გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210018002397122
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/10864-18

31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ო"

წარმომადგენელი სი----------–---–ი

მოპასუხე წარმომადგენელი შპს ,,ორ--–--ი" თა-----------ა

დავის საგანი თანხის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 54 178,02 ევროს გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 6 881,1 ევროს გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 186 329,13 ევროს გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 8 225,09 ევროს გადახდის დაკისრება; 1.5. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 2 060 400 ლარის გადახდის დაკისრება; 1.6. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 45 331,4 ევროს გადახდის დაკისრება; 1.7. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 30 478,46 ლარის გადახდის დაკისრება; 1.8. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 865 310,4 ლარის გადახდის დაკისრება; სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სასარჩელო მოთხოვნები: 1.1.-1.4. 2012 წლის 11 ოქტომბერს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა აკრედიტივის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" შპს ,,ორ--–--ს" გაუხსნა აკრედიტივი 92 000 ევროს ოდენობით. აკრედიტივი გაიხსნა შპს ,,R--------------------"-ს და შპს ,,ორ--–--ს" შორის 2012 წლის 04 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების განხორციელებისთვის. აკრედიტივის ხელშეკრულებით აკრედიტივის საკომისიო (საზღაური) განისაზღვრა წლიური 6,2%-ს ოდენობით. მხარეთა შორის გაფორმებული აკრედიტივის ხელშეკრულების 2.2. და 2.3. პუნქტების თანახმად, მსესხებელი (შპს ,,ორ--–--ი") კისრულობს ვალდებულებას აკრედიტივის საფუძველზე გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში უზრუნველყოს თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე ამისთვის აუცილებელი სახსრების არსებობა. მსესხებლის ანგარიშზე სახსრების არარსებობის შემთხვევაში, გადახდა მოხდება სს ,,აზ---------------------–----------------------------–ო"-ში არსებული მსესხებლის ანგარიშიდან, სასესხო ანგარიშის დადებეტებისა და შესაბამისად სასესხო დავალიანების წარმოშობის გზით. 2013 წლის 15 ოქტომბერს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" აკრედიტივით გათვალისწინებული თანხა - 92 000 ევრო გადაურიცხა ,,R--------------------"-ს, საკუთარი სახსრების ხარჯზე. ვინაიდან შპს ,,ორ--–--მა" ვერ უზრუნველყო სახსრების არსებობა საკუთარ ანგარიშზე, 2013 წლის 11 ოქტომბერს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრედიტის თანხა შეადგენდა 92 000 ევროს, კრედიტის დაბრუნების ვადა განისაზღვრა ექვსი თვით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 15%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ვადაგადაცილებული თანხის 0,2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა აკრედიტივის თანხის რეალიზაცია. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა აკრედიტივის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდის თაობაზე. შპს ,,ორ--–--ის" მიერ დარღვეული იქნა ასევე 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება. 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, შპს ,,ორ--–--ის" დავალიანება სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მიმართ: 1) 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8 225,09 ევროს (საზღაურის დავალიანება); 2) 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 247 388,25 ევროს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 54 178,02 ევრო, პროცენტი - 6 881,1 ევრო და პირგასამტეხლო - 186 329,13 ევრო. სასარჩელო მოთხოვნები: 1.5.-1.8. 2012 წლის 26 აპრილს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" ბენეფიციარ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია 800 000 ევროს ოდენობით. ხელშეკრულებით შპს ,,ორ--–--ი" ვალდებული იყო გადაეხადა საზღაური საბანკო გარანტიის გაცემისათვის, გარანტიის თანხის წლიური 2%-ს ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება საბანკო გარანტიის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის დარღვევისთვის - საგარანტიო თანხის 0,2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის მიხედვით, გარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს პრინციპალისგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის საფუძველზე. 2012 წლის 09 ივლისს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 19 ნოემბრის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 29 ნოემბრის წერილების საფუძველზე, 2013 წლის დეკემბერში, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად ბენეფიციარად განისაზღვრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. 2014 წლის 28 ივლისს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. შესაბამისად, ბანკის მიერ 2014 წლის 28 ივლისს გაიცა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტიის დანართი #2. 2015 წლის 04 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" აცნობა, რომ შპს ,,ორ--–--მა" დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხის გადახდა. სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" აღნიშნულის თაობაზე აცნობა შპს ,,ორ--–--ს". 2015 წლის 18 აგვისტოს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" ბენეფიციარს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუნაზღაურა საბანკო გარანტიის თანხა - 800 000 ევროს ექვივალენტი, 2 060 320 ლარი. ბენეფიციარს საბანკო გარანტიის თანხა გადაერიცხა ბანკის საკუთარი სახსრების ხარჯზე, რის გამოც მოხდა მითითებული თანხის დაკრედიტება და მას დაერიცხა საპროცენტო სარგებელი წლიური 18%-ს ოდენობით. ერთი თვის განმავლობაში დარიცხულმა პროცენტმა შეადგინა 30 478,46 ლარი. სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" შპს ,,ორ--–--ს" გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილებები და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუმცა უშედეგოდ. ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით გადაუხდელობის გამო შპს ,,ორ--–--ს" დაერიცხა პირგასამტეხლო საგარანტიო თანხის 0,2%-ს ოდენობით. დარიცხულმა პირგასამტეხლომ 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 3 865 310,4 ლარი. შპს ,,ორ--–--ის" დავალიანება სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მიმართ 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 5 956 188,86 ლარს და 45 331,4 ევროს. აღნიშნული თანხიდან საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 2 060 400 ლარს. მოთხოვნილი 45 331,4 ევრო შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს საბანკო გარანტიის გაცემისათვის (საბანკო გარანტიის თანხის წლიური 2%), რაც დათვლილია საბანკო გარანტიის გაცემიდან - 2012 წლის 26 აპრილიდან, ბენეფიციარისთვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებამდე - 2015 წლის 18 აგვისტომდე. მოთხოვნილი 5 956 188,86 ლარიდან 30 478,46 ლარი შეადგენს ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის დაკრედიტების შედეგად მასზე დარიცხულ პროცენტს, ხოლო 3 865 310,4 ლარი კი შეადგენს ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით დაუბრუნებლობის გამო დარიცხულ პირგასამტეხლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა შპს ,,ორ--–--ისთვის": 1) 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 54 178,02 ევროს, პროცენტის - 6 881,1 ევროს და პირგასამტეხლოს - 186 329,13 ევროს, სულ 247 388,25 ევროს გადახდის დაკისრება; 2) 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 8 225,09 ევროს გადახდის დაკისრება; 3) საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის 2 060 400 ლარის გადახდის დაკისრება; 4) 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 45 331,4 ევროს გადახდის დაკისრება; 5) ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის დაკრედიტების შედეგად დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანების 30 478,46 ლარის გადახდის დაკისრება; 6) ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით დაუბრუნებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს 3 865 310,4 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 5-14, იხ. ახსნა-განმარტება, ტომი 3, ს.ფ.29-46, იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:17:06-15:38:48 სთ).

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ორ--–--ი" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სასარჩელო მოთხოვნები: 1.1.-1.4. 2013 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ორ--–--ს" კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა დაეფარა ექვის თვის ვადაში - 2013 წლის 11 აპრილის ჩათვლით. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 12 აპრილიდან და ამოიწურა 2016 წლის 12 აპრილს. ამდენად, სარჩელის შემოტანის დროისთვის 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა იყო ხანდაზმული. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება განხორციელდა 2015 წლის 15 აპრილს, რითაც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. აღნიშნული პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, რადგან 2015 წლის 15 აპრილს შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშზე თანხა ჩარიცხა მესამე პირმა, ნასყიდობის საფასურის ანგარიშში, ხოლო მოსარჩელემ აღნიშნული თანხა უაქცეპტო წესით მიმართა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად. ამდენად, კრედიტის ნაწილობრივ დაფარვა არ განუხორციელებია ვალდებულ პირს - შპს ,,ორ--–--ს", რის გამოც არ იკვეთება მოვალის ნება ვალდებულების არსებობის აღიარების თაობაზე. მოსარჩელის მიერ მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან იმ თანხის უაქცეპტო წესით ჩამოწერა, რომელიც ანგარიშზე თავად მოვალეს არ შეუტანია, არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სარჩელი, 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ხანდაზმულია. 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს აკრედიტივის საზღაური უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2013 წლის 11 ოქტომბრისა. შესაბამისად, აკრედიტივის საზღაურის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 12 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 12 ოქტომბერს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა აკრედიტივის საზღაურის გადახდის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია. გარდა ამისა, აკრედიტივის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს აკრედიტივის საზღაური - აკრედიტივის გამოუყენებელ თანხაზე დარიცხული წლიური 6,2%, უნდა გადაეხადა აკრედიტივის გახსნიდან მის სრულ დახურვამდე. მოცემულ შემთხვევაში, აკრედიტივი გაიხსნა 2012 წლის 11 ოქტომბერს და დაიხურა 2013 წლის 15 ოქტომბერს. შესაბამისად, გადასახდელი საზღაური შეადგენდა 5 704 ევროს და არა 8 225,09 ევროს, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს. სასარჩელო მოთხოვნები: 1.5.-1.8. 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტია გაცემული იქნა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის, ასევე ხელშეკრულებით დადგენილი პირობის, კერძოდ, ინვესტიციის განხორციელების ვადის დარღვევისთვის. ამდენად, საბანკო გარანტია მხოლოდ კონკრეტულ ვალდებულებას უზრუნველყოფდა და არა ზოგადად ვალდებულების შეუსრულებლობას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 აგვისტოს წერილში, რომლითაც ბენეფიციარმა გარანტს საბანკო გარანტიის თანხის გადახდა მოსთხოვა, მითითებულია, რომ პრინციპალმა დადგენილ ვადაში არ განახორციელა სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. წერილში მითითებული გარემოებები არ გულისხმობს, რომ პრინციპალმა ინვესტიცია დათქმულ ვადაში არ განახორციელა. შესაბამისად, მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი ბენეფიციარისთვის გადაეხადა საგარანტიო თანხა და მის მიერ თანხის გადახდა განხორციელდა საბანკო გარანტიის პირობების დარღვევით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბენეფიციარის წერილს თან არ ახლდა საბანკო გარანტიის ასლი, როგორც ამას საბანკო გარანტია ითვალისწინებდა. გარდა ამისა, 2012 წლის 26 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიის თანახმად, ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუმცა 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის უფლების სხვისთვის დათმობა. 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების თანახმად, პრინციპალს საზღაური უნდა გადაეხადა ყოველი წლის ბოლოს. მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საზღაურის გადახდის თაობაზე. ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული საბანკო გარანტიის თანხის დაკრედიტების შესახებ ხელშეკრულება მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის არ დადებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ ბენეფიციარისთვის ანაზღაურებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის სახით 30 478,46 ლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა. უსაფუძვლოა ასევე მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 865 310,4 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელე პირგასამტეხლოს ითხოვს საბანკო გარანტიის საფუძველზე ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის. აღსანიშნავია, რომ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეთანხმებული იქნა საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისთვის და არა საბანკო გარანტიის საფუძველზე ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის. მოპასუხემ ასევე სადაო გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მისი შემცირება. (იხ. შესაგებელი, ტომი 2, ს.ფ. 193-197, ტომი 2, ს.ფ.261-268, იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:52:15-16:28:35 სთ)

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 11 ოქტომბერს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა აკრედიტივის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" შპს ,,ორ--–--ს" გაუხსნა აკრედიტივი 92 000 ევროს ოდენობით, მსესხებლის ანგარიშზე სახსრების ბლოკირების გარეშე. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, 2012 წლის 04 სექტემბრის #0-------- ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების განხორციელებისთვის ბანკი მსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, იღებს ვალდებულებას გაუხსნას აკრედიტივი. მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, რომ აკრედიტივის საფუძველზე გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში უზრუნველყოფს თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე ამისთვის აუცილებელი სახსრების არსებობას. მსესხებლის ანგარიშზე სახსრების არარსებობის შემთხვევაში, გადახდა მოხდება სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოში" არსებული მსესხებლის ანგარიშიდან სასესხო ანგარიშის დადებეტებისა და შესაბამისად, სასესხო დავალიანების წარმოშობის გზით. საკრედიტო ხაზის ოდენობა შეადენს 92 000 ევროს. ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას, რომ აკრედიტივის გახსნიდან მის სრულად დახურვამდე გადაუხადოს ბანკს საკომისიო აკრედიტივის გამოუყენებელ თანხაზე დარიცხული წლიური 6,2%-ს ოდენობით. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს ბანკს საკომისიო და პროცენტები არაუგვიანეს 2013 წლის 11 ოქტომბრისა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 27-33) 3.1.2. 2013 წლის 11 ოქტომბერს, სს ,,ა-------------------------–----------------------------–--ს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრედიტის თანხა შეადგენდა 92 000 ევროს, კრედიტის დაბრუნების ვადა განისაზღვრა ექვსი თვით, საპროცენტო სარგებელი - წლიური 15%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ვადაგადაცილებული თანხის 0,2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა აკრედიტივის თანხის რეალიზაცია. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 1-9) 3.1.3. 2013 წლის 15 ოქტომბერს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" რემიტენტს ჩაურიცხა აკრედიტივის თანხა 92 000 ევრო. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2013 წლის 15 ოქტომბრის #1----- მემორიალური ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 161) 3.1.4. შპს ,,ორ--–--ის" მიერ დარღვეული იქნა აკრედიტივის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ იქნა გადახდილი აკრედიტივის საზღაური. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება - მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 3.1.5. შპს ,,ორ--–--ის" მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება - მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება 3.1.6. 2015 წლის 15 აპრილს, შპს ,,ორ--–--ს" მისმა კონტრაჰენტმა საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა ნასყიდობის საფასური. ჩარიცხული თანხიდან 37 821,98 ევრო სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" უაქცეპტო წესით ჩამოწერა შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშიდან და მიმართა 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დასაფარად. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება - მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება - ამონაწერი შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშიდან (ტომი 2, ს.ფ. 25) 3.1.7. 2012 წლის 26 აპრილს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, გარანტი პრინციპალის თხოვნით კისრულობს ვალდებულებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე, პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაუხადოს ბენეფიციარს 800 000 ევრო, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით პრინციპალი გარანტს უხდის საკომისიოს გარანტიის თანხის - 2%-ს წელიწადში. ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს პრინციპალისგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით. ხელშეკრულების 3.3.1. პუნქტის მიხედვით, პრინციპალი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს გარანტს პირგასამტეხლო მთელი დარჩენილი საგარანტიო თანხის 0,2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, პრინციპალი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს გარანტს 2.1. პუნქტში დადგენილი საზღაური ვადის ბოლოს, თუ ეს დღე არის არასამუშაო, მაშინ გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 55-61) 3.1.8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმებული პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 26 აპრილს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ გასცა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების #L------- საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა შეადგენდა 800 000 ევროს, ხოლო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 24 ივლისის ჩათვლით. საბანკო გარანტიაში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას პრინციპალის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმისა და შემდგომში ხელშეკრულებით დადგენილი საპრივატიზაციო და საინვესტიციო პირობის, კერძოდ, არანაკლებ 8 000 000 ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვადის (შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვე) დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2012 წლის 26 აპრილის #L------- საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების საბანკო გარანტია (ტომი 2, ს.ფ. 62-65) 3.1.9. 2012 წლის 09 ივლისს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, 2012 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. შესაბამისად, 2012 წლის 26 აპრილს გაცემული #L------- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც გაგრძელდა 2014 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად ბენეფიციარად განისაზღვრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. 2014 წლის 28 ივლისს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა შეთანხმება 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, 2012 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. შესაბამისად, 2012 წლის 26 აპრილს გაცემული #L------- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც გაგრძელდა 2015 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2012 წლის 09 ივლისის შეთანხმება (ტომი 2, ს.ფ. 66-68) - ხელშეკრულების შესრულების #L------- გარანტიის დანართი #1 (ტომი 2, ს.ფ. 69) - #L-------/2 შეთანხმება (ტომი 2, ს.ფ. 72-73) - 2014 წლის 28 ივლისის #L-------/02 შეთანხმება (ტომი 2, ს.ფ. 76-78) - ხელშეკრულების შესრულების #L------- გარანტიის დანართი #2 (ტომი 2, ს.ფ. 79) 3.1.10. 2015 წლის 04 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" წერილობითი ფორმით წარუდგინა მოთხოვნა შპს ,,ორ--–--ის" მიერ 2012 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (ხელშეკრულების 3.1.2-3.1.7 მუხლები) დარღვევის გამო საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის 800 000 ევროს ოდენობით ანაზღაურების თაობაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 აგვისტოს წერილი (ტომი 2, ს.ფ. 84-85) 3.1.11. 2015 წლის 18 აგვისტოს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუნაზღაურა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 2 060 320 ლარი (800 000 ევროს ექვივალენტი ლარში). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 18 აგვისტოს #1 საგადასახადო დავალება (ტომი 2, ს.ფ. 86) - ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტომი 2, ს.ფ. 87)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნა 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების გადახდის დაკისრებას. ამდენად, სახეზეა სახელშეკრულებო მოთხოვნა. შესაბამისად, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, შპს ,,ორ--–--ი" ვალდებული იყო შეთანხმებული საზღაური გადაეხადა არაუგვიანეს 2013 წლის 11 ოქტომბრისა. შესაბამისად, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" აკრედიტივის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2013 წლის 12 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 12 ოქტომბერს.

 

სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მიერ სარჩელი 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე აღძრული იქნა 2018 წლის 13 აპრილს, კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2015 წლის 15 აპრილს შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოწერის გზით.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მითითებით, 2015 წლის 15 აპრილს შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი იქნა 37 821,98 ევრო და აღნიშნული თანხა მიმართული იქნა 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად. ამდენად, თავად მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ 2015 წლის 15 აპრილს შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხის რაიმე ნაწილი არ ყოფილა მიმართული აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, არც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი არსებობს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნა, 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

3.2.2. სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნა, 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრებას. ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, შპს ,,ორ--–--ი" ვალდებული იყო კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი გადაეხადა არაუგვიანეს 2013 წლის 11 აპრილისა. ამასთან, ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის მიხედვით, კრედიტის ხანგრძლივობა შეადგენს 6 (ექვს) თვეს. ამდენად, ხელშეკრულების 3.4. პუნქტში კრედიტის დაბრუნების თარიღად მითითებულია 2013 წლის 11 აპრილი, თუმცა ცხადია აღნიშნული წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და კრედიტის დაბრუნების თარიღად მხარეებმა განსაზღვრეს - 2014 წლის 11 აპრილი. შესაბამისად, მოსარჩელეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 12 აპრილს.

 

სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მიერ სარჩელი 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე აღძრული იქნა 2018 წლის 13 აპრილს. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელი აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის თაობაზე აღძრული იქნა კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 15 აპრილს შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით და ბანკის მიერ ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოწერით შეწყდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება (ავანსის, პროცენტის გადახდა, გარანტიის მიცემა ან სხვაგვარი აღიარება) არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის – ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტს ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენა, რომლიდანაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის შეასრულოს იგი.

 

აღნიშნულზე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოც, რომელიც ერთ-ერთ განჩინებაში განმარტავს შემდეგს - ,,აღნიშნული ნორმის (იგულისხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი) როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შედეგად დგინდება, რომ კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას უკავშირებს ვალდებული პირის გაცნობიერებულ ქმედებას ვალდებულების აღიარების თაობაზე, რაც გამოიხატება, მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული აქტიური ქმედებიდან, როგორიცაა მაგალითად, ავანსის, პროცენტის გადახდა, კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. მუხლი ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს არ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია სხვა ქმედებამაც განაპირობოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, მაგალითისათვის, ასეთი შეიძლება იყოს მოვალის მიმართვა კრედიტორისათვის შესრულების გადავადების თხოვნით (უგზავნის წერილს და პირდება ვალდებულების შესრულებას), ან მოთხოვნის ნაწილის შესრულება და სხვა. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა, აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე. მაგალითისათვის, მოვალის წერილი კრედიტორის მიმართ მასზედ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დავალიანება კრედიტორის მიმართ, თუმცა, არ აპირებს შესრულებას ხანდაზმულობის საფუძვლით, არ შეიძლება განხილულ იქნეს ისეთ ქმედებად, რომელიც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განჩინება, საქმე #ას-276-264-2015).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას უკავშირებს 2015 წლის 15 აპრილს, როდესაც შპს ,,ორ--–--ის" საბანკო ანგარიშიდან სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" ჩამოწერა ანგარიშზე არსებული თანხა 37 821,98 ევრო.

 

მხარეთა შორის სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხეკლშეკრულებით მოსარჩელეს მიეცა უფლება მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან თანხა ჩამოეჭრა უაქცეპტო წესით და მიემართა დავალიანების დასაფარად. კერძოდ, მითითებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შესრულების მიუხედავად, მსესხებელი უფლებას აძლევს ბანკს წინასწარი შეთანხმების გარეშე მსესხებლის ნებისმიერი ანგარშიდან უაქცეპტო წესით ვადამდე დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი და მასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

 

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბანკო ანგარიშზე თანხა არ განუთავსებია თავად შპს ,,ორ--–--ს". საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა წარმოადგენდა მესამე პირის მიერ შპს ,,ორ--–--ისთვის" გადახდილ ნასყიდობის საგნის საფასურს. სწორედ მითითებული თანხა ჩამოაწერა სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" შპს ,,ორ--–--ს" დავალიანების დაფარვის მიზნით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის მოვალის - შპს ,,ორ--–--ის" ნებელობითი ქმედება შეესრულებინა მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება. თავისთავად მხოლოდ ის ფაქტი, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მოსარჩელეს ჰქონდა მინიჭებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრის უფლება და საბანკო ანგარიშზე იყო განთავსებული თანხა, არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საკმარის საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა წარმოადგენს ანგარიშსწორების ერთგვარ ფორმას, რა დროსაც მოვალე წინასწარ გამოთქვამს თანხმობას და ანიჭებს უფლებას კრედიტორს, რომ მისი ვალდებულების შესრულების მიზნით, დამატებითი პროცედურების გარეშე, კრედიტორმა უაქცეპტოდ მოახდინოს თანხის ჩამოჭრა. თავის მხრივ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტს მოვალის ისეთი ქმედება, საიდანაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე აღიარებს კრედიტორის მიმართ არსებულ ვალდებულებას და მზადაა შეასრულოს იგი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, ხელშეკრულების დადების დროს კრედიტორისთვის მინიჭებული უფლება მოახდინოს ანგარშსწორება თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრის გზით, ვერ იქნება განხილული მოვალის აღიარებად, რომელიც მიმართულია ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისკენ. მხარეთა შეთანხმება თანხის უაქცეპტო წესით ჩამოწერაზე მართლზომიერს ხდის ბანკის მოქმედებას (თანხის ანგარიშიდან ჩამოწერის თაობაზე), თუმცა მსგავსი შეთანხმება ვერ იქნება ვარგისი ხანდაზმულობის შეწყვეტის მიზნებისთვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უაქცეპტო წესით შპს ,,ორ--–--ის" ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა არ შეიძლება შპს ,,ორ--–--ის" მხრიდან მოთხოვნის „სხვაგვარ აღირებად“ იქნეს მიჩნეული, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს მოვალის ნებელობით ქმედებას, გამოხატულსა და მიმართულს ვალდებულების დაფარვისაკენ. მით უფრო იმ პირობებში, რომ საბანკო ანგარიშზე თანხა არ განუთავსებია თავად შპს ,,ორ--–--ს" და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა წარმოადგენდა მესამე პირის მიერ გადახდილ ნასყიდობის საგნის საფასურს.

 

ამდენად, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მიერ 2015 წლის 15 აპრილს უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაზე.

 

3.2.3. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 30 478,46 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ბენეფიციარისთვის ანაზღაურების შემდეგ მოხდა ანაზღაურებული თანხის - 2 060 400 ლარის დაკრედიტება, ერთი თვის ვადით, სარგებლის - წლიური 18%-ს დარიცხვით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადაო არ არის, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოპასუხე მხარე უარყოფს, რომ იკისრა ვალდებულება ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხა გარანტისთვის დაებრუნებინა წლიური 18%-ს დარიცხვით. ამ პირობებში კი სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელე მხარემ, რომელსაც ეკისრებოდა ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, ვერ დაამტკიცა ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის სარგებლის - წლიური 18%-ს დარიცხვით დაბრუნების შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, 890-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 144-ე, 145-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს. დადგენილია, რომ 2012 წლის 26 აპრილს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პრინციპალის მიერ საზღაურის გადახდის ვალდებულება, რაც შეადგენდა გარანტიის თანხის - 2%-ს წელიწადში. შპს ,,ორ--–--ის" მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება და არ იქნა გადახდილი საბანკო გარანტიით შეთანხმებული საზღაური. როგორც აღინიშნა, საზღაური შეადგენდა გარანტიის თანხის წლიურ 2%-ს ანუ 16 000 ევროს, რაც დღეში შეადგენდა 43,84 ევროს. 2012 წლის 26 აპრილიდან 2015 წლის 18 აგვისტომდე (გარანტის მიერ ბენეფიაციარისთვის თანხის გადახდის დღე) პერიოდი მოიცავს 1 209 დღეს. შესაბამისად, გადასახდელი საზღაური სულ შეადგენდა 53 002,56 ევროს (1209*43,84 ევრო). მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ საზღაურის დაფარვის ანგარიშში სულ გადაიხადა 7 671,16 ევრო. ამდენად, საზღაურის დავალიანება შეადგენს 45 331,4 ევროს (53 002,56-7 671,16). აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნა, მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" საზღაურის დავალიანების 45 331,4 ევროს გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის მიხედვით, გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია. მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" 2012 წლის 26 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ორ--–--ის" საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 800 000 ევროს, ხოლო მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2014 წლის 24 ივლისის ჩათვლით. მოგვიანებით, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა 2012 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებაში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად ბენეფიციარად განისაზღვრა სსიპ სახელმწიფო ქონებრის ეროვნული სააგენტო. სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ს" შორის გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე რამდენჯერმე გაგრძელდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა და საბოლოოდ, 2014 წლის 28 ივლისის შეთანხმებით, საბანკო გარანტიით მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით. 2015 წლის 04 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" და შპს ,,ორ--–--ის" მიერ საინვესტიციო ვალდებულებების დარღვევის გამო, მოითხოვა საბანკო გარანტიის განსაზღვრული თანხის 800 000 ევროს ანაზღაურება. 2015 წლის 15 აგვისტოს, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ომ" სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუნაზღაურა საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის - 800 000 ევროს ექვივალენტი ლარში. 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულების 3.2.4. პუნქტის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს პრინციპალისგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით. ამდენად, მხარეთა შეთანხმებით, გარანტს აქვს უფლება რეგრესის წესით მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის ანაზღაურება, რაც მან გადაუხადა ბენეფიციარს. მოპასუხის შესაგებელი მოთხოვნის ამ ნაწილში ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს: 1) გარანტმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანხა გადაურიცხა გარანტიის პირობების დარღვევით, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოითხოვა შპს ,,ორ--–--ის" მიერ სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, საბანკო გარანტია კი უზრუნველყოფდა შპს ,,ორ--–--ის" მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას; 2) 2012 წლის 26 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიით ბენეფიციარს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საბანკო გარანტიით არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციარის უფლება მოთხოვნა დაეთმო სხვა პირისთვის. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი მოთხოვნა დაეთმო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის; 3) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 აგვისტოს წერილს თან არ ერთვოდა საბანკო გარანტიის ასლი, როგორც ამას ითვალისწინებდა 2012 წლის 26 აპრილს გაცემული საბანკო გარანტია. მოპასუხის შესაგებლის საფუძვლების შემოწმებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: 2012 წლის 26 აპრილს გაცემულ საბანკო გარანტიაში აღნიშნულია, რომ გარანტი კისრულობს საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას პრინციპალის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმისა და შემდგომში ხელშეკრულებით დადგენილი საპრივატიზაციო და საინვესტიციო პირობის, კერძოდ, არანაკლებ 8 000 000 ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ვადის (შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვე) დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 04 აგვისტოს წერილში მითითებულია შპს ,,ორ--–--ის" მიერ 2012 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (ხელშეკრულების 3.1.2-3.1.7 მუხლები) დარღვევის შესახებ. ამასთან, 2012 წლის 30 მაისის ხელშეკრულების 3.1.2.-3.1.7. მოიცავს სწორედ იმ ვალდებულებების ჩამონათვალს, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან. ამდენად, ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მოთხოვნილი იქნა იმ ვალდებულებების დარღვევისთვის, რომელთა უზრუნველსაყოფადაც იქნა გაცემული საბანკო გარანტია. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, დაუსაბუთებელია მოპასუხის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გარანტმა ბენეფიციარს თანხა გადაუხადა საბანკო გარანტიის პირობების დარღვევით. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 04 აგვისტოს წერილს თან არ ერთვოდა საბანკო გარანტიის ასლი. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარის 2015 წლის 04 აგვისტოს წერილის ბოლოს მითითებულია, რომ მას ერთვის შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, სასამართლო თვლის, რომ საბანკო გარანტიის ასლის თუნდაც წარუდგენლობა არ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით ,,თანდართული დოკუმენტებში" იგულისხმება ისეთი სახის დოკუმენტები, რომლებიც არსებითად გამორიცხავენ ბენეფიციარის მოთხოვნის უფლებას გარანტის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი, საბანკო გარანტიის ასლის წარდგენა, წარმოადგენდა ტექნიკურ დეტალს, რის გამოც თუნდაც მისი წარუდგენლობა სასამართლოს მიერ ვერ იქნება განხილული გარანტიით გათვალისწინებული თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გაცემული იქნა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოპასუხე ასევე მიუთითებდა ბენეფიციარის შეცვლის არამართებულობაზე, რაც სასამართლოს მიერ შემოწმებული იქნა და დადგინდა, რომ ბენეფიციარის შეცვლა განხორციელდა თავად მხარეთა წერილობითი შეთანხმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნა, მოპასუხე შპს ,,ორ--–--ისთვის" 2 060 400 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 30 478,46 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ბენეფიციარისთვის ანაზღაურების შემდეგ მოხდა ანაზღაურებული თანხის - 2 060 400 ლარის დაკრედიტება, ერთი თვის ვადით, სარგებლის - წლიური 18%-ს დარიცხვით. შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში გადასახდელმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 30 47846 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ამდენად, საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა ანუ ორი მხარის ნების გამოვლენა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის სარგებლის - წლიური 18%-ს დარიცხვით დაბრუნების შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნა, მოპასუხისთვის საპროცენტო სარგბლის დავალიანების 30 478,46 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 865 310,4 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით გადაუხდელობის გამო, შპს ,,ორ--–--ს" დაეკისრა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო - საგარანტიო თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2012 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების 3.3.1. პუნქტის მიხედვით, პრინციპალი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, გადაუხადოს გარანტს პირგასამტეხლო მთელი დარჩენილი საგარანტიო თანხის 0,2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, პრინციპალი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს გარანტს 2.1. პუნქტში დადგენილი საზღაური ვადის ბოლოს. ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიით შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვადის გადაცილებისთვის და არა ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით გადახდის ვადის გადაცილებისთვის. შესაბამისად, მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმებული პირგასამტეხლო ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით გადახდის ვადის გადაცილებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" მოთხოვნა, ბენეფიციარისთვის ანაზღაურებული თანხის რეგრესის წესით გადახდის ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს 3 865 310,4 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.5. შპს ,,ორ--–--ისთვის" 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების (სასარჩელო მოთხოვნა 1.4.) და 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე (სასარჩელო მოთხოვნები: 1.1.,1.2.,1.3.) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,ორ--–--ს" მოსარჩელის მიმართ გააჩნდა 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანება, ასევე 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ის” წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსაჩელის მოთხოვნა 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან და 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. მოსარჩელემ კი სარჩელით სასამართლოს მიმართა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების გადახდის თაობაზე აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან (ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან) დაახლოებით ოთხი წლის და ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ხოლო 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის თაობაზე აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან (ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან) დაახლოებით ოთხი წლის გასვლის შემდეგ. მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული გარემოება კი, მოპასუხეს უფლებას აძლევს უარი განაცხადოს შესრულებაზე 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების და 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების, პროცენტის და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე და 145-ე მუხლებისა.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპაუხისთვის: 1) 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 247 388,25 ევროს გადახდის დაკისრებას; 2) 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 8 225,09 ევროს გადახდის დაკისრებას; 3) 2 060 400 ლარის გადახდის დაკისრებას; 4) 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 45 331,4 ევროს გადახდის დაკისრებას; 5) 30 478,46 ლარის გადახდის დაკისრებას; 6) პირგასამტეხლოს 3 865 310,4 ლარის გადახდის დაკისრებას. ამდენად, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის ჯამში 300 944,74 ევროს (247 388,25+8 225,09+45 331,4) და 5 956 188,86 ლარის გადახდის დაკისრებას. სარჩელის აღძვრის დროს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (www.nbg.gov.ge, 1 ევრო=2,97 ლარი) 300 944,74 ევრო შეადგენდა 893 805,87 ლარს. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება სულ შეადგენდა 6 849 994,73 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ დაეკისრა 2 060 400 ლარის და 45 331,4 ევროს გადახდა. ამდენად, დაკმაყოფილებული სარჩელის დავის საგნის ღირებულება შეადგენს 2 195 034,258 ლარს, ნაცვლად მოთხოვნილი 6 849 994,73 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 32%). შესაბამისად, მოპასუხეს სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 000 ლარის 32%-ს - 1 600 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ს" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს” სასარგებლოდ დაეკისროს 2 060 400 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ს" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს” სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 26 აპრილის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 45 331,4 ევროს გადახდა;

1.3. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის საპროცენტო სარგებლის დავალიანების სახით 30 478,46 ლარის გადახდის დაკისრებაზე;

1.4. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 3 865 310,4 ლარის გადახდის დაკისრებაზე;

1.5. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის 2013 წლის 11 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 54 178,02 ევროს, პროცენტის - 6 881,1 ევროს და პირგასამტეხლოს - 186 329,13 ევროს, სულ 247 388,25 ევროს გადახდის დაკისრებაზე;

1.6. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხისთვის 2012 წლის 11 ოქტომბრის აკრედიტივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დავალიანების 8 225,09 ევროს გადახდის დაკისრებაზე;

 

2. მოპასუხე შპს ,,ორ--–--ს" მოსარჩელე სს ,,აზ---------------------–----------------------------–ოს” სასარგებლოდ დაეკისროს 1 600 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია