-----–---–-
წარმომადგენელი - ნ-----–- ღ---------
დავის საგანი- თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებისთვის შპს ,,ბ---- კ-------–-სთვისა’’ და კ------- კ--–-----–---–-სათვის მოსარჩელის სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად 3820 ლარისა და 12 თეთრის (სამი ათას რვაას ოცი და თორმეტი თეთრი) დაკისრება.
1.1. სარჩელის საფუძვლები
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 07 მაისს სს ,,ჯ------------–-----ი’’-სა და შპს ,,ბ---- კ-------–-’’-ს შორის გაფორმდა მომსახურების Nგა 184/18 გენერალური ხელშეკრულება.
2018 წლის 07 მაისს კ------- კ--–-----–---–-ს განცხადების საფუძველზე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თავდების ვალდებულება მთლიან იყო პასუხისმგებელი ,,ჰოლდინგის ‘’წინაშე შპს ,, ბ---- კ-------–-ს’’-ს მიერ2018 წლის 07 მაისს გაფორმებული მომსახურების Nგა 184/18 გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
2018 წლის 04 ივნისს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-სა და შპს ,,ბ---- კ-------–-’’-ს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის N ეგ გე/18 016892 ხელშეკრულება ,რომლის თანახმადაც ,,გარანტის’’ ამ შემთხვევაში სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ ,,პრინციპალის’’ შპს ,,ბ---- კ-------–--’’-ს სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია ბენეფიციარის სსიპ თვითმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის წინაშე 3887 ლარის და 40 თეთრზე, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
2018 წლის 30 ივლისს სსიპ თვითმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის წერილით, რომ ვინაიდან შპს ,,ბ---- კ-------–-’’-ს მიერ ვერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ მოითხოვა გაცემული გარანტიის ამოქმედება და საბანკო გარანტიის გათვალისწინებული თანხის 3887 ლარის და 40 თეთრის ჩარიცხვა.
საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 2.6 მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო 2018 წლის 09 სექტემბერს ჩაერიცხათ თანხა, 2018 წლის 09 სექტემბერს ბენეფიციარის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 3820 ლარი და 12 თეთრი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე შპს ,,ბ---- კ-------–მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა სრულად სცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს ,, ბ---- კ-------–-’’-ს შორის 2018 წლის 28 მაისს გაფორმდა #105 ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანში და კორბოულში საუბნო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს . მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება და საგარანტიო თანხის გადახდა ტენდერის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს--------------------------------------–-----ი ‘’-ს საბანკო გარანტიის #FG/ 18016892 საფუძველზე ავანსის სახით აღებული ჰქონდა მოპასუხეს შემსყიდველი ორგანიზაციიდან საჩხერის მუნიციპალიტეტიდან 3887,40 ლარი , რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ გამოთხოვილი იქნა შემსყიდველის მიერ სადაზღვევო კომპანიიდან. შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობიდან გამომდინარე არ შესრულდა ხელშეკრულების პირობები და მან უკანონოდ მიითვისა აღნიშნული. ამიტომ საჩხერის მუნიციპალიტეტში დღემდე მიმდინარეობს დავა შემსყიდველ ორგანიზაციასა და შპს ,, ბ---- კ-------–ს’’ შორის ,რომელიც დიდი ალბათობით შპს ბ---- კ-------–-ს სასარგებლოდ გადაწყდება. შესაბამისად, შემსყიდველის მიერ მითვისებული თანხები იქნება სრულად დაბრუნებული მოსარჩელე მხარისათვის.
2.2 მოპასუხე კ------- კ--–-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კ------- კ--–-----–---–-ს წარმომადგენლმა არ სცნო სარჩელი, მისი განმარტებით, შპს ,,ბ---- კ-------–ს’’ და სს,, ს--------------------------------------–-----ს ‘’ შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ურთიერთ კავშირში არ არის, კომპანიის დირექტორ კ------- კ--–-----–---–თან, ვინაიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თავისი ქონებით აგებს პასუხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის სარჩელი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 07 მაისს სს,, ჯ------------–-----ი’’-სა და შპს ,, ,,ბ---- კ-------–-’’-ს შორის გაფორმდა მომსახურების Nგა 184/18 გენერალური ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მომსახურების გენ. ხელშეკრულება Nგა184/18(02ფურცლად).
3.1.2. 2018 წლის 07 მაისს კ------- კ--–-----–---–-ს განცხადების საფუძველზე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თავდების ვალდებულება - იგი მთლიანად იყო პასუხისმგებელი ჰოლდინგის ‘’ წინაშე შპს ,,ბ---- კ-------–-ს’’-ს მიერ 2018 წლის 07 მაისს გაფორმებული მომსახურების Nგა 184/18 გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: განცხადება თავდებობის შესახებ და ხელშეკრულება ( 02 ფურცლად).
3.1.3. 2018 წლის 04 ივნისს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-სა და შპს ,,ბ---- კ-------–-’’-ს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის N ეფ გე/18 016892 ხელშეკრულება , რომლის თანახმადაც ,,გარანტის’’ ამ შემთხვევაში სს ,,სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ის’’ მიერ ,,პრინციპალის’’ შპს ,,ბ---- კ-------–-’’-ს სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია ბენეფიციარის სსიპ თვითმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის წინაშე 3887 ლარის და 40 თეთრზე, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (02ფურცლად); საბანკო გარანტია ( 01 ფურცლად).
3.1.4 2018 წლის 30 ივლისს სსიპ თვითმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის წერილით, ვინაიდან შპს ,,ბ---- კ-------–-’’-ს მიერ ვერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ მოითხოვა გაცემული გარანტიის ამოქმედება და საბანკო გარანტიის გათვალისწინებული თანხის 3887 ლარის და 40 თეთრის ჩარიცხვა.
საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 2.6 მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებული იყო 2018 წლის 09 სექტემბერს ჩაერიცხათ თანხა, 2018 წლის 09 სექტემბერს ბენეფიციარის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 3820 ლარი და 12 თეთრი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ თვითმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის წერილი, თანხის გადახდის ქვითარი ( 03 ფურცლად)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც მითითებულია შპს ,,ბ---- კ-------–-’’-ს მიმართ წარდგენილ სარჩელში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3.2.1. კ------- კ--–-----–---–-ს წარმომადგენელმა უარყო მისი მხრიდან თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად შპს ,,ბ---- კ-------–-’’- თან ერთად პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ თანხა უნდა დაეკისროს საწარმოს, ხოლო ფიზიკური პირი - კ------- კ--–-----–---–- - მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.
მოპასუხის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს საბანკო გარანტიის და თავდებობის არსი:
საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას და მისი მიზანია ძირითადი ვალდებულების შესრულება. საბანკო გარანტიის ვალდებულება გარანტსა და პრინციპალს შორის დადებული ცალმხრივი ხელშეკრულების დადების საფუძველზე წარმოიშობა. გარანტი კისრულობს ვალდებულებას აუცილებლობის შემთხვევაში შეასრულოს პრინციპალის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე.
პიროვნული უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისგან (თავდებობა, პირგასამტეხლო, ბე) საბანკო გარანტიას განასხვავებს მისი არააქცესორული ბუნება, რაც გულისხმობს იმას, რომ საბანკო გარანტია არ გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებისაგან. ძირითადი ვალდებულება შეიძლება შეწყდეს, გაბათილდეს ან შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა გარანტსა და ბენეფიციარს შორის შენარჩუნებული იქნება.
საბანკო გარანტიაში კონკრეტულად მიეთითება გარანტის უფლება-მოვალეობები როგორც პრინციპალის, ისე ბენეფიციარის მიმართ. გარანტს მკვეთრად გამოყოფილი მოვალეობები აკისრია ბენეფიციარის წინაშე და მათ განსაზღვრული ავტონომიურობა ახასიათებთ. გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობისას გარანტის ვალდებულება არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც გაიცა იგი. ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის, როგორც გარანტორის პასუხისმგებლობა აბსტრაქტულია. საბანკო გარანტიის აბსტრაქტული ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო ორგანიზაცია მის საფუძვლად არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ მონაწილეობს.
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება , რომლის თანახმადაც ,,გარანტის’’ ამ შემთხვევაში სს ,,სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ის’’ მიერ ,,პრინციპალის’’ შპს ,, ბ---- კ-------–-’’-ს სასარგებლოდ გაიცა საბანკო გარანტია ბენეფიციარის სსიპ თვითმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის წინაშე 3887 ლარის და 40 თეთრზე, 2018 წლის 09 სექტემბერს ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე მის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა აღნიშნული თანხა.
ამდენად, შპს ,, ბ---- კ-------–-ს’’-ს , როგორც ,,პრინციპალს’’, აქვს ვალდებულება აუნაზღაუროს გარანტის გამცემს - მოსარჩელეს ამ უკანასკნელის მიერ ბენეფიციარის -სსიპ თვითმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის გადახდილი თანხა.
თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, როგორც დამოუკიდებლად , ასევე ძირითად მოვალესთან ერთად .
რაც შეეხება კ------- კ--–-----–---–-ს, როგორც თავდების პასუხისმგებლობას, დასტურდება, რომ 2018 წლის 07 მაისს კ------- კ--–-----–---–-ს განცხადების საფუძველზე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თავდების ვალდებულება- იგი მთლიანად იყო პასუხისმგებელი ,,ჰოლდინგის ‘’ წინაშე შპს ,, ბ---- კ-------–-ს’’-ს მიერ 2018 წლის 07 მაისს გაფორმებული მომსახურების Nგა 184/18 გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
ამდენად, კ------- კ--–-----–---–ს ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა სოლიდარულად ვალდებულების შესრულებაზე, როგორც შპს ,, ბ---- კ-------–-ს’’-ს თავდებ პირს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,, ს--------------------------------------–-----ის ‘’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361.2-ე, 879-ე, 880-ე, 881-ე, 887-ე, 890-ე, 891-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს ,, ბ---- კ-------–-ს’’-ს წარმომადგენელმა სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი აღნიშნულ მოპასუხესთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 879–ემუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
საბანკო გარანტიის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888–ე მუხლი არეგულირებს გარანტის ვალდებულების ფარგლების საკითხს, რომლის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია. ასევე, გარანტიის პირობას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ რომელი ვალდებულების შესასრულებლად იქნა გაცემული საბანკო გარანტია. ამავე კოდექსის 880–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
გასათვალისწინებელია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდა ბენეფიციარისათვის განისაზღვრება საბანკო გარანტიის პირობებით. ამავე კოდექსის 887–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.
ამავე კოდექსის 890-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი , გარანტის უფლება მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია.
ამ ნორმათა შესაბამისად, შპს „ბ---- კ-------–-ს“, როგორც პრინციპალის მიმართ, სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ მიერ წარდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს .
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში კ------- კ--–-----–---–- წარმოადგენს შპს „ბ---- კ-------–-ს“ თავდებ პირს, მას ვალდებულების შესრულება ეკისრება თავდებობიდან გამომდინარე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე შპს „ბ---- კ-------–-ს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, ხოლო კ------- კ--–-----–---–მა არ სცნო სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია 115 ლარი. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შპს ,, ბ---- კ-------–სა ‘’ და კ------- კ--–-----–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ სასარგებლოდ 3820 ლარის და 12 თეთრის გადახდა, კ------- კ--–-----–---–ს, როგორც ფიზიკურ პირს, სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 115 ლარის ოდენობით, რადგან კ------- კ--–-----–---–-ს წარმომადგენელმა არ სცნო სარჩელი, ხოლო შპს ,,ბ---- კ-------–ს” არ დაეკისროს სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოსამზადებელ ეტაპზევე სარჩელის ცნობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,, ს--------------------------------------–-----ის ‘’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,, ბ---- კ-------–სა ‘’ და კ------- კ--–-----–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს ,,ს--------------------------------------–-----ის‘’ სასარგებლოდ 3820 ლარის და 12 თეთრის გადახდა.
3. კ------- კ--–-----–---–ს, როგორც ფიზიკურ პირს, სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს--------------------------------------–-----ის ‘’ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 115 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი