გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2018
საქმის ნომერი
100210018002423351
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002423351

#2/157-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.07.2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+”

წარმომადგენელი: თ----- გ-----ე

მოპასუხე: ი----- ხ------–--ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შ.პ.ს.,,ე----- კ--------+”-ს (ს/ნ.4--------) წარმომადგენელმა, თ----- გ-----ემ (პ.ნ 6----------) მოპასუხე - ი----- ხ------–--ის (პ.№3----------) მიმართ, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე.

სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+”-ს და ი----- ხ------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №140710/რ, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5000 ლარის ოდენობით.

მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში გრაფიკის შესაბამისად. იმდაგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოთ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი-ნ---- მ--------.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, გირავნობის საგანი - ავტომობილი - ნ---- მ--------. ” რეალიზებული იქნა მოსარჩელის მიერ 2017 წლის 01 ივნისს 3 148 ლარად, აღნიშნული თანხით დაიფარა სესხზე ნაწილობრივ დარიცხული სარგებელი ;

 

1.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხე - ი----- ხ------–--ეს, შპს ”ე----- კ--------+”-ს მიმართ ერიცხებოდა დავალიანება ძირითადი თანხის სახით 4 817ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი 3 258.56 ლარის ოდენობით. რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 6%-ის ოდენობით. ამასთან ვინაიდან, ავტომობილის რეალიზაციიდან (01.06.2017წ-დან) დღემდე გასულია სრული ათი თვე (01.07.2017წ; 01.08.2017წ; 01.09.2017წ; 01.10.2017წ; 01.11.2017წ; 01.12.2017წ; 01.01.2018წ; 01.02.2018წ; 01.03.2018წ; 01.04.2018წ;) და ოცდაექვსი კალენდარული დღე (01.04.2018წ-დან 27.05.2018წ-მდე) შესაბამისად დარიცხული სარგებელი შეადგენს 2 124.58 ლარს (კერძოდ: (10X195.5136)+26 დღის სარგებელი 169.44512 ლარი);

 

1.3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - ი----- ხ------–--ეს, შპს ”ე----- კ--------+”-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა - 3 258.56 ლარი და სესხზე დარიცხული სარგებელი - 2 124.58ლარი.

ასევე მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან ანაზღაურებას მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით.

მოსარჩელე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლოში არ წარმოადგინა შესაგებელი, სარჩელი არ ცნო სასამართლოს სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს.,,ე-----კ--------+“ რეგისტრირებულია 2011 წლის 25 ოქტომბერს რომლის საკადასტრო კოდია 4--------, ხოლო იურიდიული მისამართია თბილისი ვაკე-საბურთალოს რაიონი , გ------- ს-----ის მე-2 გასასვლელი N11.

დადგენილია რომ 2016 წლის 10 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+”-ს და ი----- ხ------–--ეს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №140710/რ, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)

- ხელშეკრულება და სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.16-26)

- თანხის გადახდის ქვითრები (ს.ფ. 73-86).

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხე ი----- ხ------–--ე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში გრაფიკის შესაბამისად. იმდაგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოთ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი-ნისან მ-------- სარეგისტრაციო ნომერი : H----- გამოშვების წელი 2005წ. ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სესხის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამსესხებელი (შპს ”ე----- კ--------+”) უფლებამოსილი იქნებოდა მოეხდინა გირავნობის საგანი რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.16-21)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა მოპასუხე ი----- ხ------–--ის მიერ გადახდილი არ ყოფილა სრულად. გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის 2017 წლის 01 ივნისისათვის მოპასუხე - ი----- ხ------–--ეს, შპს ”ე----- კ--------+”-ს მიმართ ერიცხებოდა დავალიანება ძირითადი თანხის სახით 4 817ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი 3 258.56 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

- ხელშეკრულება (ს.ფ.16-21)

- გრაფიკი(ს.ფ.24-25)

 

3.2.4. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგანი - ავტომობილი - მარკა მოდელი - ავტომობილი-ნ---- მ-------- სარეგისტრაციო ნომერი : H----- გამოშვების წელი 2005წ. ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------

შეფასებული იქნა და შედგენილია შესაბამისი დასკვნა, რომლის თანახმად შესაფასებელი ობიექტის ღირებულება 2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 3900 (სამიათასცხრაას)ლარს, ხოლო ლიკვიდური კი 3500 (სამიათასხუთასი)ლარს. გირავნობის საგანი - ავტომობილი - მარკა მოდელი - ავტომობილი-ნ---- მ-------- სარეგისტრაციო ნომერი : H----- გამოშვების წელი 2005წ. ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------, რეალიზებული იქნა შპს ”ე----- კ--------+”-ს მიერ 2017 წლის 01 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა 3748 ლარი. დადგენილია, რომ ავტომობილი მსესხებელს მოსარჩელისათვის სარეალიზაციოდ გადაცემული ჰქონდა უკვე 01 ივნისისათვის. დადგენილია, რომ ავტომანქანის შეფასების ხარჯი 100 ლარია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება

-დასკვნა(ს.ფ.37-40)

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42)

 

3.2.5. დადგენილია, რომ მხარეთა გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით, დაიფარა მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 10 აგვისტოს სესხის გადაცემის თაობაზე №140710/R, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირთადი თანხის ნაწილი - 1558.44 ლარი, სესხზე დარიცხული სარგებელი - 1653.56 ლარი, გაიქვითა ევაკუატორისა და დგომის ხარჯი 240 ლარის ოდენობით და 296 ლარი ჯარიმა. ამ შემთხვევაში ასანაზღაურებელი დარჩა ძირი თანხა 3258 ლარისა და 56 თეთრის ოდენობით. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე ითხოვს 2017 წლის 1 ივნისიდან სარჩელის შემოტანამდე- სულ ათი თვე და 26 დღე, ძირი თანხის ექვს პროცენტს თვეში, რაც შეადგენს 2124 ლარს და 58 თეთრს.

 

სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 4.5 და 6.4 პუნქტების თანახმად „თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე“. დადგენილია, რომ სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით წერილობით შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელსეკრულება (ს.ფ.23)

- გაფრთხილება(ს.ფ.43)

- ხელშეკრულება(ს.ფ. 15-16)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე რომ შპს ”ე----- კ--------+”-ს სარჩელი ი----- ხ------–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული დროის განმავლობაში, კერძოდ 2017 წლის 01 ივნისამდე გირავნობის საგნის რეალიზაციამდე სარგებელი გადახდილია. შესაბამისად მას უნდა დაეკისროს მხოლოდ დარჩენილი ძირი თანხა - 3258 ლარისა და 56 თეთრის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით. ამასთან დადგენილია ვადა შესაბამისი გრაფიკის სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხი გაცემულია თვეში 6%-იანი სარგებლის გათვალისწინებით.

 

6.3.დადგენილია რომ 2016 წლის 10 აგვისტოს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+”-ს და ი----- ხ------–--ეს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №140710/რ, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 5000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა მოპასუხე ი----- ხ------–--ის მიერ გადახდილი არ ყოფილა სრულად. გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის 2017 წლის 01 ივნისისათვის მოპასუხე - ი----- ხ------–--ეს, შპს ”ე----- კ--------+”-ს მიმართ ერიცხებოდა დავალიანება ძირითადი თანხის სახით 4 817ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მას კვლავ დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი 3 258.56 ლარის ოდენობით.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად მოვალე, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

განსახილველ შემთხვევაში გირავნობის საგანი იყო ავტომანქანა. ასევე დადგენილია რომ ვალდებულება მოპასუხე - თემური შუკაკიძის მიერ არ შესრულებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად ”მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

6.5.დადგენილია, რომ მოპასუხე ი----- ხ------–--ე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში გრაფიკის შესაბამისად. იმდაგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოთ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი-ნ---- მ-------- სარეგისტრაციო ნომერი : H----- გამოშვების წელი 2005წ. ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით სესხის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამსესხებელი (შპს ”ე----- კ--------+”) უფლებამოსილი იქნებოდა მოეხდინა გირავნობის საგანი რეალიზაცია.

 

ამასთან დადგენილია, რომ შპს”ე----- კ--------+”-ს მიერ განხორციელდა გირავნობის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით დაიფარა მოთხოვნის ნაწილი. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 4.5 და 6.4 პუნქტების თანახმად „თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე“. მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.”

 

6.6.დადგენილია, რომ მხარეთა გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით, დაიფარა მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 10 აგვისტოს სესხის გადაცემის თაობაზე №140710/R, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირთადი თანხის ნაწილი - 1558.44 ლარი, სესხზე დარიცხული სარგებელი - 1653.56 ლარი, გაიქვითა ევაკუატორისა და დგომის ხარჯი 240 ლარის ოდენობით და 296 ლარი ჯარიმა. ამ შემთხვევაში ასანაზღაურებელი დარჩა ძირი თანხა 3258 ლარისა და 56 თეთრის ოდენობით. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე ითხოვს 2017 წლის 1 ივნისიდან სარჩელის შემოტანამდე- სულ ათი თვე და 26 დღე, ძირი თანხის ექვს პროცენტს თვეში, რაც შეადგენს 2124 ლარს და 58 თეთრს.

 

6.7.სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ზიანია, რაც განიცადა კ--------ორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.

 

მოსარჩელე ზიანს (მიუღებელ შემოსავალს) კი არა, იმ სარგებელს მოითხოვს, რაც სესხით სარგებლობის შედეგად მიიღო მსესხებელმა. სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო დაწესებულებამ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო („მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო). გაურკვეველია მოსარჩელის ძირითადი საქმიანობის სახე არის თუ არა ფულის გასესხება . მოსარჩელე წარმოადგენს საწარმოს , რომელსაც შეუძლია ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სარგებლის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის - 2017 წლის 01 ივნისის შემდგომ უსაფუძვლოა და გადასახდელი თანხა გაანგარიშებული უნდა იქნას მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

2017 წლის 01 ივნისისათვის -ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხეს დარჩა დასაფარი, მხოლოდ ძირი თანხა 3258 ლარისა და 56 თეთრის სარგებელი(პროცენტი) მოცემული მომენტისათვის დაფარულია. შესაბამისად მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს 3258 ლარი და 56 თეთრი.

 

6.8.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დადგენილია, რომ ავტომანქანის შეფასების ხარჯი 100 ლარია. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს მითითებული თანხა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ი----- ხ------–--ემ დაეკისროს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ სასარგებლოდ დაეკისროს 3258 ლარი და 56 თეთრი.

 

6.9.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: . გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოცემული სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.

 

6.10. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ე-----პული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ე-----პულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებულ ნაწილში და ხარჯი ასი ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ (ს.ნ.4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ი----- ხ------–--ეს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 3258(სამიათასორასორმოცდათვრამეტი)ლარის და 56 (ორმოცდათექვსმეტი) თეთრის გადახდა. ი----- ხ------–--ე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში.

სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოპასუხე - ი----- ხ------–--ეს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ -ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ) 97 ლარისა და 76 თეთრის ანაზღაურება. ი----- ხ------–--ეს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ სასარგებლოდ, დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა(სასამართლოს გარეშე ხარჯი).

 

3. მოსარჩელე - შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

5. დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი