გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
190210018002721734
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-3052-18

(საქმე N190210018002721734)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”

წარმომადგენელი - ვ----– ტ---------

მოპასუხეები - შპს ,,ი------------–ი“, შპს ,,ი------ ლ------ პ-----------------“, თ---------- ლ---–--ე

წარმომადგენელი - ლ-–- პ--------–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება, გირავნობით დატვირთული ნივთების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - შპს ,,ი------------–ს“ და თ---------- ლ---–--ეს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

1.1.1. N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 752,833.01 (შვიდას ორმოცდათორმეტი ათას რვაას ოცდაცამეტი და 01) აშშ დოლარის გადახდა;

1.1.2. N2730028-8713556 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23,276.71 (ოცდასამი ათას ორას სამოცდათექვსმეტი და 71) ლარის გადახდა;

1.1.3. N2730028-8713262 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 33,747.69 (ოცდაცამეტი ათას შვიდას ორმოცდაშვიდი და 69) აშშ დოლარის გადახდა;

1.1.4. N2730028-8713721 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18,765.49 (თვრამეტი ათას შვიდას სამოცდახუთი და 49) აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხეებს - შპს ,,ი------------–ს“ და თ---------- ლ---–--ეს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძრითად თანხაზე 611,977.15 (ექვსას თერთმეტი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტ და 15) აშშ დოლარზე წლიური 10%-ის გადახდა 2018 წლის 13 ნოემბრიდან - დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

1.3. მოპასუხეებს - შპს ,,ი------------–ს“ და თ---------- ლ---–--ეს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძრითად თანხაზე 611,977.15 (ექვსას თერთმეტი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი და 15) აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით, 2018 წლის 13 ნოემბრიდან - დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

1.4. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი გირავნობის ნივთები:

1.4.1. N123123921363 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთები: ელექტრო სასწორი 60 ტონიანი, მასწორებელი მავთულის, კბილა უჯრა, რედუქტორი 1/7.7, ელექტრო ძრავი 800 კვტ, წყლის ოსმური ფილტრი, ელექტრო ძრავი 630 კვტ (2 ცალი), საგლინავი დგანი, მქნევარა, საკისრები 24040 (46 ცალი), მაცივარი (ნაგლინის გასაციებლად), მასწორებელი მანქანა ნაგლინის, სანთურა გაზის კომპლექტი (6 ცალი), მეთოდური ღუმელის მახურებელი, მეთოდური ღუმელის გამწოვი, გლინები (19 ცალი), საგლინავი მოწყობილობების მაკომპლექტებელი ნაწილები 18 ცალი, გლინების ბალიშები 8 ცალი.

1.4.2. N123123526883 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთები: ლითონის სადნობი ღუმელი მასთან დაკავშირებული სისტემებით (მოდელი ITJ-2), ქვესადგური, ხიდურა ამწე 5 ტონიანი - 2 ცალი, ხიდურა ამწე 10 ტონიანი -2 ცალი, ლითონის მახურებელი ღუმელი ჰაერის და ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემებით, გლინის დასამუშავებელი ჩარხი, მფრინავი მაკრატელი.

1.4.3. 123123615270 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთები: როლანგები დგანის წინა და უკანა, მასწორებელი კუთხოვანებისათვის, რედუქტორი, კბილა უჯრა, მქნევარა, დგანები საგლინავი, მაცივარი, ქვესადგურის ნაწილი და საკაბალე მეურნეობა, გლინები კუთხოვანის, მაცივარი არმატურის, მაცივარი კუთხოვანის, რეკუპირატორი, წყლის გაციების სისტემა, თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი სისტემით, კარდანები და შპინდელები, საგლინავი დგანი, გლინის დასამუშავებელი ჩარხი, მაღალი ძაბვის კომუტაციის ქვესადგური, მეტალის საჭრელი მაკრატელი 3 ცალი, როლანგების სისტემა, ქვესადგური, სპექტრული ლაბორატორია.

1.4.4. N123123526878 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთი: ინდუქციური ღუმელი, მოდელი 1500 KW POWER-TRAK, გამოშვების წელი 2004.

 

1.5. იმ შემთხვევაში თუ გირავნობით დატვირთული ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება სს ,,თ----------ის“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს შპს ,,ი------------–ის“ და თ---------- ლ---–--ის კუთვნილი ქონებიდან.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სრულად, მაგრამ არ დაეთანხმა შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 28 იანვარს სს ,,თ----------სა’’ და შპს „ი------------–ს“ შორის გაფორმდა 0002.2730028.001 ხელშეკრულება საკრედიტო პ-------------ით მომსახურების შესახებ.

მტკიცებულებები:

- 2015 წლის 28 იანვარის 0002.2730028.001 ხელშეკრულება.

 

3.1.2. N0002.2730028.001 საკრედიტო პ-------------ით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა:

1. 2015 წლის 30 იანვრის N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

2. 2016 წლის 29 დეკემბრის N2730028-8713556 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

3. 2016 წლის 29 დეკემბრის N2730028-8713262 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

4. 2016 წლის 29 დეკემბრის N2730028-8713721 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

 

მტკიცებულებები:

-საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები.

 

3.1.3. N0002.2730028.001 საკრედიტო პ-------------ით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 08 იანვარს სს ,,თ----------სა“ და თ---------- ლ---–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდები კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეასრულოს საკრედიტო პ-------------ით მომსახურების შესახებ 0002.2730028.001 ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულებები.

 

მტკიცებულებები:

- თავდების განაცხადი, თავდებობის ხელშეკრულება

 

3.1.4. N0002.2730028.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებშიგაფორმდა შემდეგი გირავნობის ხელშეკრულებები: 1. 2016 წლის 27 იანვარს ბანკსა და შპს ,,ი------------–ს“ შორის N123123921363 გირავნობის ხელშეკრულება; 2. 2015 წლის 28 იანვარს ბანკსა და შპს ,,ი------ ლ------ პ-------------ს“ შორის გაფორმდა N123123526883 გირავნობის ხელშეკრულება; 3. 2015 წლის 28 იანვარს ბანკსა და შპს ,,ი------ ლ------ პ-------------ს“ შორის გაფორმდა N123123615270 გირავნობის ხელშეკრულება. აღნიშნული გირავნობის ხელშეკრულებით დატვირთული ნივთებიდან ერთი ნივთი - მასწორებელი კუთხოვანებისათვის (მასწორებელი მანქანა) საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ი------------–ს“; 4. 2015 წლის 28 იანვარს ბანკსა შპს ,,გლინულას“ შორის გაფორმდა N123123526878 გირავნობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით დაგირავებული მოძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა შპს ,,ი------------–ს“ და ამჟამად მის საკუთრებაშია.

 

მტკიცებულებები:

- N123123921363, N123123615270, N123123526883, N123123526878 გირავნობის ხელშეკრულებები, სასაქონლო ზედნადებები.

 

3.1.5. 2018 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შპს ,,ი-----------–-ს“ დავალიანება სს ,,თ----------ის“ წინაშე შეადგენს: 1. 2015 წლის 30 იანვრის N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: 752,833.01 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 611,977.15 აშშ დოლარი, დასაფარი პროცენტი - 53,966.85 აშშ დოლარი, ჯარიმა - 86,889.01 აშშ დოლარი; 2. 2016 წლის 29 დეკემბრის N2730028-8713556 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: ჯარიმა - 23,276.71ლარს; 3. 2016 წლის 29 დეკემბრის N2730028-8713262 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: ჯარიმა - 33,747.69 აშშ დოლარს; 4. 2016 წლის 29 დეკემბრის N2730028-8713721 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს: ჯარიმა 18,765.49 აშშ დოლარს.

 

3.1.6. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაფრთხილების მიუხედავად არ დაფარეს არსებული დავალიანება.

 

მტკიცებულებები:

- გადახდების ისტორიები, ინვოისები, გაფრთხილების წერილები; საფოსტო გზავნილების შეტყობინებები, ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებს არ აქვთ შესრულებული სს ,,თ----------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 256-ე, 276-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 463-465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა (მათმა წარმომადგენელმა) სარჩელი ცნეს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ მისი ცნობის გამო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განისაზღვრება საპროცენტო განაკვეთი.

 

საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ''თ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალეების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დაირღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სარჩელი ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 465-ე მუხლის მიხედვით კი კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ სოლიდარულმა მოვალემ - თ---------- ლ---–--ემ კრედიტორის წინაშე სოლიდარულად იკისრა ვალდებულება მსესხებელთან ერთად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი მთლიანი ვალდებულება.

 

დადგენილია, რომ სოლიდარული მოვალეების მხრიდან შპს „ი------------–ის“ მიერ აღებული სესხის გადახდა არ მომხდარა, შესაბამისად, მათ ძირითად მოვალესთან ერთად, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა შპს ,,ი------------–ის“ და შპს ,,ი------ ლ------ პ-------------“ საკუთრებაში არსებული სხვადასხვა მოძრავი ნივთები. ასევა დადგენილი, რომ საკრედიტო პ-------------ის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად თუ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული იქნებოდა გირავნობის ხელშეკრულება და დაგირავებული ქონების რეალიციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნეოდა მთლიანი თანხის დასაფარად, მოვალე ვალდეულია სხვაობა თავად აანაზღაუროს კრედიტორის წინაშე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები არც ერთ მხარეს არ დაეკისრება და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი მოპასუხეების შპს ,,ი------------–ის“, შპს ,,ი------ ლ------ პ-----------------“ და თ---------- ლ---–--ის მიმართ თანხის დაკისრებისა და გირავნობით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს - შპს ,,ი------------–ს“ და თ---------- ლ---–--ეს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

2.1. N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 752,833.01 (შვიდას ორმოცდათორმეტი ათას რვაას ოცდაცამეტი და 01) აშშ დოლარის გადახდა;

2.2. N2730028-8713556 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23,276.71 (ოცდასამი ათას ორას სამოცდათექვსმეტი და 71) ლარის გადახდა;

2.3. N2730028-8713262 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 33,747.69 (ოცდაცამეტი ათას შვიდას ორმოცდაშვიდი და 69) აშშ დოლარის გადახდა;

2.4. N2730028-8713721 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18,765.49 (თვრამეტი ათას შვიდას სამოცდახუთი და 49) აშშ დოლარის გადახდა;

 

3. მოპასუხეებს - შპს ,,ი------------–ს“ და თ---------- ლ---–--ეს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 611,977.15 (ექვსას თერთმეტი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი და 15) აშშ დოლარზე წლიური 10%-ის გადახდა 2018 წლის 13 ნოემბრიდან - დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

4. მოპასუხეებს - შპს ,,ი------------–ს“ და თ---------- ლ---–--ეს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2730028-7847063 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 611,977.15 (ექვსას თერთმეტი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი და 15) აშშ დოლარზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით, 2018 წლის 13 ნოემბრიდან - დავალიანების სრულად დაფარვამდე;

 

5. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი გირავნობის ნივთები:

5.1. N123123921363 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთები: ელექტრო სასწორი 60 ტონიანი, მასწორებელი მავთულის, კბილა უჯრა, რედუქტორი 1/7.7, ელექტრო ძრავი 800 კვტ, წყლის ოსმოსური ფილტრი, ელექტრო ძრავი 630 კვტ (2 ცალი), საგლინავი დგანი, მქნევარა, საკისრები 24040 (46 ცალი), მაცივარი (ნაგლინის გასაციებლად), მასწორებელი მანქანა ნაგლინის, სანთურა გაზის კომპლექტი (6 ცალი), მეთოდური ღუმელის მახურებელი, მეთოდური ღუმელის გამწოვი, გლინები (19 ცალი), საგლინავი მოწყობილობების მაკომპლექტებელი ნაწილები 18 ცალი, გლინების ბალიშები 8 ცალი.

5.2. N123123526883 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთები: ლითონის სადნობი ღუმელი მასთან დაკავშირებული სისტემებით (მოდელი ITJ-2), ქვესადგური, ხიდურა ამწე 5 ტონიანი - 2 ცალი, ხიდურა ამწე 10 ტონიანი -2 ცალი, ლითონის მახურებელი ღუმელი ჰაერის და ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემებით, გლინის დასამუშავებელი ჩარხი, მფრინავი მაკრატელი.

5.3. 123123615270 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთები: როლანგები დგანის წინა და უკანა, მასწორებელი კუთხოვანებისათვის, რედუქტორი, კბილა უჯრა, მქნევარა, დგანები საგლინავი, მაცივარი, ქვესადგურის ნაწილი და საკაბალე მეურნეობა, გლინები კუთხოვანის, მაცივარი არმატურის, მაცივარი კუთხოვანის, რეკუპირატორი, წყლის გაციების სისტემა, თხევადი ჟანგბადის რეზერვუარი სისტემით, კარდანები და შპინდელები, საგლინავი დგანი, გლინის დასამუშავებელი ჩარხი, მაღალი ძაბვის კომუტაციის ქვესადგური, მეტალის საჭრელი მაკრატელი 3 ცალი, როლანგების სისტემა, ქვესადგური, სპექტრული ლაბორატორია.

5.4. N123123526878 გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული ნივთი: ინდუქციური ღუმელი, მოდელი 1500 KW POWER-TRAK, გამოშვების წელი 2004.

 

6. იმ შემთხვევაში თუ გირავნობით დატვირთული ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება სს ,,თ----------ის“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება განხორციელდეს შპს ,,ი------------–ის“ და თ---------- ლ---–--ის კუთვნილი ქონებიდან.

 

7. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 13 ნოემბერს (საგადასახადო დავალება №6510) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 (ხუთი ათასი) ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300063150, ბანკის კოდი: TRESGE22.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი