1. უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი შეზღუდული პირადი სერვიტუტი სხვა პირებს არ გადაეცემა.
თავი მეექვსე
საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ას-285-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
…შეწყვეტას უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ……, ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ უძრავ ქონებაზე (ს.კ. N …….) სერვიტუტის უფლება რეგისტრირებული არ იყო. 3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247.1, 253.1, 183-ე მუხლებით და განმარტა, რომ სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის მომწესრიგებელი ნორმები. კერძოდ, უძრავი ქონების სერვიტუტით…
საქმე №ას-1346-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2021
…მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით.…
საქმე №ას-48-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2020
…თეთრი აგურით ამოშენებული შესასვლელი ღიობის დემონტაჟი და შესასვლელის მოწყობა, როგორც ეს მოცემული იქნებოდა სხვენში შესასვლელი ღიობის ამოშენებამდე. 5.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 247-ე, 253-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უფლების მოპოვების ერთ-ერთი სანივთო სამართლებრივი შესაძლებლობა სერვიტუტის დადგენაა. სსკ-ის 247-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად,…
…ვერ იქნა შეგებებული მოსარჩელის მიერ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი დადასტურებული. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ვერ იქნება მიჩნეული დასაშვებ შედავებად კასატორის მითითება საპროცესო კოდექსის 131-ე, 83-ე და 253-ე მუხლებზე, რამდენადაც შეგებებული სარჩელის მოპასუხეს ნივთების მასთან ყოფნის ფაქტი არ უღიარებია, რაც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ამ ქონების ღირებულების მისთვის…
…შპს,,...“ გამოეყვანა ავტომანქანა,,ზილ-130“ და მასზე არსებული ტვირთი. აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ბ.ქ-მა 18.06.12წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა სააპელაციო სასამართლოს 14.02.08წ. გადაწყვეტილების აღსრულება, მოითხოვა მოძრავი ნივთების (ალკოჰოლური სასმელების)…
მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება— სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ