განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001250999
საქმე №2ბ/3939-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა
აპელანტი - შპს ,,ს---“
წარმომადგენელი- გ---- ფ-----
მოწინააღმდეგე მხარეები: სს ,,ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - გ------- მ-----–-–---–ი, ს-------- რ-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 10 მაისს სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმდა N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: ერთიანი საკრედიტო ლიმიტი 1 000 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა 120 თვე, კრედიტებით სარგებლობისას წლიური საპროცენტო სარგებელი 3%-დან 24%-მდე, დოკუმენტალურ ოპერაციებზე წლიური საპროცენტო სარგებელი 1%-დან 12%-მდე.
2010 წლის 27 მაისს გაფორმდა 10.05.2010წ. N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე შეთანხმება N1, რის საფუძველზეც გაიზარდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების N0----- ერთიანი საკრედიტო ლიმიტი და განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით.
2011 წლის 29 მარტს გაფორმდა 10.05.2010წ. N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმება N2, 2011 წლის 2 მაისს გაფორმდა 10.05.2010წ. N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე შეთანხმება N2, 2011 წლის 2 ივნისს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N2-0------001 და 2011 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N2-0------002;
სასამართლოდდაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 10 მაისის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 14-21);
- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე N1 შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 34-35)
- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე N2, ხელშეკრულების დანართი N1 (ტომი I, ს.ფ. 22-31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. 2010 წლის 10 მაისის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 2011 წლის 2 ივნისს სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N0------------ შემდეგი საკრედიტო პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვე, კრედიტის მოცულობა და ვალუტა 2 000 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 16%, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 32%, კრედიტის მიზნობრიობა - საბრუნავი საშუალებების დაფინანსება. 2011 წლის 2 ივნისს სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმდა N0------------ საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი N1-0-------------001.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 2 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 36-37);
- საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი N1 (ტომი I, ს.ფ. 38)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი I, ს.ფ. 39)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.3. 2010 წლის 10 მაისის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 18 ივლისს გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N00------------, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა 6 თვე, კრედიტის მოცულობა და ვალუტა 38 729 ლარი, საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი - წლიური 16%, პირგასამტეხლო საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 32%, საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა გამოყენებულ იქნას სს ,,ს----------–--------ი“-სა და შპს ,,ს---“-ს შორის 12.12.2011წ/ გაფორმებული NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრინციპალის ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, ბ----ს შეხედულებისამებრ.
2013 წლის 30 დეკემბერს სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი N1-00-------------001, რის საფუძველზეც გაიზარდა საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა და განისაზღვრა 30.06.2014წ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 18 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 41-42)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომი I, ს.ფ. 43);
- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი (ტომი I, ს.ფ. 44)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.4. სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებისა და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, კერძოდ:
ა) 2010 წლის 25 ივნისს შპს ,,ს---“-სთან გაფრომდა გირავნობის N0------გ ხელშეკრულება და დაგირავდა შპს ,,ს---“-ს საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონებები.
ბ) 2010 წლის 15 ივლისს შპს ,,ს---“-სთან გაფორმდა გირავნობის N0------ე ხელშეკრულება და დაგირავდა შპს ,,ს---“-ს საკუთრებაში არსებული ქვ-----------------------------------–---------------------------------------------
გ) 2011 წლის 2 მაისს შპს ,,ს---“-სთან გაფორმდა იპოთეკის N0------ვ ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,ს---“-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მასზე განლაგებული შენობა ნაგებობებით, მდებარე რაიონი ზ------------------–-------–--;
დ) 2010 წლის 2 ივლისს შპს ,,ს---“-სთან გაფორმდა გირავნობის N0------დ ხელშეკრულება და დაგირავდა შპს ,,ს---“-ს საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონებები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 45-52)
- გირავნობის ხელშეკრულებები (ტომი I, ს.ფ. 53-59)
- ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 73-83)
- იპოთეკის ხელშეკრულება, ხელშეკრულების დანართი (ტომი I, ს.ფ. 94-106)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.5. 2011 წლის 12 დეკემბრის N---------------------------------------------------------------------------------------1-ა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შპს ,,ს---“-მ, სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,თ---–---–---ი“-ს შორის დადებული ს------------------- ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, 400 000 ლარის ფარგლებში, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
აღნიშნული თავდებობის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 ივლისს სს ,,ს---------------------------–------------ შორის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N0------------- შემდეგი საკრედიტო პირობებით: საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა 6 თვე, საკრედიტო ხაზის მოცულობა და ვალუტა 400 000 ლარი, საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტი სარგებელი წლიური 16%, პირგასამტეხლო საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 32%, საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა-ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა გამოყენებულ იქნას სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ს---ს შორის სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრურლებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, ბ----ს შეხედულებისამებრ. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი N1-0--------------001, რის საფუძელზეც გაიზარდა საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა და განისაზღვრა 30.06.2014წ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 107-112)
- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 113-114)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი I, ს.ფ. 115)
- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები (ტომი I, ს.ფ. 116)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.6. სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,თ---–---–---ის“ -ს შორის დადებული 2011 წლის 12 დეკემბრის ს------------------- ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის უზრუნველყოფასაც წარმოადგენს სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, 2014 წლის 13 ივნისის წერილების საფუძველზე ბენეფიციარს - ს----------–---------–----–----------------------------ს 2014 წლის 26 ივნისს გადაერიცხა შემდეგი თანხები 39 912,38 ლარი, 55190,95 ლარი, 56551,31 ლარი, 53608,23 ლარი, 56612,26 ლარი, 38535,21 ლარი, 38382,40 ლარი და 53462,54 ლარი, ჯამში 392 255,28 ლარი;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს---------იო ხელშეკრულება, წერილი, საგადახდო დავალება (ტომი I, ს.ფ. 137-168)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.7. 2010 წლის 10 მაისის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,ს---------------------------–------------ გაფორმდა ერთმანეთის მსგავსი შინაარსის მქონე ს------------------- ხელშეკრულებები, კერძოდ:
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 38 728.67 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ”ს----------–---------–----–----------------------------ი”. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა ქალაქ ფ----–- საცხოვრებელ უბანში ,,ბ“ ტიპის შენობების სამშენებლო სამუშაოების S--------------------- შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ”ს---ს” სატენდერო წინადადების შესაბამისად მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ის ბ----ა და შპს ,,ს---ს” შორის გაფორმებული შეთანხმებებით გაგრძელდა და საბოლოოდ ამ ს------------------- მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 16 ივნისი.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,35%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,25%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NA---------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1 372 965,38 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ს----------–------------------–--------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თუმცა ის ბ----ა და შპს ,,ს---ს” შორის გაფორმებული 2012 წლის 25 იანვრის შეთანხმებებით გაგრძელდა და საბოლოოდ ამ ს-----------------იის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 1 აგვისტო.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,4167%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,2%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------1 ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 95 379 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ,,ს----------–---------–----–----------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.
ს------------------- ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,4%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,5%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 228 828 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ს----------–------------------–--------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თუმცა ის ბ----ა და შპს ,,ს---ს” შორის გაფორმებული 2012 წლის 25 იანვრის შეთანხმებებით გაგრძელდა და საბოლოოდ ამ ს------------------- მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 01 აგვისტო.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,4167%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,2%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 158 923 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ,,ს----------–---------–----–----------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით.
ს------------------- ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,3334%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,25%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს---------იო ხელშეკრულებები, შეთანხმება ცვლილებების შეტანის თაობაზე (ტომი I, ს.ფ. 117-135);
- შპს ,,ს---“-ს წერილი (ტომი I, ს.ფ. 294);
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობა (ტომი I, ს.ფ. 295)
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 301-303)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.8. 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------- ს------------------- ხელშეკრულებისა და ბენეფიციარის 2014 წლის 13 ივნისის წერილის საფუძველზე - ს----------–---------–----–----------------------------ს 2014 წლის 26 ივნისს გადაერიცხა 38 728,67 ლარი;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------–---------–----–----------------------------ის წერილი (ტომი I, ს.ფ. 119);
- საგადახდო დავალება (ტომი I, ს.ფ. 120);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.9. მსესხებელს 2010 წლის 10 მაისის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილი.
მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ს------- კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
2014 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით შპს ,,ს---“-ს დავალიანება საკრედიტო ხელშეკრულებებზე მთლიანობაში შეადგენს: ძირი თანხა 1 563 738,66 აშშ დოლარი, პროცენტი 323 746,36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 88 597,52 აშშ დოლარი, სულ - 1 976 082,54 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომი I, ს.ფ. 43);
- გადახდების ისტორია (ტომი I, ს.ფ. 170-181);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 182);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.10. შპს ,,თ---–---–---ი“-მ არ შეასრულა მასსა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის დადებული 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------------------------------------------------------------------------------------------- ს------------------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. სარჩელის აღძვრის დროისათვის შპს ,,თ---–---–---ი“-ს დავალიანება სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ განისაზღვრა 2 078 215,2 ლარის ოდენობით, საიდანაც საკომისიოს დავალიანება შეადგენს 43 276,62 ლარს, პირგასამტეხლო - 1 467 003,36 ლარს, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი თანხა - 392 255,28 ლარს და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 175 680 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი II, ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.11. 2014 წლის 27 იანვარს სს ,,თ----------ი“-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს ,,ს---“-ს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით სს ,,თ----------ი“-ს განცხადება შპს ,,ს---“-ს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნა აღიარებულია ნაწილობრივ 2011 წლის 2 ივნისის სესხის ძირის 1 563 738,66 აშშ დოლარისა და პროცენტის 323 746,36 აშშ დოლარის ნაწილში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 21-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.12. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, შპს ,,ს---“-ს დავალიანება სს ,,ს----------–--------ი“-ს მიმართ 2011 წლის 12 დეკემბრის ს---------იო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს - 645 963,05 ლარს, საიდანაც ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი თანხაა - 38 728,67 ლარი, გ-------იის საკომისიო 26 838,23 ლარი, ხოლო გ-------იების ჯარიმა 580 396,15 ლარი; მათ შორის NA---------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება შეადგენს 13 840,60 ლარს, ჯარიმა - 362 122,43 ლარს; NP--------1 ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
საკომისიოს დავალიანებაა - 3052,16 ლარი, ხოლო ჯარიმა 56 464,96 ლარი; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება არის - 3 482,10 ლარი, ჯარიმა - 30 634,30 ლარი; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება შეადგენს 3 814,12 ლარს, ხოლო ჯარიმა -78 189,46 ლარს; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი საკომისიოს დავალინებაა 2 649,25 ლარი და ჯარიმა 52 985 ლარი;
განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებლის (პრინციპალის) მიერ დარღვეული იქნა ს---------იო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა საკომისიოს დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ს---------იო თანხებთან დაკავშირებით უთითებს, რომ საკომისიოს თანხები არასწორად იქნა დარიცხული, კერძოდ:
NA---------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი საკომისიოს დავალიანება 13 840,60 ლარი გამოწვეულია 2012 წლის ივლისში საკომისიოს არასწორად დარიცხვით, რადგან 2012 წლის იანვრის ჩათვლით შპს ,,ს---“-მ ვადაგადაცილების გარეშე დაფარა დარიცხული საკომისიოები და ჯარიმა არ დარიცხვია. 2012 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვის სამოკისიო დაფარა ივლისში ერთბაშად. ამასთან ერთად დაგვიანების გამო ჩამოეჭრა 3864,12 ლარი, ჯარიმის დასაფარად. საკომისიოს ძირის დარიცხვა ამით უნდა დასრულებულიყო, შესაბამისად შპს ,,ს---“-ს საკომისიოს დავალიანება არ გააჩნია.
NP--------1 ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანებიდან შპს ,,ს---“ აღიარებს 1526,08 ლარს და განმარტავს, რომ 2012 წლის 5 თვის საკომისიო დაფარა 17 ივლისს ერთბაშად. საკომისიოს სახით უნდა დარიცხვოდა დამატებით 4 თვის საკომისიო - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი, ჯამში 1526,08 ლარი, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.
NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი საკომისიოს დავალიანება 3 814,12 ლარი გამოწვეულია 2012 წლის ივლისში საკომისიოს არასწორად დარიცხვით, რადგან 2012 წლის იანვრის ჩათვლით შპს ,,ს---“-მ ვადაგადაცილების გარეშე დაფარა დარიცხული საკომისიოები და ჯარიმა არ დარიცხვია. 2012 წლის თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვის საკომისიო დაფარა ივლისში ერთბაშად. ამასთან ერთად დაგვიანების გამო ჩამოეჭრა 4767,65 ლარი, ჯარიმის დასაფარად. საკომისიოს ძირის დარიცხვა ამით უნდა დასრულებულიყო, შესაბამისად შპს ,,ს---“-ს საკომისიოს დავალიანება არ გააჩნია.
NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანებიდან შპს ,,ს---“ აღიარებს 529,85 ლარს და განმარტავს, რომ 2012 წლის 5 თვის საკომისიო დაფარა 17 ივლისს ერთბაშად. ბოლო, ივლისის თვის 529,85 ლარის ნაცვლად ბ----- დაარიცხა არასწორად 52 985 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ს---------იო თანხების დაკისრების ნაწილში ეფუძნება მხარეთა შორის დადებული ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ ბენეფიციარისათვის ს------------------- თანხის გადაცემა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებით ს------------------- გაცემა. გ-------იის მომსახურების საკომისიოს თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებებლი დოკუმენტი. მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის (ს---------იო თანხისა და გ-------იის მომსახურების საკომისიოს თანხის) გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---“-ს დავალიანების ოდენობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი II, ს.ფ.-19)
2.13. სასამართლო არ იზიარებს შპს ,,ს---“-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 12 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენლია, რომ 2011 წლის 12 დეკემბრის N---------------------------------------------------------------------------------------1-ა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შპს ,,ს---“-მ, სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,თ---–---–---ი“-ს შორის დადებული ს------------------- ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, 400 000 ლარის ფარგლებში, სს,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
აღნიშნული თავდებობის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 ივლისს სს ,,ს---------------------------–------------ შორის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N0------------- შემდეგი საკრედიტო პირობებით: საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა 6 თვე, საკრედიტო ხაზის მოცულობა და ვალუტა 400 000 ლარი, საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტი სარგებელი წლიური 16%, პირგასამტეხლო საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 32%, საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა-ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა გამოყენებულ იქნას სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ს---ს შორის სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრურლებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, ბ----ს შეხედულებისამებრ. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი N1-0--------------001, რის საფუძელზეც გაიზარდა საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა და განისაზღვრა 30.06.2014წ.
უდავოა, რომ 2012 წლის 12 დეკემბრის N-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,35%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,25%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,3%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,თ---–---–---ის“ -ს შორის დადებული 2011 წლის 12 დეკემბრის ს------------------- ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის უზრუნველყოფასაც წარმოადგენს სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, 2014 წლის 13 ივნისის წერილების საფუძველზე ბენეფიციარს - ს----------–---------–----–----------------------------ს 2014 წლის 26 ივნისს გადაერიცხა შემდეგი თანხები 39 912,38 ლარი, 55190,95 ლარი, 56551,31 ლარი, 53608,23 ლარი, 56612,26 ლარი, 38535,21 ლარი, 38382,40 ლარი და 53462,54 ლარი, ჯამში 392 255,28 ლარი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ძირითად მოვალეს ს----------------იაზე გაცემული თანხა უნდა გადაეხადა 2014 წლის 26 ივნისიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში - 2014 წლის 01 მაისის ჩათვლით. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს წარმოეშვა ს----------------იაზე გადახდილი თანხის მოთხოვნის უფლება.
სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებით რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის სწორად განსაზღვრას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან ობიექტურად უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო უფლების დარღვევის შესახებ ვერ გაიგო, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმ მომენტიდან დაიწყება, როცა, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პირს უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
ხანდაზმულობის ვადის დენის დასრულების თარიღის (2017 წლის მაისი) გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის წარდგენის დროისათვის არ არის ხანდაზმული - სასამართლოში წარდგენილი სარჩელი აღძრულია 2016 წლის 17 თებერვალს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში - შპს ,,ს---“-მ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, P--------- ს------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას 3 482,1 ლარის ნაწილში, NP--------1 ს------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას 1526,08 ლარის ნაწილში და P--------- ს------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას 529,85 ლარის ნაწილში. ამასთან მოითხოვა 2011 წლის 02 ივნისის ს------- კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება ხუთმაგი ოდენობით.
2.15 2011 წლის 12 დეკემბრის NP---------- ს------------------- ფარგლებში გამოთხოვილი (განაღდებული) ს---------იო თანხის დაკისრების საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი ადგენს ს------------------- დეფინიციას:
ს------------------- ძალით ბ----, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გ-------ი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ს----------------ია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ს------------------- ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ს------------------- დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. მის არააქცესორულ ბუნებას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი: ს-----------------იით გათვალისწინებული გ-------ის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გ-------ია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
ს------------------- იურიდიულ ბუნებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია დამატებითი განმარტების გაკეთება:
კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა რისკების თავიდან აცილებას. რისკების შესამცირებლად გამოიყენება სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებები. აქცესორული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების დროს (მაგ.: თავდებობა) შესაძლებელია კრედიტორის წინააღმდეგ ყველა იმ შესაგებლის წარდგენა, რაც მოვალეს აქვს. ეს კი კრედიტორისათვის ნიშნავს ისეთ სასამართლო პროცესში ჩაბმას, რომელსაც მისთვის დიდი რისკი და უხერხულობა ახლავს, რადგან საკითხი ეხება სხვა პირის (პირადი მოვალე) მხრიდან ვალდებულების შესრულება-არშესრულების, არაჯეროვანი შესრულების საკითხების კვლევას. სწორედ ამგვარი სიძნელეების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა დამოუკიდებელი გ-------იების ინსტიტუტი, რომელთაც ძირითადად გასცემენ ფინანსურად ისეთი საიმედო და მდგრადი ინსტიტუტები, როგორიცაა ბ---ები და სადაზღვევო კომპანიები. დამოუკიდებელი გ-------იების რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გ-------იებზე, ე.წ. პუბლიკაცია #458 (ICC Guiding Rules for Demand Guarantees URDG 758), რომელიც ასევე განსაზღვრავს მის არააქცესორულ ბუნებას.
თუმცა, მიუხედავად ს------------------- კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ ს----------------ია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ:
1) ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გ-------იის პირობებს;
2) მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გ-------იით განსაზღვრულ ვადაში.
მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გ--------ა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გ-------იის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გ-------ს გ-------იით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.
ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის კვლევა გ-------ის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ ს----------------იით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის (გ-------იაში ასეთის წარდგენის მოთხოვნის არსებობისას) პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში, ანუ ფორმალური სახით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული NP--------- ს-----------------იით გ--------ა იკისრა ს---------იო თანხის გადახდის ვალდებულება პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მხარეთა შეთანხმებით გ-------ი გონივრულ ვადაში წერილობით შეატყობინებს პრინციპალს ბენეფიციარის მიერ ს------------------- აღსრულების მოტხოვნის მიღების შესახებ და გადასცემს წარმოდგენილი მოთხოვნის ასლს. პრინციპალმა შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) ს------- დღის ვადაში: ა) ბ---- წერილობით უნდა დაუდასტუროს ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაეთანხმოს მას ან ბ) უარყოს (სრულად ან ნაწილობრივ) ბენეფიციარის მოთხოვნა, მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტაცია და დაურთოს ბენეფიციარის მოთხოვნის უსაფუძვლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); პრინციპალის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლოიბა წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა გ--------ა დადასტურებულად ჩათვალოს ბენეფიციარის მოთხოვნაში მითითებული გარემოებები და განახორციელოს ბენეფიციარისათვის ს---------იო თანხის გადახდა ს----------------იაში მითითებული ფორმით. (იხ. ტომი I, ს.ფ. 117, პუნქტი 5.3.)
სასამნართლო მიუთითებს, რომ უდავოა, რომ აღნიშნული ს------------------- ფარგლებში ბენეფიციარებმა გ-------იის მოქმედების ვადაში წარუდგინა გ-------ს წერილობითი მოთხოვნა და პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვა ს---------იო თანხის ანაზღაურება.
მოპასუხის (პრინციპალის) მტკიცებით, არ არსებობს მასზე ბენეფიციართათვის ანაზღაურებული ს---------იო თანხების დაკისრების საფუძველი იმის გამო, რომ ბენეფიციარმა დეფექტების აღმოფხვრის გ-------ია გამოითხოვა დეფექტების არარსებობის ოქმის წარმოუდგენლობის საფუძვლით, ისე, რომ არ მიუთითებია თვით დეფექტების არსებობაზე და არ წარმოუდგენია დეფექტების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლომ არ გაიზიარა ამ მოსაზრება, რადგან ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბენეფიციართა მოთხოვნებში ვალდებულების დარღვევის კონკრეტული შინაარსის აღუწერლობა არ გულისხმობს ვალდებულების დარღვევაზე მიუთითებლობას. ბენეფიციარი უთითებდა იმ კონკრეტული ძირითადი ხელშეკრულების დარღვევაზე, რომელის მხარესაც პრინციპალი - შპს ,,ს---” წარმოადგენდა და რომლის გამო წარმოქმნილი ურთიერთობების ფარგლებში უზრუნველყოფილი იყო ბენეფიციარის მოთხოვნა. ამდენად, გ-------ისათვის სრულად აღქმადი და გასაგები გახლდათ თუ რომელი ძირითადი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაცემული ს------------------- ფარგლებში ითხოვდა ბენეფიციარი ს---------იო თანხების ანაზღაურებას. იმ ვითარებაში, როცა გ-------ია არ ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობას, უფრო მეტიც, როდესაც ს----------------ია ყოველგვარი მტკიცების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე ავალდებულებს გ-------ს ს---------იო თანხების გადახდას, მხოლოდ ზოგადი მითითება ძირითადი ვალდებულების დარღვევისა მეტყველებს მასზედ, რომ ბენეფიციარმა შეასრულა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს მოთხოვნაში პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მისი რაობის მითითებას.
იმ პირობებში, როდესაც ბენეფიციარს და პრინციპალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის და მის შესაბამისად, მხარეთა შორის ანგარიშსწორების მიზნით დეფექტების არარსებობის თაობაზე ოქმის შედგენის წესი, სასამართლო მიიჩნევს, რომ საავანსო გადახდის გ-------იის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნის დამაბრკოლებლად ასეთი დოკუმენტის წარდგენა პრინციპალის ვალდებულებას წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის მიერ გ-------ისთვის ამგვარი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოაპსუხის მსჯელობას, რომ არ არსებობდა NP--------- ს------------------- საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე არ უარყოფდა, რომ სს ,,ს----------–--------მა“ გონივრულ ვადაში წერილობით შეატყობინა ბენეფიციარის მიერ ს------------------- აღსრულების მოთხოვნის მიღების შესახებ და გადასცა წარმოდგენილი მოთხოვნის ასლი. მოპასუხეს არ მიუთითებია და შესაბამისად არც წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) ს------- დღის ვადაში უარყო (სრულად ან ნაწილობრივ) ბენეფიციარის მოთხოვნა.
შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, პრინციპალის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა გ-------ს დადასტურებულად ჩაეთვალა ბენეფიციარის მოთხოვნაში მითითებული გარემოებები და განეხორციელებია ბენეფიციარისათვის ს---------იო თანხის გადახდა ს----------------იაში მითითებული ფორმით.
ამდენად დადგენილია, რომ ბენეფიციართა მიერ წარდგენილი მოთხოვნები შეესაბამებოდნენ გ-------იის პირობებს და წარდგენილი იყო გ-------იის მოქმედების ვადაში. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ გ-------ი არღვევდა კანონს ბენეფიციართა მოთხოვნების შესაბამისად ს---------იო თანხების გაცემისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გ-------ის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდება ბენეფიციარს ს----------------იით, განისაზღვრება პრინციპალთან გ-------ის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გ-------ია.
აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ პრინციპალის ვალდებულება რეგრესის წესით გ-------ს გადაუხადოს მის მიერ ბენეფიციარისათვის უკვე გადახდილი თანხა, წარმოიშობა მხოლოდ გ-------სა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ P--------- ს------------------- ხელშეკრულებით მხარეების შეთანხმდნენ მასზედ, რომ გ-------ის მიერ ბენეფიციარისათვის გ-------იის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომაურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გ-------ისათვის გადახდის ვალდებულება. ამასთან, გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ს------- კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ს------- კრედიტი სასესხო ურთიერთობის სპეციფიკური გამოვლინებაა. მას, ჩვეულებრივი სესხისაგან განსხვავებით, განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს, თუმცა იმის გამო, რომ ს------- კრედიტი ფულად ურთიერთობებს გულისხმობს, მის მიმართ სესხის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ძირითადი დებულებები გამოიყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი განსაზღვრავს სესხის ხელშეკრულების დეფინიციას: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვალის დაბრუნების წესზე მიუთითებს - თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდულ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.
უდავოა გარემოებაა, რომ ს-----------------იის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, რომელიც ემსახურებოდა ბენეფიციარისათვის გადახდილ ს---------იო თანხების დაბრუნებას, გასულია უშედეგოდ. ამდენად, არსებობს შპს ,,ს---ს” მხრიდან აღნიშნული თანხის სს ,,ს----------–--------ი“-სათვის დაბრუნების ვალდებულება.
2.16. 2011 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული NA----------, NP--------------------------------------- ს------------------- ხელშეკრულების ფარგლებში ს---------იო თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი სცნო P--------- ს------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას 3 482,1 ლარის ნაწილში, NP--------1 ს------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას 1526,08 ლარის ნაწილში და P--------- ს------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას 529,85 ლარის ნაწილში.
ამასთან, მოპასუხის განმარტებით ვინაიდან NA----------, NP--------- და P--------- ს------------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი საკომისიოს დავალიანება, მათ შორის NP--------- და P--------1 ს------------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაწილობრივ, გამოწვეულია საკომისიოს არასწორად დარიცხვით, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდის საკომისიოს გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დარიცხვას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2010 წლის 10 მაისის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,ს---------------------------–------------ შორის გაფორმდა ერთმანეთის მსგავსი შინაარსის მქონე ს------------------- ხელშეკრულებები, კერძოდ:
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 38 728.67 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ”ს----------–---------–----–----------------------------ი”. ხელშეკრულების თანახმად, უზრუნველყოფილი ვალდებულებაა ქალაქ ფ----–- საცხოვრებელ უბანში ,,ბ“ ტიპის შენობების სამშენებლო სამუშაოების S--------------------- შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ”ს---ს” სატენდერო წინადადების შესაბამისად მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ის ბ----ა და შპს ,,ს---ს” შორის გაფორმებული შეთანხმებებით გაგრძელდა და საბოლოოდ ამ ს------------------- მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 16 ივნისი.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,35%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,25%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NA---------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 1 372 965,38 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ს----------–------------------–--------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თუმცა ის ბ----ა და შპს ,,ს---ს” შორის გაფორმებული 2012 წლის 25 იანვრის შეთანხმებებით გაგრძელდა და საბოლოოდ ამ ს-----------------იის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 01 აგვისტო.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,4167%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,2%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------1 ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 95 379 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ,,ს----------–---------–----–----------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,4%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,5%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 228 828 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ს----------–------------------–--------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 31 იანვრის ჩათვლით, თუმცა ის ბ----ა და შპს ,,ს---ს” შორის გაფორმებული 2012 წლის 25 იანვრის შეთანხმებებით გაგრძელდა და საბოლოოდ ამ ს------------------- მოქმედების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 1 აგვისტო.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,4167%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,2%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------- ს------------------- ხელშეკრულებით გ-------იის თანხის ოდენობად განისაზღვრა 158 923 ლარი. ამ შემთხვევაში ბენეფიციარს წარმოადგენდა სსიპ ,,ს----------–---------–----–----------------------------ი. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით.
ს-----------------იის ხელშეკრულებების ფარგლებში მხარეები შეთანმხდნენ შემდეგი სახის არსებით პირობებზე: გ-------იის მომსახურების საკომისიო 0,3334%; გ-------იის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - 40 ლარი; გ-------იის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს ს---------იო თანხის 0,25%-ს, მინიმუმ 50 ლარს, აღნიშნული საკომისიოს გადახდა პრინციპალის მიერ წარმოებს წინასწარ, გ-------იის გაცემისთანავე; იმ შემთხვევაში თუ პრინციპალის მიერ საკომისიოს გადახდის დაგვიანება გადაცდა 30 კალენდარულ დღეს, მაშინ პრინციპალი გადაუხდის გ-------ს ვადაგადაცილებული საკომისიოს ორმაგი ოდენობით; გ-------ის მიერ ს-----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს-----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, (1) ს----------------ია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. (2) ს-----------------იის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გ-------ს შეთანხმებულ საზღაურს.
ს-----------------იის ხელშეკრულება ანაზღაურებითი ხასიათისაა. კანონის დებულება ანაზღაურების სავალდებულოობის თაობაზე განპირობებულია საკრედიტო დაწესებულების მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციით - უზრუნველყოს ბენეფიციარის წინაშე პრინციპალის მიერ ნაკისრი მოვალეობის სათანადო შესრულება. ს----------------ია არის გადახდის აბსტრაქტული დაპირება ბ----ს მხრიდან, რომლითაც ბ---- ვალდებულია ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ს---------იო თანხა იმ შემთხვევაში, თუკი მოვალე ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ს------------------- ინსტიტუტის მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ გ-------ი ვალდებულებას კისრულობს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მოვალესთან (პრინციპალთან) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რისთვისაც გ-------ი (ბ----) პრინციპალისაგან სათანადო ანაზღაურებას იღებს.
განსხილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ყველა დასახელებული ს------------------- ხელშეკრულებებით პრინციპალმა - შპს ,,ს---მ”, ს---------იო შემთხვევის დადგომის პირობით ბ----საგან ბენეფიციარისათვის გ-------იის თანხის ანაზღაურების დაპირების სანაცვლოდ, აიღო დაპირებული (ს---------იო) თანხის ყოველთვიური საკომისიოს გადახდის ვალდებულება. ამდენად, სახეზე გვაქვს სახელშეკრულებო დათქმა, რომელიც გამოხატავს სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ანაზღაურებაზე შეთანხმებას.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხემ NP--------- ს---------იო ხელშეკრულების შემთხვევაში, სადაც ბ---- ითხოვდა ს------------------- ხელშეკრულებების დადების სანაცვლოდ შეთანხმებულ სარგებელს, სარჩელი ცნო. შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ამ პუნქტში ჩამოთვლილი ს-----------------იების ხელშეკრულებათა ფარგლებში ხსენებული სარგებლის სახით მოთხოვნილი თანხების ანაზღაურებაზე მოპასუხის უარი, მაშინ, როდესაც აღიარებულ და უარყოფილ მოთხოვნათა მიმართ არსებული ფაქტობრივი გარემოებები იდენტურია და მათთვის ადეკვატური სამართლებრივი შეფასებები ერთნაირია, გაუგებარია.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, შპს ,,ს---“-ს დავალიანება სს ,,ს----------–--------ი“-ს მიმართ 2011 წლის 12 დეკემბრის ს---------იო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს -645 963,05 ლარს, საიდანაც ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი თანხაა - 38 728,67 ლარი, გ-------იის საკომისიო 26 838,23 ლარი, ხოლო გ-------იების ჯარიმა 580 396,15 ლარი; მათ შორის NA---------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება შეადგენს 13 840,60 ლარს, ჯარიმა - 362 122,43 ლარს; NP--------1 ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანებაა - 3052,16 ლარი, ხოლო ჯარიმა 56 464,96 ლარი; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება არის - 3 482,10 ლარი, ჯარიმა - 30 634,30 ლარი; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება შეადგენს 3 814,12 ლარს, ხოლო ჯარიმა - 78 189,46 ლარს; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი საკომისიოს დავალინებაა 2 649,25 ლარი და ჯარიმა 52 985 ლარი;
მოპასუხეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---“-ს დავალიანების ოდენობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა კრედიტის ძირი თანხის (38728,67 ლარი) და პროცენტის (26838,23 ლარი) მოთხოვნის ნაწილში მოთხოვნის სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
2.17. 2011 წლის 2 ივნისის ს------- კრედიტის ხელშეკრულებისა და ს---------იო ხელშეკრულებების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - გასცა ხუთი ს----------------ია და ერთ ს----------------იაზე ბენეფიციარზე გაიცა შეთანხმებული ს---------იო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - შპს ,,ს---“-ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების და ს---------იო ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2011 წლის 02 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 88 597,52 აშშ დოლარი, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ასევე, მოითხოვა მოპასუხისათვის ს---------იო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 580 396,15 ლარის დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის 10-ჯერ შემცირება.
თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხების დაანგარიშებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილებში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხების 10- ჯერ შემცირებით.
2.18. 2011 წლის 12 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანების 400 000 ლარის ანაზღაურების საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2011 წლის 12 დეკემბრის N----------------------------------------------------------------------------------------ა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შპს ,,ს---“-მ, სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,თ---–---–---ი“ -ს შორის დადებული ს------------------- ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, 400 000 ლარის ფარგლებში, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
აღნიშნული თავდებობის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 ივლისს სს ,,ს---------------------------–------------ შორის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N0------------- შემდეგი საკრედიტო პირობებით: საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა 6 თვე, საკრედიტო ხაზის მოცულობა და ვალუტა 400 000 ლარი, საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტი სარგებელი წლიური 16%, პირგასამტეხლო საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 32%, საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა-ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა გამოყენებულ იქნას სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,ს---ს შორის სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრურლებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, ბ----ს შეხედულებისამებრ. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი N1-0--------------001, რის საფუძელზეც გაიზარდა საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა და განისაზღვრა 30.06.2014წ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ შპს ,,თ---–---–---ი“ -მ არ შეასრულა მასსა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის დადებული 2011 წლის 12 დეკემბრის NP--------------------------------------------------------------------------------------------- ს------------------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. სარჩელის აღძვრის დროისათვის შპს ,,თ---–---–---ი“ -ს დავალიანება სს ,,ს----------–--------ი“-ს მიმართ განისაზღვრა 2 078 215,2 ლარის ოდენობით, საიდანაც საკომისიოს დავალიანება შეადგენს 43 276,62 ლარს, პირგასამტეხლო - 1 467 003,36 ლარს, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი თანხა - 392 255,28 ლარს და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 175 680 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დასრულების თარიღის (2017 წლის მაისი) გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის წარდგენის დროისათვის არ არის ხანდაზმული - სასამართლოში წარდგენილი სარჩელი აღძრულია 2016 წლის 17 თებერვალს.
აღნიშნული გარემოება კი მოპასუხეს არ აძლევს უფლებას უარი განაცხადოს შესრულებაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
2.19. ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან:
ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე; (6.11.2009. N2003)
ბ) ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით; (29.06.2012 N6604) (16.12.2015. N4642 ამოქმედდეს
2018 წლის 1 იანვრიდან) (22.12.2016. N184)
გ) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება; (4.05.2017. N759)
დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა; (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
ე) საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის
თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები. (6.11.2009. N2003)
ვ) მიმდინარე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში სასესხო ვალდებულების აღება შესაძლებელია მხარეთა მიერ დამატებითი ნების გამოვლენის საფუძველზე, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით; (4.05.2017. N759)
ზ) გრძელდება მოვალის საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს ეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ ამ პირის მიმართ არ შეასრულა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება და მისი შეუსრულებლობიდან გასულია 14 სამუშაო დღეზე მეტი. (4.05.2017. N759) ამავე მუხლის მე-3 პუქნტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 3 თებერვალს გამოიტანა განჩინება, რომლითაც წარმოებაში მიიღო სს ”თ----------ის” განცხადება შპს ”ს---ს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის შესაძლებლობა, მეურვის თანხმობის გარეშე. თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელს აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.
2.20. ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ლ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს უზრუნველყოფილი კრედიტორის ცნებას - უზრუნველყოფილი კრედიტორი არის კრედიტორი ან ახალი კრედიტორი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, გირავნობით ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვალდებულებების უზრუნველყოფის სხვა საშუალებით.
ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს ასევე ელექტრონულად უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ს---“-ს მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში აღიარებულ იქნა სს ”ს----------–--------ის” მოთხოვნა ნაწილობრივ, კერძოდ, თანხით 3 364 253,3 (სამიმილიონ სამას სამოცდაოთხი ათას ორას ორმოცდაცამეტი მთელი სამი მეათედი) ლარის ნაწილში (რაც გულისხმობს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითად თანხებსა და მასზე დაკისრებულ პროცენტს) და კრედიტორთა რეესტრში შეტანილ იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად. რაც შეეხება ს------- საკრედიტო ხელშერკულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ს------------------- ხელშეკრულებების ჭრილში მოთხოვნილ თანხებს, ჯამში 1 203 879.27 ლარი, ამ ნაწილში სს "ს----------–--------ის" მოთხოვნას უარი ეთქვა აღიარებაზე; ამასთან, განემარტა სს ”ს----------–--------ს”, რომ მას აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს წინამდებარე განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში:
ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება;
ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;
გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
იმ პირობებში როდესაც, მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა შეიძლება ზემდგომი სასამართლოს განსჯის საკითხი გახდეს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გადახდისუუნარობის საქმეზე მიმართვის გზით უნდა მოითხოვოს მოსარჩელემ 88 597,52 აშშ დოლარისა და 1 045 963,05 ლარის უზრუნველყოფილ მოთხოვნად აღიარება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
აპელანტი მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების 3.1.5.; 3.1.6; 3.1.10; 3.2.2; 3.1.7; 6.3; 6.2; 3.1.8; პუნქტებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ, დაადგინა ს------------------- ხელშეკრულების ზოგადი პირობები, მაგრამ არ დაუდგენია საკუთრივ ს------------------- სახე (სპეციფიკა) და პირობები. კერძოდ, ის, რომ ს----------------ია იყო არა ზოგადად ხელშეკრულების პირობების შესრულების გ-------ია, არამედ ხარისხის უზრუნველყოფის გ-------ია, რომელშიც კონკრეტულად იყო განსაზღვრული მისი გამოთხოვის (განაღდების) პირობები.
პირველ რიგში აპელანტი აღნიშნავს, რომ 2011 წლის 12 დეკემბრის №P--------- ს----------------ია იყო "დეფექტებზე პასუხისამგებლობის ს----------------ია", რაც იმას ნიშნავს, რომ გ-------იით უზრუნველყოფილი იყო არა ზოგადად პრინციპალის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება, არამედ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილ დეფექტებზე პასუხისმგებლობა. გ-------იის თანახმად, "წინამდებარე ს----------------ია სს "ს----------–--------ი"-ს მიერ გაცემულია პრინციპალის დავალებით ბენეფიციარის სასარგებლოდ ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტის აღმოფხვრის მიზნით".
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გ-------იის ამოქმედების პირობები. გ-------იის თანახმად, "იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი ვერ შეძლებს კონტრაქტის თანახმად აღმოფხვრას გამოვლენილი ნებისმიერი დეფექტი, თუ იგი არ იქნება გამოწვეული არასწორი ექსპლუატაციით მის მიერ შეს-რულებულ სამუშაოებზე, სს "ს----------–--------ი" კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენისთანავე აუნაზღაუროს მას ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ჯამში 38 728,67 ...ლარი".
ბენეფიციარ ს----------–---------–----–----------------------------ის 2014 წლის 13 ივნისის წერი-ლში (ს------------------- გამოთხოვის შესახებ) მითითებულია, რომ "კონტრაქტორმა დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ: ვერ უზრუნველყო და ვერ წარმოადგინა შესაბამისი ოქმი ობიექტზე დეფექტების არარსებობის თაობაზე".
ამრიგად, აპელანტი მიუთითებს, რომ ბენეფიციარმა არათუ არ წარადგინა მტკიცებულება დეფექტების არსებობის თაობაზე, არამედ არც მიუთითა, რომ ობიექტზე არსებობდა დეფექტები. ის მიუთითებს, რომ კონტრაქ-ტორმა ვერ წარმოადგინა ოქმი დეფექტების არარსებობის თაობაზე, რისი წარმოდგენის ვალდე-ბულებაც პრინციპალს არ გააჩნდა. ბ----- ისე, რომ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ პრინციპალს ბენეფიციარის წინაშე არ ჰქინდა დეფექტების არარსებობის შესახებ ოქმის წარდგენის ვალდებულება, ასევე იმ გარემოებას, პრინციპალს უნდა აღმოეფხვრა თუ არა რაიმე დეფექტი, გაანაღდა ს----------------ია.
3.2. აპელანტის პოზიციით, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით დგინდება მოპასუხის შესაგებლის მართებულობა საკომისიოსა და ჯარიმის თანხებთან მიმართებაში. კერძოდ:
1. NA---------- გ-------იასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილიდან ირკვევა, რომ გ-------იაზე მოპასუხის ანგარიშიდან ბ----- ჩამოაჭრა ჯამურად 51 094,97 ლარი. კერძოდ, ცხრილიდან ჩანს, რომ 2012 წლის იანვრის ჩათვლით მოპასუხემ აღნიშნული გ-------იების საკომისიოები დაფარა სრულად: 5721,15 ლარი 2011 წლის 21 ოქტომბერს, 2746 ლარი 2011 წლის 21 ოქტომბერს, 789,71 ლარი 2011 წლის 11 ნოემბერს, 4931,44 ლარი 2011 წლის 25 ნოემბერს, 5721,15 ლარი 2011 წლის 28 დეკემბერს , 5721,15 ლარი 2012 წლის 27 იანვარს, 50 ლარი 2012 წლის 27 იანვარს, ჯამში 25 680,6 ლარი. ბ----ს მიერ წარმოდგენილ ამავე დოკუმენტში ასევე მოცემულია აღნიშნული საკომისიოების დარიცხვის რეესტრი, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულ გ-------იაზე 2012 წლის 25 იანვრის ჩათვლით, სწორედ ეს თანხები დაერიცხა შპს „ს---ს“ (და 2012 წლის 27 იანვრის მდგომარეობით შპს „ს---ს“ გ-------იაზე დარიცხული საკომისიოს ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული ცხრილიდან ასევე ირკვევა, რომ 2012 წლის 17 ივლისს ს---მ ერთბაშად დაფარა 20760,9 ლარი (ბ----ს მიერ წარმოდგენილი ცხრილის გვ. 14), რაც წარმოადგენს 6 თვის საკომისიოს (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი და ივლისი), 6*3460.15=20760.90. ბ----ს წარმოდგენილი ცხრილიდან ჩანს, რომ შპს "ს---ს" 5 თვის განმავლობაში სწორად დაერიცხა საკომისიო 3 460,15 ლარი (2012 წლის 13 თებერვალი, 2012 წლის 12 მარტი, 2012 წლის 12 აპრილი, 2012 წლის 11 მაისი მაისი, 2012 წლის 11 ივნისი) ხოლო მეექვსე თვეს ნაცვლად 3 460,15 ლარისა 2012 წლის 11 ივლისს დარიცხულია 13840,60 ლარი (ბ----ს ცხრილი გვ. 1). შესაბამისად საკომისიოს დარჩენილი ნაწილი 13 840,60 ლარი, რომელსაც სს "ს----------–--------ი" ედავება შპს "ს---ს", გამოწვეულია სწორედ 2012 წლის 11 ივლისს საკომისიოს არასწორი თანხის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად თვიური საკომისიო შეადგენდა ს---------იო თანხის (ცვლილების შემდგომ 830 369,38 ლარი) 0,4167%-ს, რაც შეადგენს 3460,15 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხის დარიცხვა ხდებოდა ყოველთვიურად ბ----ს მიერ, გარდა 2012 წლის 11 ივლისისა, რამაც გამოიწვია საკომისიოს გადაუხდელი ნაშთის არსებობა. მოპასუხემ თავისი პოზიციის დაფიქსირებისას ასევე წარმოადგინა ცხრილი, რომელიც არის ბ----ს მიერ წარმოდგენილი ცხრილის იდენტური (ცხრილი შედგენილია მხოლოდ ბ----ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე), მხოლოდ, თვალსაჩინოებისათვის, დალაგე-ბულია თარიღების მიხედვით და ერთადაა მოქცეული, საკომისიოს და ჯარიმის დარიცხვა, ასევე თანხის გადახდები (2018 წლის 15 აპრილს წარმოდგენილი პოზიცია და ცხრილი).
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე, არ იმსჯელა შპს „ს---ს“ პოზიციაზე, წარმოდგენილი 2018 წლის 19 მარტის განცხადებით, რომ აღნიშნულ გ-------იაზე დარიცხულია ჯარიმა შპს „ს---ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდგომ, კერძოდ კი 2014 წლის 3 თებერვლიდან (ჯამურად 27 681,20 ლარი).
საბოლოოდ, განსახილველ გ-------იასთან მიმართებაში აპელანტის პოზიციაა:
• უარის თქმა მოთხოვნილი საკომისიოს დავლიანება 13 840,60 ლარის დაკისრებაზე, ვინაიდან ის გამოწვეულია 2012 წლის 11 ივლისს საკომისიოს არასწორად დარიცხვით (13840,60 ლარი ნაცვლად 3460,15 ლარისა, რომელიც მოპასუხეს გადახდილი აქვს 2012 წლის 17 ივლისს 20 760,90 ლარის გადახდით (6 თვის საკომისიო, მათ შორის ივლისის თვის საკომისიო).
• უარის თქმა საკომისიოს გადაუხდელობაზე მოთხოვნილი ჯარიმის დავალიანების 318 333,80 ლარის დაკისრებაზე (2012 წლის ივლისიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდზე).
• უარის თქმა 2014 წლის 3 თებერვლიდან დარიცხული ჯარიმის 27 681,20 ლარის დაკისრებაზე "გადახდისუუნარობის შესახებ" კანონის შესაბამისად.
• 2012 წელს 6 თვის ვადაგადაცილებაზე (2012 წლის მარტიდან 2012 წლის 11 ივლისამდე) დარიცხული ჯარიმის 51 902,25 ლარის შემცირება 100-ჯერ შეუსაბამო სიმაღლის საფუძვლით (წლიური 1200%).
2. NP--------1 გ-------იასთან დაკავშირებით, აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილიდან ირკვევა, რომ მოპასუხის ანგარიშიდან ბ----- ჩამოაჭრა ჯამურად 3 529,16 ლარი. კერძოდ, ცხრილიდან ჩანს, რომ 2012 წლის იანვრის ჩათვლით მოპასუხემ აღნიშნული გ-------იის საკომისიოები დაფარა სრულად: 477 ლარი 2011 წლის 25 ნოემბერს, 381,52 ლარი 2011 წლის 25 ნოემბერს, 381,52 ლარი 2011 წლის 28 დეკემბერს, 381,52 ლარი 2012 წლის 27 იანვარს, ჯამში 1621,56 ლარი. ბ----ს მიერ წარმოდგენილ ამავე დოკუმენტში ასევე მოცემულია აღნიშნული საკომისიოების დარიცხვის რეესტრი, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულ გ-------იაზე 2012 წლის 25 იანვრის ჩათვლით, სწორედ ეს თანხები დაერიცხა შპს „ს---ს“ და 2012 წლის 27 იანვრის მდგომარეობით შპს „ს---ს“ გ-------იაზე დარიცხული საკომისიოს ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული ცხრილიდან ასევე ირკვევა, რომ 2012 წლის 17 ივლისს ს---მ ერთბაშად დაფარა 1907,6 ლარი (ბ----ს მიერ წარმოდგენილი ცხრილის გვ. 14), რაც წარმოადგენს 5 თვის საკომისიოს (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) 5*381,52=1907,60. ბ----ს წარმოდგენილი ცხრილიდან ჩანს, რომ ს---ს 5 თვის განმავლობაში სწორედ დაერიცხა საკომისიო 1907,6 ლარი (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი). ხელშეკრულების თანახმად, საკომისიოს სახით ამის შემდგომ უნდა დარიცხვოდა დამატებით 4 თვის საკომისიო - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი ჯამში 4*381.52=1526.08 თეთრი, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. ბ-----, ბოლო 381.52 ლარის ნაცვლად 2012 წლის 24 ოქტომბერს დაარიცხა არასწორად 56464.96 ლარი (იხ. ცხრილი, გვ. 1), რაც ხელშეკრუ-ლებიდან არ გამომდინარეობდა. ასევე ბ---- ჯარიმის თანხას არიცხავს ნაცვლად 4 გადაუხდელი საკომისიოსა 8 გადაუხდელ საკომისიოზე (ყოველთვიურად 8 ჯერ ერიცხება 381,52 ლარი), რაც ხელშეკრულებას არ შეესაბამება.
სასამართლომ, ასევე არ იმსჯელა შპს „ს---ს“ პოზიციაზე, წარმოდგენილი 2018 წლის 19 მარტის განცხადებით, რომ აღნიშნულ გ-------იაზე დარიცხულია ჯარიმა შპს „ს---ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდგომ, კერძოდ კი 2014 წლის 3 თებერვლიდან (ჯამურად 4 959,60 ლარი).
საბოლოოდ, განსახილველ გ-------იასთან მიმართებაში აპელანტის პოზიციაა:
• თანხმობა მოსარჩელის მოთხოვნაზე საკომისიოს ძირის სახით დავალიანებაზე 1526.08 ლარის ოდენობით (4 თვის საკომისიო).
• უარის თქმა 2014 წლის 3 თებერვლის შემდგომ დარიცხულ ჯარიმაზე 4 959,60 ლარის ოდენობით უნდა "გადახდისუუნარობის შესახებ" კანონის შესაბამისად.
• უარის თქმა არასწორად (ზედმეტად) დარიცხულ ჯარიმაზე (4-ის ნაცვლად 8-ჯერ), რაც ასევე შეუსაბამო სიმაღლის საფუძვლით (1200%) უნდა შემცირდეს 100-ჯერ.
3. NP---------. გ-------იასთან დაკავშირებით აპელანტი განმარტავს, რომ მოპასუხემ დარიცხული საკომისიოს დავალიანე-ბის ძირი თანხა 3482.10 ლარი, მაგრამ მისი მოთხოვნაა ჯარიმის 100-ჯერ (და არა 10-ჯერ, როგორც სასამართლომ გააკეთა) შემცირება, რადგან ერთი თვის გადაუხდელ საკომისიოზე ყოველ თვე ძირის ტოლი ჯარიმის დარიცხვა (თვიური 100%) ნიშნავს, რომ ჯარიმის ოდენობა წლიური 1200%-ია, რაც შეუსაბამოდ მაღალია.
4. აპელანტი NP---------. ს----------------იასთან დაკავშირებით, ააღნიშნავს, რომ ბ----ს მიერ წარმოდგენილი ცხრილიდან ირკვევა, რომ მოპასუხის ანგარიშიდან ბ----- ჩამოაჭრა ჯამურად 14 810,95 ლარი. კერძოდ, ცხრილიდან ჩანს, რომ 2012 წლის იანვრის ჩათვლით შპს "ს---მ" აღნიშნული გ-------იების საკომისიოები დაფარა სრულად: 164,31 ლარი 2011 წლის 20 ოქტომბერს, 789,22 ლარი 2011 წლის 21 ოქტომბერს, 458 ლარი 2011 წლის 21 ოქტომბერს, 953,53 ლარი 2011 წლის 25 ნოემ-ბერს, 953,53 ლარი 2011 წლის 28 დეკემბერს, 953,53 ლარი 2012 წლის 27 იანვარს, 50 ლარი 2012 წლის 27 იანვარს, ჯამში 4 322,12 ლარი. ბ----ს მიერ წარმოდგენილ ამავე დოკუმენტში ასევე, მოცემულია აღნიშნული საკომისიოების დარიცხვის რეესტრი, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულ გ-------იაზე 2012 წლის 25 იანვრის ჩათვლით, სწორედ ეს თანხები (ჯამში 4 322,12 ლარი) დაერიცხა შპს „ს---ს“ და მას 2012 წლის 27 იანვრის მდგომარეობით გარან-ტიაზე დარიცხული საკომისიოს ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული ცხრილიდან ასევე ირკვევა, რომ 2012 წლის 17 ივლისს მოპასუხემ ერთბაშად დაფარა 5 721,18 ლარი (ბ----ს მიერ წარმოდგენილი ცხრილის გვ. 14), რაც წარმოადგენს 6 თვის საკომისიოს (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი და ივლისი), 6*953,53=5721,18. ბ----ს წარმოდგენილი ცხრი-ლიდან ჩანს, რომ ს---ს 5 თვის განმავლობაში სწორად დაერიცხა საკომისიო 953,53 ლარი (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი), ხოლო მეექვსე თვეს 2012 წლის 11 ივლისს ნაცვლად 953,53 ლარისა დარიცხულია 3 814,12 ლარი (იხ. ცხრილი, გვერდი 2).
შესაბამისად, აპელანტის შეფასებით, საკომისიოს დარჩენილი ნაწილი 3 814,12 ლარი, რომელსაც სს "ს----------–--------ი" ედავება მოპასუხეს, გამოწვეულია სწორედ 2012 წლის 11 ივლისს საკომისიოს არასწორი თანხის დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად თვიური საკომისიო შეადგენდა ს---------იო თანხის 228 828,00 ლარის 0,4167%-ს, რაც შეადგენს 953,53 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხის დარიცხვა ხდებოდა ყოველთვიურად ბ----ს მიერ, გარდა 2012 წლის 11 ივლისისა, რამაც გამოიწვიო საკომისიოს გადაუხდელი ნაშთის არსებობა.
მოპასუხემ თავისი პოზიციის დაფიქსირებისას ასევე წარმოადგინა ცხრილი, რომელიც არის ბ----ს მიერ წარმოდგენილი ცხრილის იდენტური (ცხრილი შედგენილია მხოლოდ ბ----ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე), მხოლოდ თვალსაჩინოებისათვის დალა-გებულია თარიღების მიხედვით და ერთადაა მოქცეული, საკომისიოს და ჯარიმის დარიცხვა, ასევე თანხის გადახდები (2018 წლის 15 აპრილს წარმოდგენილი პოზიცია და ცხრილი).
აპელანტის მითითებით, სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა შპს „ს---ს“ პოზიციაზე, წარმოდგენილი 2018 წლის 19 მარტის განცხადებით, რომ აღნიშნულ გ-------იაზე დარიცხულია ჯარიმა შპს „ს---ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდგომ, კერძოდ კი 2014 წლის 3 თებერვლიდან (ჯამურად 6 674,71 ლარი).
საბოლოოდ, განსახილველ გ-------იასთან მიმართებაში აპელანტის პოზიციაა:
• უარის თქმა მოთხოვნილი საკომისიოს დავლიანების დაკისრებაზე 3 8124,12 ლარის ოდე-ნობით, ვინაიდან ის გამოწვეულია 2012 წლის 11 ივლისს საკომისიოს არასწორად დარიცხვით (ივლისის თვის რეალურად დასარიცხი საკომისიო 953,53 ლარი მოპასუხეს გადახდილი აქვს 2012 წლის 17 ივლისს 5 721,18 ლარის გადახდით (6 თვის საკომისიო, მათ შორის ივლისის თვის საკომისიო).
• უარის თქმა არასწორად დარიცხული საკომისიოს გადაუხდელობაზე დარიცხული ჯარიმის დაკისრებაზე ჯამურად 69 607,69 ლარიის ოდენობით (2012 წლის 17 ივლისიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით).
• უარის თქმა 2014 წლის 3 თებერვლიდან დარიცხულ ჯარიმაზე 6 674,71 ლარიის ოდენობით "გადახდისუუნარობის შესახებ" კანონის შესაბამისად.
• 2012 წელს 6 თვის ვადაგადაცილებაზე დარიცხული ჯარიმის შემცირება შეუსაბამო სიმაღლის საფუძვლით (წლიური 1200%), რის გამოც დარიცხული ჯარიმა 14 302,95 ლარი (2012 წლის 14 მარტიდან 2012 წლის 11 ივლისამდე დარიცხული ჯარიმების ჯამი) უნდა შემცირდეს 100-ჯერ (და არა 10-ჯერ როგორც სასამართლომ გააკეთა).
5. NP--------- გ-------იასთან დაკავშირებით, აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილიდან ირკვევა, რომ მოპასუხის ანგარიშიდან ბ----- ჩამოაჭრა ჯამურად 4 105,95 ლარი. კერძოდ, ცხრილიდან ჩანს, რომ 2012 წლის იანვრის ჩათვლით შპს ,,ს---მ“ აღნიშნული გ-------იების საკომისიოები დაფარა სრულად: 529,85 ლარი 2011 წლის 28 დეკემბერს, 397 ლარი 2011 წლის 28 დეკემბერს, 529,85 ლარი 2012 წლის 27 იანვარს. ჯამში 1465,70 ლარი. ბ----ს მიერ წარმოდგენილ ამავე დოკუმენტში ასევე მოცემულია აღნიშნული საკომისიოების დარიცხვის რეესტრი, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნულ გ-------იაზე 2012 წლის 25 იანვრის ჩათვ-ლით, სწორედ ეს თანხები დაერიცხა შპს „ს---ს“ და 2012 წლის 27 იანვრის მდგომარეობით შპს „ს---ს“ გ-------იაზე დარიცხული საკომისიოს ვალდებულება არ გააჩნდა. აღნიშნული ცხრილიდან ასევე ირკვევა, რომ 2012 წლის 17 ივლისს ს---მ ერთბაშად დაფარა 2 649,25 ლარი (ბ----ს მიერ წარმოდგენილი ცხრილის გვ. 14), რაც წარმოადგენს 5 თვის საკომისიოს (თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) 5*529,85=2649,25. ბოლო საკომისიო ბ----- 2012 წლის 26 ივლისს დაარიცხა არასწორად, 52 985,00 ლარი ნაცვლად 529,85 ლარისა (ბ----ს ცხრილი გვ. 3). ხელშეკრულების თანახმად თვიური საკომისიო შეადგენდა ს---------იო თანხის 0,3334%-ს, რაც შეადგენს 529,85 ლარს. სწორედ აღნიშნული თანხის დარიცხვა ხდებოდა ყოველთვიურად ბ----ს მიერ, გარდა 2012 წლის 26 ივლისისა, რამაც გამოიწვია საკომისიოს გადაუხდელი ნაშთის არსებობა.
მოპასუხე აღიარებს ერთი თვის საკომისიოს დავალიანების არსებობას 529,85 ლარის ოდენობით (2012 წლის 26 ივლისს დასარიცხი). ამასთან, ბ---- ჯარიმის თანხას არიცხავს ნაცვლად 1 გადაუხდელი საკომისიოსა 5 გადაუხდელ საკომისიოზე (ყოველთვიურად 5 ჯერ ერიცხება 529,85 ლარი), რაც ხელშეკრულებას არ შეესაბამება.
აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა შპს „ს---ს“ პოზიციაზე, წარმოდგენილი 2018 წლის 19 მარ-ტის განცხადებით, რომ აღნიშნულ გ-------იაზე დარიცხულია ჯარიმა შპს „ს---ს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემდგომ, კერძოდ კი 2014 წლის 3 თებერვლიდან (ჯამურად 3708,95 ლარი).
საბოლოოდ, განსახილველ გ-------იასთან მიმართებაში აპელანტის პოზიციაა:
• თანხმობა საკომისიოს ძირის სახით დავალიანების დაკისრებაზე 529,85 ლარის ოდენობით (1 თვის საკომისიო).
• უარის თქმა 2014 წლის 3 თებერვლის შემდგომ დარიცხულ ჯარიმაზე 3708,95 ლარის ოდენობით "გადახდისუუნარობის შესახებ" კანონის შესაბამისად.
• ერთი თვის საკომისიოს ნაცვლად 5 თვეზე დარიცხული ჯარიმის 5-ჯერ შემცირება და დარჩენილი ჯარიმის 100-ჯერ შემცირება ჯარიმის შეუსაბამო სიმაღლის საფუძვლით (1200%).
3.3. აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ძირითად მოვალესთან და სოლიდარულ თავდებთან მიმართებაში (იხ. შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების გრაფები).
გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია დეფექტებზე პასუხისმგებლობის ს------------------- ამოქმედების (განაღდების) მოთხოვნის დასაბუთებასთან დაკავშირებით (იხ. შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების გრაფები).
გადაწყვეტილება ფაქტობრივად დაუსაბუთებელია ს----------------იებზე გადაუხდელი საკომისიოებისა და მათ გადაუხდელობაზე დაკისრებული ჯარიმების გაანგარიშებასთან დაკავ-შირებით (იხ. შესაბამისი ფაქტობრივი უსწორობების გრაფა).
გადაწყვეტილება ფაქტობრივად დაუსაბუთებელია ს----------------იების საკომისიოებზე დარი-ცხული ჯარიმების შეუსაბამო სიმაღლის საფუძვლით შესამცირებელი ოდენობის დასაბუთე-ბასთან დაკავშირებით (იხ. შესაბამისი ფაქტობრივი უსწორობების გრაფა). გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შემდეგ დაკისრებული ჯარიმების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით (იხ. შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების გრაფები).
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე უარი პირადი მოვალის მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძვლით.
3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 465-ე მუხლი, რომლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
სკ-ის 895-ე მუხლით ("თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა") დადგენილია, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხი-ლებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სკ-ის 891.1 მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო სკ-ის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებუ-ლებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სკ-ის 895-ე მუხლიდან გამომდინარე კრედიტორს შეუძლია თავდებს წაუყენოს მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, მას არ აქვს ასეთი უფლება ძირითადი მოვალის მიმართ მოთხოვნის არარსებობის (მათ შორის გაქარწყლების) შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად სოლიდარული ვალდებულება განსხვავდება კონკრეტულად თავდების სოლიდარული ვალდებულებისაგან. სკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, ზოგადად სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში, სოლიდარული მოვალეები საერთო (თავიანთი), სოლიდარულ ვალდებულებაზე არიან პასუხისმგებელი, ხოლო სკ-ის 891.1 მუხლის თანახმად, თავდები პასუხისმგებლობას კისრულობს სხვისი (ძირითადი მოვალის) დავალიანებაზე. შესაბამისად, აპელანტი მიუთითებს, რომ არ არსებობს თავდების ვალდებულება, თუ არ არსებობს (მათ შორის გაქარწყლების გამო) ძირითადი მოვალის ვალდებულება.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა პირდაპირ თავდებს წაუყენოს, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის დენა მიმდინარეობს ძირითადი მოვალის მიმართ და იგი შეწყდება მხოლოდ ძირითადი მოვალის მიმართ სარჩელის აღძვრით. აქედან გამომდინარე, სასამართლო, არასწორად თვლის, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა შეწყდა თავდე-ბის მიმართ სარჩელის აღძვრით.
ამდენად, აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან ძირითადი მოვალის მიმართ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, თავდებმა სკ-ის 899.1 მუხლის ძალით ("თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები") სწორად დააყენა შესაგებელი ძირითადი მოვალის მიმართ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის თაობაზე, რითაც მის მიმართაც მოთხოვნა გაქარწყლდა და, შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, როგორც ფაქტობრივი უსწორობების გრაფაშია მითითებული, კონკრეტულად არ შეაფასა საკუთრივ ს----------------იაში მითითებული პირობები, რის გამოც ზოგადი მსჯელობიდან გამოიტანა განსახილველ შემთხვევასთან შეუსაბამო დასკვნა:
"ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბენეფიციართა მოთხოვნებში ვალდებულების დარღვევის კონკ-რეტული შინაარსის აღუწერლობა არ გულისხმობს ვალდებულების დარღვევაზე მიუთი-თებლობას. ბენეფიციარი უთითებდა იმ კონკრეტული ძირითადი ხელშეკრულების დარღვე-ვაზე, რომელის მხარესაც პრინციპალი - შპს ,,ს---” წარმოადგენდა და რომლის გამო წარ-მოქმნილი ურთიერთობების ფარგლებში უზრუნველყოფილი იყო ბენეფიციარის მოთხოვნა. ამდენად, გ-------ისათვის სრულად აღქმადი და გასაგები გახლდათ თუ რომელი ძირითადი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაცემული ს------------------- ფარგლებში ითხოვდა ბენეფიციარი ს---------იო თანხების ანაზღაურებას. იმ ვითარებაში, როცა გ-------ია არ ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის აუცილებლობას, უფრო მეტიც, როდესაც ს----------------ია ყოველგვარი მტკიცების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე ავალდებულებს გ-------ს ს---------იო თანხების გადახდას, მხოლოდ ზოგადი მითითება ძირითადი ვალდებულების დარღვევისა მეტყველებს მასზედ, რომ ბენეფიციარმა შეასრულა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს მოთხოვ-ნაში პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მისი რაობის მითითებას".
სასამართლოს მითითებით "იმ პირობებში, როდესაც ბენეფიციარს და პრინციპალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოთა მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის და მის შესაბამისად, მხარეთა შორის ანგარიშსწორების მიზნით დეფექტების არარსებობის თაობაზე ოქმის შედგენის წესი, სასამართლო მიიჩნევს, რომ საავანსო გადახდის გ-------იის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნის დამაბრკოლებლად ასეთი დოკუმენტის წარდგენა პრინციპალის ვალდებულებას წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის მიერ გ-------ისთვის ამგვარი მტკიცებულება წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოაპსუხის მსჯელობას, რომ არ არსებობდა NP--------- ს------------------- საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა". სასამართლოს მოცემულ მითითებას აპელანტი არ ეთანხმება, ვინაიდან ს----------------იით სწორედ მტკიცებულება ბ----სათვის სწორედ ბენეფიციარს უნდა წარედგინა.
აპელანტი მიუთითებს, სკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, „მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გ-------ია.“ სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „მასში მითითებული უნდა იყოს პრინციპალის მიერ განხორციელებული დარღვევების შესახებ“ (04.05.2015 წ. სუსგ №ას-161-151-2015 საქმეზე). ბენეფიციარის მოთხოვნა მაშინ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ მასში „მითითებულია ის, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გ-------ია“ (14.11. 2012 წ. სუსგ №ას-1058-992-2012 საქმეზე). „თუ დადგინდა, რომ ბენეფიციარმა თანხა უსაფუძვლოდ მიიღო, გ-------ს თანხის გამოთხოვის უფლება ამავე თანხის უსაფუძვლოდ მიმღები სუბი-ექტისაგან - ბენეფიციარისაგან წარმოეშობა“ (თბ. სააპ. სასამართლოს გადაწყ-ვეტილება №2ბ/3772-14 საქმეზე).
აპელანტის მითითებით, ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში ბენეფიციარმა ს---------იო თანხის განაღდება მოითხოვა დეფექტების არარსებობის თაობაზე ოქმის წარმოუდგენლობის საფუძველზე, რაც პრინციპალს არ ევალებოდა. ამასთან, ბენეფიციარს წერილობით მოთხოვნაში არც მიუთითებია, რომ შესრულებულ სამუშაოებში გამოვლენილი იყო დეფექტები. შესაბამისად, ბ-----, როგორც სჩანს, არ გაითვალისწინა სკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი („გ--------ა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გ-------იის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გ-------ს გ-------იით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ“) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი („თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გ-------ისათვის ცნობილი გახდა, რომ ს----------------იით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გ-------ის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გ-------ის მიერ დაკმაყოფილებას“).
3.5. აპელანტის მითითებით, სასამართლომ საკომისიო თანხებთან დაკავშირებით სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების გამაქარწყლებელი მტკიცებულებების მოპასუხის მიერ წარმოუდგენლობის საფუძვლით. სასამართლომ ისე, რომ არ იმსჯელა დარიცხული საკო-მისიოების ოდენობის სისწორეზე, იმაზე მიუთითა, რომ გადახდის მტკიცება მოვალის ვალდე-ბულებას წარმოადგენდა. თუმცა გაურკვეველია, რატომ უნდა ემტკიცებინა მოპასუხეს ის, რისი გადახდის ვალდებულებაც მას არ გააჩნდა, ან ის, რისი გადახდაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვეოდა. სასამართლომ, უბრალოდ, მოპასუხის მითითებების მიუხედავად არ შეისწავლა მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ მიიღო შესაბამისი დასკვნები (დაწვრ. იხ. ფაქტობრივი უსწორობების გრაფა).
საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ იმსჯელა დაკისრებული ჯარიმების შემცირებაზე შეუსაბამო სიმაღლის გამო, მაგრამ ჯარიმა შეამცირა მხოლოდ 10-ჯერ, მაშინ, როდესაც მოპასუხე ჯარიმების შემცირებას 100-ჯერ მოითხოვდა. სასამართლომ ამ შემთხვევაში არ დაადგინა, რომ ჯარიმა წლიურ 1200%-ს შეადგენდა და მისი 100-ჯერ შემცირება წლიურ 12%-ს გაუტოლდებოდა, რაც სწორედ შესაბამისი პირგასამტეხლო იქნებოდა (იხ. ფაქტობრივი უსწორობების გრაფა).
სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შემდეგ დაკისრებული ჯარიმების შემცირებაზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილებიდან ირკვეოდა, თუ რა ოდენობის თანხები იქნა ჯარიმის სახით მოპასუხისათვის დაკისრებული გადახდისუუნა-რობის საქმის დაწყების შემდეგ და ამაზე მოპასუხეც მიუთითებდა, მაგრამ მოცემულზე სასამართ-ლოს საერთოდ არ მიუთითებია. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნაა მოცემული საფუძვლითაც დაკისრებული ჯარიმების გაუქმება (იხ. ფაქტობრივი უსწორობების გრაფა).
სასამართლოს მითითებული მსჯელობა გაქარწყლებულია ფაქტობრივი უსწორობების შესაბამის გრაფაში მოცემული იმ მომაცემების ანალიზით, რომელიც მოსარჩელემ წარმოადგინა.
აპელანტი მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული არ არის მსჯელობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შემდეგ დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, "გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან... იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა".
აპელანტის განმარტებით, ფაქტობრივი უსწორობების გრაფაში აღნიშნულია და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით დასტურდება, რომ გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შემდეგ მოპასუხეს ს----------------იების საკომისიოებზე დარიცხული აქვს ჯარიმები (პირგასამტეხლოები), რომლებიც მითითებული ნორმის საფუძველზე გაუქმებას ექვემდებარება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.20. პუნქტები).
4.2. სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
4.3. აპელანტის პრეტენზიას სააპელაციო პალატა არ იზიარებს და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც განმარტებულია ს------------------- არსი, იურიდიული ბუნება და, ზოგადად, სახელშეკრულებო სამართალში, მისი როლი (იხ., №ას-1038-999-2016, 1 თებერვალი, 2017 წელი): „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 879-ე მუხლის მიხედვით ს----------------ია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გ-------ს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება. ს------------------- მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გ-------ია. ს----------------ია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა ს----------------იით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ს------------------- თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად, დამატებით ამ საკითხზე იხილეთ: MüKo HGB/ Welter, Zahlungsverkehr, Rn.3; Sorgel/Heuser Vorb. zu §765-778 BGB, Rn.64; MüKo BGB, Habersack Vorb. zu §765-778 BGB, Rn.20; BGH WM 1999, 73; Graf von Westphalen/Jud/Westphalen, Die Bankgarantie im internacionalen Handelsverkehr, S.166; Staudinger/ Horn Vorb. zu zu §765-778 BGB, Rn.320; Goode, Guide to the ICC Uniform Rules for Demand Guarantees, S.55)“.
საგულისხმოა, რომ ს-------------------, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გ-------ს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გ-------იით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ს----------------ია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი” (იხ. სუსგ 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-562-871-09).
ს----------------იიდან გამომდინარე, გ-------ის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გ-------ის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გ-------ს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები ს----------------იაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გ-------იის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება.
სამოქალაქო კოდექსის 885.I მუხლის თანახმად, ს----------------იიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გ-------ს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. ს------------------- ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, ს----------------იიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზანდ ისახავს ბ----ს დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გ-------იაში მითითებული დოკუმენტები. როგორც წესი, გ-------ს ეს დოკუმეტები ორიგინალში უნდა წარედგინოს. ასლების წარდგენა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს ს----------------იით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება.
როგორც წესი, ს------------------- მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გ-------ისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გ-------ს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გ-------იაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885.III მუხლი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გ-------იის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება.
ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გ--------ა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გ-------ი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.
დაუყოვნებელ შეტყობინებაში იგულიხმება შეტყობინება „ბრალეული გაჭიანურების გარეშე“ და იგი, როგორც წესი, მომდევნო ს------- სამუშაო დღეა. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ ს----------------ია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გ-------ი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს.
სსკ-ის 887.I მუხლის თანხმად, გ-------ი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გ-------იის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გ-------იის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გ-------იის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ. სუსგ 2009 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-781-996-08). თუ შემოწმების შედეგად გ-------ი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გ-------იის პირობებს ან ისინი გ-------ს წარედგინა გ-------იით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გ-------ს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გ--------ა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გ-------ის უარი არ ნიშნავს, რომ გ-------ის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ს------- გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გ-------ის მიმართ და მოსთხოვოს მას ს----------------იიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გ-------ისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.II მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გ-------ის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ ს------------------- არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გ-------ი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გ-------ის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გ-------ი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გ-------ს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი ს----------------იიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გ-------იის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ს----------------იას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით _ არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც ს----------------ია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე. ს----------------ია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ს------------------- დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად ს----------------ია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს ს------------------- მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, ს----------------იაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ., სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).
აპელანტის ერთ-ერთი პრეტენზია NP--------- ს------------------- ხელშეკრულებას შეეხება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული NP--------- ს-----------------იით გ--------ა იკისრა ს---------იო თანხის გადახდის ვალდებულება პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარის მხრიდან წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მხარეთა შეთანხმებით გ-------ი გონივრულ ვადაში წერილობით შეატყობინებს პრინციპალს ბენეფიციარის მიერ ს------------------- აღსრულების მოთხოვნის მიღების შესახებ და გადასცემს წარმოდგენილი მოთხოვნის ასლს. პრინციპალმა შეტყობინების მიღებიდან 2 ს------- დღის ვადაში: ა) ბ---- წერილობით უნდა დაუდასტუროს ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაეთანხმოს მას ან ბ) უარყოს (სრულად ან ნაწილობრივ) ბენეფიციარის მოთხოვნა, მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტაცია და დაურთოს ბენეფიციარის მოთხოვნის უსაფუძვლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); პრინციპალის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლოიბა წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რათა გ--------ა დადასტურებულად ჩათვალოს ბენეფიციარის მოთხოვნაში მითითებული გარემოებები და განახორციელოს ბენეფიციარისათვის ს---------იო თანხის გადახდა ს----------------იაში მითითებული ფორმით. (იხ. ტომი I, ს.ფ. 117, პუნქტი 5.3.) უდავოა, რომ აღნიშნული ს------------------- ფარგლებში ბენეფიციარებმა გ-------იის მოქმედების ვადაში წარუდგინა გ-------ს წერილობითი მოთხოვნა და პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვა ს---------იო თანხის ანაზღაურება.
NP--------- ს------------------- ხელშეკრულებით მხარეების შეთანხმდნენ მასზედ, რომ გ-------ის მიერ ბენეფიციარისათვის გ-------იის თანხის გადახდის შემთხვევაში კლიენტს (პრინციპალს) ავტომაურად წარმოეშობა იგივე ოდენობის თანხის გ-------ისათვის გადახდის ვალდებულება. ამასთან, გ-------ის მიერ ს----------------იაზე ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრინციპალი ვალდებულია გ-------ს გადაუხადოს საკომისიო ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის 0,15%-ის ოდენობით, მინიმუმ 50 ლარი კონკრეტულ გადახდაზე; გ-------ის მიერ ბენეფიციარის მხრიდან წამოყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პრინციპალი გ-------ს არ დაუფარავს ს----------------იაზე გადახდილ თანხას, გ-------ის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ თანხის გადახდის თარიღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გადაუხდელი თანხის სრულად დაფარვამდე პრინციპალი ვალდებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამატებით გადაუხადოს გ-------ს ჯარიმის სახით გადაუხდელი თანხის 0,03%, მინიმუმ 30 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შპს ,,ს---ს“ მხრიდან თანხის დაბრუნების ვალდებულება.
4.4. აპელანტის პრეტენზია, ს----------------ია NA----------, NP---------, P--------- NP--------- და P--------1, შეეხება ასევე საპროცენტო სარგებლის შეუსაბამობას.
პალატა ვერც აპელანტის ამ პოზიციას იზიარებს საამისოდ ვარგისი სამართლებრივი საფუძვლის არარასებობის გამო. პალატა მიუთითებს საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეზე (იხ.,სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი), გაკეთებულ განმარტებას, ხელშემკვრელ მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობის შესახებ, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს: „სარჩელის მოთხოვნას მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (პროცენტი) შემცირება წარმოადგენდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამსესხებელი, რომელიც ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარე იყო, უდავო იყო, რომ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლებოდა, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.“ საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, შპს ,,ს---“-ს დავალიანება სს ,,ს----------–--------ი“-ს მიმართ 2011 წლის 12 დეკემბრის ს---------იო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეადგენს - 645 963,05 ლარს, საიდანაც ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი თანხაა - 38 728,67 ლარი, გ-------იის საკომისიო 26 838,23 ლარი, ხოლო გ-------იების ჯარიმა 580 396,15 ლარი; მათ შორის NA---------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება შეადგენს 13 840,60 ლარს, ჯარიმა - 362 122,43 ლარს; NP--------1 ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანებაა - 3052,16 ლარი, ხოლო ჯარიმა 56 464,96 ლარი; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება არის - 3 482,10 ლარი, ჯარიმა - 30 634,30 ლარი; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს დავალიანება შეადგენს 3 814,12 ლარს, ხოლო ჯარიმა - 78 189,46 ლარს; NP--------- ს---------იო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი საკომისიოს დავალინებაა 2 649,25 ლარი და ჯარიმა 52 985 ლარი; შესაბამისად, აპელანტს მართებულად დაეკისრა კრედიტის ძირი თანხის 38728,67 ლარისა და პროცენტის 26838,23 ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარმა გ-------იის მოქმედების ვადაში წარუდგინა გ-------ს წერილობითი მოთხოვნა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დარღვევის გამო და მოითხოვა ს---------იო თანხის ანაზღაურება, შეასრულა გ-------იით გათვალისწინებული ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამდენად, მოცემულ საქმეში სახეზეა ს----------------იით ნაკისრი ვალდებულების შესრულების განმაპირობებელი ყველა წანამძღვარი:
ა) ს------------------- ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც ბ---- უზრუნველყოფდა ხელშეკრულების შესრულებას პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ბ) პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარისი საფუძველია ს------------------- ამოქმედებისათვის;
გ) ს----------------იით დადგენილ ვადაში ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენა გ-------ორისათვის.
4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სწორად მოხდა პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ოყო შეუსაბამოდ მაღალი და შეამცირა ათჯერ 580 396.15 ლარიდან 58 039.61 ლარამდე.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.
4.6. პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, 2011 წლის 12 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 400 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის 12 დეკემბრის N----------------------------------------------------------------------------------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შპს ,,ს---“-მ, სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,თ---–---–---ი“-ს შორის დადებული ს------------------- ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, 400 000 ლარის ფარგლებში, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული თავდებობის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 18 ივლისს სს ,,ს---------------------------–------------ შორის N0----- საკრედიტო ხაზით მომსახურების ფარგლებში გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება N0------------- შემდეგი საკრედიტო პირობებით: საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა 6 თვე, საკრედიტო ხაზის მოცულობა და ვალუტა 400 000 ლარი, საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტი სარგებელი წლიური 16%, პირგასამტეხლო საკრედიტო ხაზის ფარგლებში ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის წლიური 32%, საკრედიტო ხაზის მიზნობრიობა-ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა გამოყენებულ იქნას სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,ს---ს შორის სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრურლებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, ბ----ს შეხედულებისამებრ. 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი N1-0--------------001, რის საფუძელზეც გაიზარდა საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა და განისაზღვრა 2014 წლის 30 ივნისი. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასრულების თარიღს წამოადგენს 2017 წლის მაისი, ხოლო სარჩელი წარმოდგენილია, 2016 წლის 17 თებერვალს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ 2011 წლის 12 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა 400 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ არის ხანდაზმული.
4.7. პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა გადახდისუუნარობის საქმის დაწყების შემდეგ დაკისრებული ჯარიმების შემცირებაზე. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რომ პირობებში როდესაც, შპს ,,ს---“-ს მიმართ მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში აღიარებულ იქნა სს ”ს----------–--------ის” მოთხოვნა ნაწილობრივ, კერძოდ, თანხით 3 364 253,3 ლარის ნაწილში (რაც გულისხმობს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითად თანხებსა და მასზე დაკისრებულ პროცენტს) და კრედიტორთა რეესტრში შეტანილ იქნა მე-4 რიგის მოთხოვნად. რაც შეეხება ს------- საკრედიტო ხელშერკულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ს------------------- ხელშეკრულებების ჭრილში მოთხოვნილ თანხებს, ჯამში 1 203 879.27 ლარი, ამ ნაწილში სს "ს----------–--------ის" მოთხოვნას უარი ეთქვა აღიარებაზე; ამასთან, განემარტა სს ”ს----------–--------ს”, რომ მას აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს. მითითებული გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა შეიძლება ზემდგომი სასამართლოს განსჯის საკითხი გახდეს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გადახდისუუნარობის საქმეზე მიმართვის გზით უნდა მოითხოვოს მოსარჩელემ 88 597,52 აშშ დოლარისა და 1 045 963,05 ლარის უზრუნველყოფილ მოთხოვნად აღიარება.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით აპელანტს გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 7000 ლარის გადახდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე; იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტს უნდა დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე გადავადებული ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
3. შპს ,,ს---ს (ს/კ 2--------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7 000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ოთარ სიჭინავა